დორტმუნდის "ბორუსიისა" და პარაგვაის ნაკრების თავდამსხმელის ტანსფერზე კიევის "დინამოში" მიხაილ გულორდავა მუშაობს
ბოლო დროს უკრაინული მედია წერდა, რომ კიევის "დინამო" დორტმუნდის "ბორუსიისა" და პარაგვაის ნაკრების ცნობილი თავდამსხმელის, ლუკას ბარიოსის გადაბირებით დაინტერესდა. თურმე, ტრანსფერზე ქართველი მენეჯერი მიხაილ გულორდავა მუშაობდა.

ეს უკრაინაში პოპულარულ გადაცემა "ფუტბოლნიუსში" თავად გულორდავამ განაცხადა:

"მე წარმოვადგენ სამხრეთამერიკულ სამენეჯერო კომპანიას, რომელმაც ბარიოსის ტრანსფერზე მოლაპარაკების უფლებამოსილება მომცა. კიეველებთან ლამის ყველაფერი შეთანხმებული იყო. სამწუხაროდ, ტექნიკური დეტალების გამო, ამ ეტაპზე მოლაპარაკება შეჩერებულია, მაგრამ არ დასრულებულა".

აქვე გეტყვით, რომ დიდი ხანია, გულორდავა ხარკოვში ცხოვრობს, არის ფიფას აგენტი და ამავე სტატუსის მქონე უკრაინელ მაქსიმ სტეფანსკისთან ერთად საკმაოდ გავლენიანი სამენეჯერო სააგენტო ჩამოაყალიბა.

ის არის დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" სელექციონერის, საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშის, მიხეილ ფოცხვერიას მეგობარი და ბოლო დროს უკრაინულ კლუბებში ბევრ ქართველ მოთამაშეს გაუწია რეკომენდაცია. მასთან თანამშრომლობს ჩეხი მენეჯერის, დალიბორ ლაცინას სამენეჯერო სააგენტოს ქართველი წარმომადგენელი სერგო ქუთათელაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა