მარიუპოლის "ილიჩივეცში" იჯარით მოთამაშე ქართველმა თავისი საფეხბურთო კარიერა გაიხსენა
წლის დასაწყისში დონეცკის "შახტარიდან" მარიუპოლის "ილიჩივეცში" იჯარით გაშვებული ქართველი გარემარბი დავით თარგამაძე უკრანული მასმედიის ყურადღების ცენტრშია.

ამჯერად ჩვენებურთან ინტერვიუ ჟურნალმა "ფუტბოლმა" გამოაქვეყნა, სადაც თარგამაძემ თავის საფეხბურთო კარიერაზე, დონეცკის "შახტარში" გატარებულ შეკრებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

- ჩემი საფეხბურთო გზა თბილისიდან, განთქმული 35-ე საფეხბურთო სკოლიდან იწყება. 15 წლისა (ეს იყო 2004 წელს) თბილისის "დინამოს" ასაკობრივ გუნდში ამიყვანეს, ორი წლის შემდეგ კი პირველი გუნდის დუბლშემადგენლობაში აღმოვჩნდი. მთავარ გუნდში თამაშმა აღარ მომიწია, რადგან მიწვევა გერმანიიდან მივიღე, სადაც უკვე თამაშობდნენ ქართველები - ძმები არველაძეები, იაშვილი. მათ ნანახი ჰქონდათ ჩემი გარჯა "დინამოში" და "ფრაიბურგის" წარმომადგენლებს ჩემი გასინჯვა ურჩიეს.

ამ გუნდში გადასვლას არ შევუშინებივარ, რადგან იქ ჩემი თანამემამულეები, კობიაშვილი და იაშვილი მეგულებოდნენ. თამაში დუბლშემადგენლობაში დავიწყე, ორი წლის შემდეგ კი მთავარ გუნდთან, რომელიც მეორე ბუნდესლიგაში გამოდიოდა, კონტრაქტს ხელი მოვაწერე. იქ ექვსი თამაშის გამართვა მოვასწარი.

შემდეგ "ფრაიბურგი" პირველ ბუნდესლიგაში გადავიდა, სადაც მხოლოდ ორ მატჩში ვითამაშე. როგორც ჩანს, მწვრთნელს თვალში არ მოვდიოდი და კლუბმა ორწლიანი იჯარით შვეიცარიულ "არაუში" გაშვება შემომთავაზა. მართლაც, "არაუს" საწვრთნელ ბაზაზე გარკვეული პერიოდი კი დავყავი, თუმცა კლუბებს შორის რაღაც უთანხმოება წარმოიშვა და ისევ ფრაიბურგში დაბრუნება მომიხდა.

შემდეგ იყო "კარლსრუეს" ვარიანტი, მაგრამ აქედანაც არაფერი გამოვიდა. გერმანიაში თავი ზედმეტად ვიგრძენი და საქართველოში დავბრუნდი. ამასობაში კონტრაქტის ვადაც გამივიდა და ჩემმა უკრაინელმა აგენტმა ოლექსანდრიაში ჩასვლა შემომთავაზა. გუნდი მაშინ პირველ ლიგაში თამაშობდა, თუმცა წინადადებას სიხარულით დავთანხმდი, რადგან თამაში მწყუროდა.

რუსული ენის ცოდნის გამო, ახალ გუნდში პარტნიორებთან საერთო ენის გამონახვა არ გამჭირვებია. ვლადიმერ შარანის ხელმძღვანელობით მუშაობაც მომწონდა. სეზონი წარმატებით დავასრულეთ - გუნდი პრემიერლიგაში გადავიდა.

- პოლტავაში "ვორსკლასთან" პირველსავე მატჩში ულამაზესი გოლი გაიტანე, რითაც უმალ მიიპყარი საფეხბურთო უკრაინის ყურადღება. ამის შემდეგაც, "ოლექსანდრიის" ყველა წარმატებასა თუ წარუმატებლობას პრესა იმას უკავშირებდა, თამაშობდა თარგამაძე თუ ტრავმის გამო ისვენებდა. იმ პერიოდში სხვა კლუბებისგან მიწვევებს იღებდი?

- ჯერ კიდევ მაშინ, როცა პირველ ლიგაში ვთამაშობდით, "კარპატიში" მიწვევდნენ. პრემიერლიგაში გადასვლის შემდეგ კი ჩემ მიმართ ყურადღება გაიზარდა და მოხარული ვარ, რომ კონტრაქტი "შახტართან" გავაფორმე.

- არ გეხამუშათ, რომ "შახტარმა" საქმეში უნახავად იჯარით მარიუპოლში გაგიშვათ?

- არა, რადგან ასეთ ვარიანტზე კონტრაქტის გაფორმებამდე შევთანხმდით. პირობის თანახმად, სეზონის ბოლომდე (ორი-სამი თვე) "ილიჩივეცში" ვითამაშებდი, შემდეგ კი "შახტარში" დავბრუნდებოდი.

იმედი მაქვს, ასეც მოხდება, მაგრამ ამჟამად "ილიჩივეცის" ფეხბურთელი ვარ და ძალას არ დავიშურებ, რათა გუნდმა სეზონი კარგი შედეგით დაასრულოს.

თანაც, მარიუპოლში ნაყოფიერად შრომისთვის ყველა პირობაა - საუკეთესო ბაზა, კვება, კეთილისმოსურნე პარტნიორები.

- მაგრამ სხვა ვარიანტიც იყო... "შახტარმა" მოულოდნელად ესპანურ შეკრებაზე მიგიწვია.

- დიახ, ეს ჩემთვის მოულოდნელობა იყო. კრიმში ცუდ ამინდში ვვარჯიშობდით, როდესაც დონეცკში გამომიძახეს.

როგორც ჩანს, მათ საკუთარ გუნდში ჩემი ახლოს ნახვა და მზადყოფნის შემოწმება სურდათ. "შახტარში" ჩემი ყოფნის პერიოდს ბურთთან მუშაობა და თამაშები დაემთხვა. გუნდში თბილად მიმიღეს. ქართულისა და რუსულის გარდა, ცოტ-ცოტას ინგლისურ და გერმანულ ენებსაც ვფლობ და ეს ძალიან დამეხმარა. კარგად მეპყრობოდნენ ბრაზილიელებიც და სხვებიც.

ორ თამაშში ვითამაშე და ერთი გოლი გავიტანე. "შახტარის" თამაშის დონე უმალ შევიგრძენი. ესპანური შეკრების შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამშემწემ, ალექსანდრ სპირიდონმა მითხრა, რომ აჯობებს ჩემპიონატში "ილიჩივეცთან" ერთად ვითამაშო, "შახტარში" კი ჩემ თამაშს ყურადღებით დააკვირდებიან.

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად