ვინ შეიძლება გახდეს პორტუგალიელის შემცვლელი? გაზეთების ცნობით, უმთავრესი პრეტენდენტი რაფაელ ბენიტესია

"დეილი მეილის" ცნობით, ჩემპიონთა ლიგაში "ნაპოლისთან" სამარცხვინო წაგების შემდეგ "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ ბოაში ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაათავისუფლონ.

სწორედ აღნიშნული გამოცემა იყო, ვინც დაწერა, რომან აბრამოვიჩმა ახალგაზრდა პორტუგალიელ სპეციალისტს ულტიმატუმი წაუყენა და "ბირმინგემთან" ასოციაციის თასის მატჩისა და ჩემპიონთა ლიგაში "ნაპოლის" დამარცხება მოსთხოვაო.

მოგეხსენებათ, პირველ შეხვედრაში "ჩელსიმ" შინ 1:1 ითამაშა, იტალიაში კი 3:1 დამარცხდა. რაკი "არისტოკრატთა" ბანაკში სიტუაციას მწვრთნელსა და წამყვან ფეხბურთელებს შორის დაძაბული ურთიერთობაც ამძიმებს, არ არის გამორიცხული, რუსმა მილიარდერმა ვილაშ ბოაშს კარისკენ მართლაც მიუთითოს. სოციალურ ქსელებში გულშემატკივრები უკვე სვამენ შეკითხვას, ვინ ჯობია, რომ უხელმძღვანელოს "ჩელსის" "ნაპოლისთან" განმეორებით შეხვედრაში (მატჩი 14 მარტს გაიმართება).

მიუხედავად იმისა, რომ "ჩელსის" 1/4-ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი არ დაუკარგავს, ბუნებრივია, ამბიციური კლუბის ხელმძღვანელობა დიდხანს ვერ მოითმენს იმას, რაც გუნდში ხდება. ვინ შეიძლება გახდეს პორტუგალიელის შემცვლელი? გაზეთების ცნობით, უმთავრესი პრეტენდენტი რაფაელ ბენიტესია.

ესპანელი 2010 წლის დეკემბერში "ინტერიდან" დათხოვნის შემდეგ საცხოვრებლად კუნძულზე დაბრუნდა და ამჟამად საფეხბურთო კომენტატორობით იქცევს თავს. აბრამოვიჩი აუცილებლად განიხილავს ფაბიო კაპელოს კანდიდატურასაც.

65 წლის იტალიელს საკლუბო ფეხბურთში 2007 წელს "რეალიდან" წასვლის შემდეგ არ უმუშავია და ყოველდღიურ საქმიანობას ალბათ სიამოვნებით დაუბრუნდება. თუმცა აქ ერთი დეტალია, დონ ფაბიოს არასდროს იტაცებდა "მოკლეხნიანი რომანები" და თუკი მან "ჩელსი" ჩაიბარა, მინიმუმ 3 ან 4-წლიან ხელშეკრულებას მოითხოვს. "დეილი მეილის" ჟურნალისტი ერთ დეტალს გამოყოფს.

ამ სპეციალისტების გუნდები ყოველთვის ძლიერად გამოიყურებოდნენ ევროპულ ტურნირებში. ევროპული წარმატებები კი რომან არკადიჩის ყველაზე დიდი ოცნებაა.

ანდრე ვილაშ ბოაშის სამომავლო პერსპექტივაზე შეიძლება დაღი დაასვას იმანაც, რომ მის პოლიტიკას სულ უფრო მეტი და სულ უფრო ავტორიტეტული ფეხბურთელები ეწინააღმდეგებიან.

"სანის" მტკიცებით, "ნაპოლისთან" შეხვედრაში ეშლი კოული სასტარტო შემადგენლობაში იმიტომ ვერ მოხვდა, რომ კვირას გუნდის კრებაზე ვილაშ ბოაში თანდასწრებით გააკრიტიკა. გამოცემის ცნობით, კოულმა შემდეგი რამ განაცხადა: "აქ მე ტიტულების მოსაგებად მოვედი, აი თქვენი ტაქტიკით კი ამის მიღწევა შეუძლებელი იქნება. ის ინსტრუქციები, რასაც ფეხბურთელები მატჩის წინ ვიღებთ, მეტისმეტად დეტალურია და მოედანზე მხოლოდ მუშაობა გვიხდება მათ შესასრულებლად და არა თამაში". "ჩელსის" თავკაცს კოულის გამოხტომაზე უპასუხია, გულთან ყველაფერი მეტისმეტად ახლოს მიგაქვსო.

შედეგად, მის მაგივრად "ნაპოლისთან" მარცხენა მცველად მარჯვენაფლანგელი ჟოზე ბოსინგვა დადგა, თუმცა პორტუგალიელი ფეხბურთელი მალევე დაიმტვრა და ვილაშ ბოაშს კოულის მოედანზე შეყვანა მოუხდა.

წყაროს ცნობით, კრებაზე მწვრთნელი არანაკლებ გააკრიტიკეს მიკაელ ესიენმა და ფრენკ ლემპარდმაც, რისი წყალობითაც ისინიც სათადარიგოთა შორის აღმოჩნდნენ. "სანი" საფეხბურთო ექსპერტის ჯეიმი რედნაპის (ჰარი რედნაპის ვაჟი, "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი) სიტყვებსაც იშველიებს, რაც მას "ჩელსის" სასტარტო შემადგენლობის შეტყობისას აღმოხდა, სახეზე სამწვრთნელო თვითმკვლელობის კლასიკური შემთხვევა გვაქვსო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"