სერია A-ს მომდევნო ტურის და შესაძლოა მთელი ჩემპიონატის ცენტრალური შეხვედრა "სან სიროზე" გაიმართება, სადაც "მილანი" "იუვენტუსს" უმასპინძლებს
სერია A-ს მომდევნო ტურის და შესაძლოა მთელი ჩემპიონატის ცენტრალური შეხვედრა "სან სიროზე" გაიმართება, სადაც "მილანი" "იუვენტუსს" უმასპინძლებს.

შეხვედრა მართლაც უდიდეს ინტერესს იწვევს, რადგან ერთმანეთის პირისპირ სკუდეტოსთვის მებრძოლი გუნდები წარსდგებიან. "როსონერი" პირველ ადგილზეა და ერთი ქულით უსწრებს ტურინულ გრანდს, თუმცა ისიც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ "იუვენტუსს" ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ანუ, მილანელები შეეცდებიან, რომ დაკარგული ქულების სიმცირითაც აჯობონ მეტოქეს და ლიდერობა სრულფასოვანი გახადონ - "იუვეს" მიზანი კი მინიმუმ სტატისქვოს შენარჩუნებაა. ერთი სიტყვით, წინ დიდი მატჩია, რომელიც პროგნოზებს ნამდვილად არ ექვემდებარება. მოახლოებულ პაექრობაზე თავისი მოსაზრება "მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ გამოთქვა:

"ტრიბუნებზე ანშლაგი იქნება, რაც ძალიან სასიამოვნოა. ჩემი აზრით, "მილანი" და "იუვენტუსი" სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ და შესაბამისად, სტადიონზე მოსული გულშემატკივარი დიდ სიამოვნებას მიიღებს. ორივე გუნდი სკუდეტოსთვის იბრძვის, რაც დამატებით ინტრიგას სძენს ისედაც საინტერესო პაექრობას".

გალიანის ზლატან იბრაჰიმოვიჩის დისკვალიფიკაციაზეც ჰკითხეს - აქვე, მისი პასუხი: "ზლატანი დიდი ფეხბურთელია და საწყენია, რომ ასეთი პრინციპული მატჩის გამოტოვება დისკვალიფიკაციის გამო უწევს. "ლეგა კალჩოს" სადისციპლონო კომიტეტში სარჩელი შევიტანეთ და 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციის, 2 მატჩამდე შემცირება მოვითხოვეთ, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო. მიუხედავად ასეთი დანაკლისისა, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ სამი ქულა ჩვენ დაგვრჩება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"