16-დან 8 წყვილში პირველ შეხვედრებში სტუმრებმა იმარჯვეს და ავტომატურად გახდნენ ფავორიტები
22 თებერვალს "მანჩესტერ სიტისა" და "პორტუს" შეხვედრით დაიწყო ევროპალიგის 1/16 ფინალის საპასუხო მატჩები, მთავარი ბატალიები კი 23-შია.

ვალმოხდილი

ევროპალიგის პლეი ოფის პირველივე მატჩი საკმარისი იყო ხარკოვის "მეტალისტისთვის" ამოცანის გადასაწყვეტად - მათ სტუმრად 4:0 გაანადგურეს ავსტრიული "ზალცბურგი" და უკრაინაში, სადაც გვარიანად ყინავს, რაღა უნდა მოხდეს?

ხარკოველებს თავისუფლად შეუძლიათ ექსპერიმენტებს მიმართონ. აი, "მეტალისტის" თავკაცი მარკევიჩი კი კარგად ხუმრობს:

"პირველი მატჩის ანგარიშის მიუხედავად, მთელი ბრძოლა წინაა".

ფავორიტები

16-დან 8 წყვილში პირველ შეხვედრებში სტუმრებმა იმარჯვეს და ავტომატურად გახდნენ ფავორიტები (მათი დიდი ნაწილი ისედაც ასეთად მიიჩნეოდა). ახლა მათ კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანონ და შეუძლიათ ზომიერ ექსპერიმენტებსაც მიმართონ. მაგალითად, დაასვენონ შინაურ პირველობებში გადაღლილი ფეხბურთელთა ნაწილი.

დიეგო სიმეონეს "ატლეტიკოს" დიდი ხანი არააა, რაც წვრთნის, მაგრამ "კოჭებში ეტყობა" მადრიდულ კლუბში დიდხანს დარჩება. სიმეონეს 100-მდე მატჩი "ატლეტიკოს" მაისურით უთამაშია და ერთი ამდენიც "ლაციოსი". ჩაიყვანა არგენტინელმა თავისი ახალი გუნდი და 3:1 მოუგო "ლაციოს". საპასუხო მატჩის წინ, ესპანური გუნდი, ბუნებრივია, ფავორიტია. მით უფრო, რომ "ლაციოს" მიროსლავ კლოზე არ ეყოლება საპასუხო შეხვედრაში.

კიდევ ერთი ესპანური გუნდი, "ვალენსია" ბარსელონური სირცხვილის მერე "სტოკ სიტის" მასპინძლობს. ვალენსიელებს პირველი შეხვედრა მოგებული აქვთ - 1:0.

"ღამურებს" არ ეყოლებათ ევერ ბანეგა, არც დღეს და არც ამ სეზონში საერთოდ. არგენტინელმა მართლაც და სულელურ სიტუაციაში მიიღო სერიოზული ტრავმა. ასეთივე ფავორიტები არიან ინგლისური "მანჩესტერ იუნაიტედი", ჰოლანდიური "ეინდჰოვენი" და "ტვენტე", ბერძნული "ოლიმპიაკოსი" და თურქული "ბეშიქთაში".

ყველაფერი თავიდან იწყება

ყველაფერი გაცილებით საინტერესოდაა დანარჩენ წყვილებში (ანუ ნახევარში). შეიძლება ითქვას, რომ იქ ყველაფერი თავიდან იწყება. განსაკუთრებით გამოვყოფთ ბილბაოს "ატლეტიკისა" და "ლოკომოტივის" დაპირისპირებას. რუსებმა საკუთარი უპირატესობა გამოიყენეს - ლამის ყინულოვანი სტადიონი - და 2:1 მოიგეს.

ახლა ჯერი "სან მამესზეა", სადაც არასოდეს ცივა და ყოველთვის "ცხელა" სტუმარი გუნდებისთვის. მოკლედ, რუსებს "საფეხბურთო კათედრალზე" გამოცდიან.

ევროპალიგა. 1/16 ფინალი. საპასუხო მატჩები

დღეს

ბილბაო-ლოკომოტივი 22:00 (1:2)

ბრიუგე-ჰანოვერი 22:00 (1:2)

პაოკ-უდინეზე 22:00 (0:0)

პსვ-ტრაბზონი 22:00 (2:1)

სტანდარდი-ვისლა 22:00 (1:1)

ტვენტე-სტიაუა 22:00 (1:0)

ვალენსია-სტოკი 22:00 (1:0)

ანდერლეხტი-ალკმაარი 00:05 (0:1)

ატლეტიკო-ლაციო 00:05 (3:1)

ბეშიქთაში-ბრაგა 00:05 (2:0)

მან. იუნაიტედი-აიაქსი 00:05 (2:0)

მეტალისტი-ზალცბურგი 00:05 (4:0)

ოლიმპიაკოსი-რუბინი 00:05 (1:0)

შალკე-პლზენი 00:05 (1:1)

სპორტინგი-ლეგია 00:05 (2:2)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
[VIDEO] "იბერია 1999" "იაგელონიასთან" ისევ დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"