ფიბას გადაწყვეტილებით, 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ეროვნული გუნდის დაშვების შესახებ, ცხადია, უპირველესად...

ფიბას გადაწყვეტილებით, 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ეროვნული გუნდის დაშვების შესახებ, ცხადია, უპირველესად თვით ნაკრების წევრებმა გაიხარეს. ერთ-ერთ მათგანს - კოტე ტუღუშს გუშინ გავესაუბრეთ:

- ამერიკაში გამგზავრების წინა დღეს ზაზა ფაჩულიამ ჯვარი დაიწერა და საღამოს ბიჭებთან ერთად რესტორანში ამ მოვლენას აღვნიშნავდით, სტამბოლიდან ბესიკ ლიპარტელიანმა რომ დაგვირეკა და სასიხარულო ამბავი გვაცნობა. წარმოიდგინეთ, რა დღეში აღმოვჩნდებოდით. ცრემლმორეულმა ზაზამ ესღა თქვა - ამ ერთ წელიწადს რა გაძლებსო. ჩვენ აქედანვე შესარჩევი თამაშებისთვის განვეწყობოდით და უცებ ფინალში კი აღმოვჩნდით. საქართველომ ეს პატივი დაიმსახურა. ერთი-ორად იზრდება პასუხისმგებლობა, მაგრამ ამის არ გვეშინია. მთავარია, ამ ერთი წლის განმავლობაში ვინმემ სერიოზული ტრავმა არ მიიღოს. ბიჭები ოსტატობას აიმაღლებენ, ვლადიმერ ბოისაც დაგვემატება და გავძლიერდებით. გვერწმუნეთ, ჩვენი გუნდი ანგარიშგასაწევი ძალა იქნება ჩემპიონატზე.

- ლიტვური ბატალიები სექტემბერში გაიმართება. ფაჩულიას ან სხვა რომელიმე კალათბურთელს პრობლემა ხომ არ შეექმნება ნბა-ს ან სხვა ჩემპიონატის გამო?

- ვფიქრობ, რომ არა. ახლაც ხომ მიმდინარეობს თურქეთში მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც უძლიერესი მოთამაშეები მონაწილეობენ. ერთი კი მინდა აღვნიშნო: ალბათ, საწყენად არ დარჩება, თუ ვიტყვი, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალში მონაწილე ქვეყანას უკეთესი ეროვნული პირველობა უნდა ჰქონდეს, რომ ღირსეული ცვლა მომზადდეს და ნაკრებში მოსახვედრად კონკურენცია გაიზარდოს.

- თავად სად აპირებ თამაშს?

- ჯერჯერობით არ გადამიწყვეტია, თუმცა საქართველოდან წასვლას არსად ვაპირებ.

dada
ძალიან გამიხარდა ამ ამბავის გაგება, გილოცავთ ყველას და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს!
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...