გია გეგუჩაძის გუნდმა "გაგრასთან" დინამიურ თამაშში მთელი ტურის გოლები გადაწონა
წინა ტურში "სპარტაკთან" განცდილი მარცხის გამო "ტორპედოს" ერთგული გულშემატკივარის წინაშე რეაბილიტაცია მართებდა, "გაგრა" კი საუკეთესო რვა გუნდში მოსახვედრად იბრძვის და ეს მატჩი მისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო. შეხვედრა საკმაოდ დინამიური და უხვგოლიანი გამოდგა.

თამაში სტუმრებმა უკეთ დაიწყეს და საწყის წუთებში ორი საგოლე მომენტი შექმნეს, ჯერ სარდალიშვილი გაექცა მცველებს და მისი ძლიერი დარტმა მიგინეიშვილმა კუთხურზე მოიგერია. მეორე ეპიზოდისას კი "ტორპედო აშკარა გოლს გადაურჩა: მცველებისგან უყურადღებოდ მიტოვებული ნიკა ჭკუასელის დარტყმა ჯერ ხარიხას მოხვდა, შემდეგ კი კარის ხაზზე დაეცა.

ამასობაში ქუთაისელებიც გააქტიურდნენ. განსაკუთრებით მათი მარჯვენა ფრთა გამოირჩეოდა, სადაც დათა რიგვავა და გრიგოლ დოლიძე მოქმედებდნენ. სწორედ მათ ფლანგურ გარღვევებსა და ჩაწოდებებს მოჰყვა რევაზ გოცირიძის დუბლი. პირველი გოლისას ქუთაისელთა ეულ ფორვარდს ასისტენტობა რიგვავამ გაუწია, რომლის ჩაწოდების შემდეგაც გოცირიძემ დასწრებაზე ითამაშა და მოხდენილი თავურით დალაშქრა ილია მაღრაძის კარი, ორიოდე წუთში კი დოლიძის კარგი გადაცემაც ზუსტად დააგვირგვინა.

"ტორპედოს გამოცდილი ფორვარდი ამას არ დასჯერდა და მასპინძელთა მესამე გოლისას გიორგი დათუნაიშვილს გაუწია ასისტენტობა. ყოველივე ეს ტაიმის ბოლო წუთზე მოხდა, იქამდე კი გოცირიძის პასით მეკარესთან პირისპირ გასულ გიორგი კუხიანიძეს მართებდა გოლის გატანა, მაგრამ ბურთი პირდაპირ კიპერს "დაუმიზნა.

35-ე წუთზე "გაგრამ" კურიოზულ სიტუაციაში შეძლო ანგარიშის შემცირება: სტუმართა დარტყმას მცველები გადაეღობნენ, თუმცა მათგან ასხლეტილი ბურთი სარდალიშვილთან აღმოჩნდა, რომლის დარტყმის შემდეგაც ბურთი ისევ წაქცეულ მცველებს მოხვდა და მიგინეიშვილის კარში შეგორდა.

"გოლების წვიმა" მეორე ტაიმშიც გაგრძელდა. მატჩი სამიოდე წუთის განახლებული იყო, როცა დათუნაიშვილმა მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიწია და უძლიერესი დარტყმით ბურთი ხარიხიდან ასხლეტით მოათავსა კარში.

გაგრელებმაც მალევე უპასუხეს - ჭკუასელის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ტყეშელაშვილმა გოლად აქცია და სტუმრებს მატჩის გადარჩენის მცირეოდენი შანსი დაუბრუნა. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ მეორე ტაიმში უკეთ გია გეგუჩაძის შეგირდები გამოიყურებოდნენ და გოლის გატანის შანი მათ უფრო ჰქონდათ, ვიდრე გაგრელებს.

კარგად ჩაერთო თამაშში გივი იოსელიანი, რომლის დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას ოდნავ გადასცდა. მორიგ ეპიზოდში მის ჩაწოდებას გამეზარდაშვილის თავური დარტმა მოჰყვა და სტუმრები გოლს ისევ გადაურჩნენ. ამას გოცირიძისა და იოსელიანის გამოუყენებელი მომენტები მოჰყვა, თუმცა, "ტორპედომ მეხუთე გოლის გატანა მაინც მოახერხა. გამეზარდაშვილმა შეცვლაზე შემოსული საბანაძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და ახალგაზრდა ფორვარდმა შეხვედრას წერტილი დაუსვა.

საქართველოს ჩემპიონატი XIX (გამოტოვებული) ტური

22.02. ქუთაისი. ტორპედო. 1500 მაყურებელი

ტორპედო-გაგრა 5:2

1:0 გოცირიძე (22.რიგვავას პასით), 2:0 გოცირიძე (24.დოლიძის პასით), 2:1 სარდალიშვილი (35), 3:1 დათუნაიშვილი (45.გოცირიძის პასით), 4:1 დათუნაიშვილი (48), 4:2 ტყეშელაშვილი (51.პენალტით), 5:2 საბანაძე (90.გამეზარდაშვილის პასით)

ტორპედო გაგრა

4-1-4-1 4-4-1-1

მიგინეიშვილი მაღრაძე

რიგვავა ხუციძე

კვახაძე ყურულაშვილი

გამეზარდაშვილი ტყეშელაშვილი

გურული ჯგერენაია

დიღმელაშვილი სარდალიშვილი

დოლიძე ხოჯაშვილი

გ.დათუნაიშვილი ზვიადაძე

კუხიანიძე ნ.ჯიშკარიანი

თარხნიშვილი ჭკუასელი

გოცირიძე როსტიაშვილი

მწვრთნელი: მწვრთნელი:

გ.გეგუჩაძე ლ.ხომერიკი

ტორპედო

63. კუხიანიძე იოსელიანი

74. დოლიძე საბანაძე

80. დიღმელაშვილი ფირცხალავა

სათადარიგოები: ქვილითაია, ფარულავა, ლემონჯავა, ფეიქრიშვილი

გაგრა

26. ყურულაშვილი კიკნაველიძე

46. სარდალიშვილი ყიფიანი

64. ჯგერენაია ლ.სეთურიძე

სათადარიგოები: ბეგაშვილი, კობერიძე, კვანტალიანი, ფალავანდიშვილი

გაფრთხილება: ყიფიანი (71), ჯიშკარიანი (86)

არბიტრი: ა.კრიჭაშვილი

მატჩის შემდეგ

ლევან ხომერიკი: "დაცვაში უხეში შეცდომები დავუშვით. მხოლოდ 15 წუთი ვითამაშეთ კარგად, შემდეგ კი "ტორპედომ" ყველა კომპონენტში გვაჯობა და დამსახურებულად გაიმარჯვა."

გია გეგუჩაძე: "გაგრა პერსპექტიული გუნდია და დიდი მომავალი აქვს. ამ გუნდს ერთადერთი - გამოცდილება აკლია და ჩვენც ამის ხარჯზე ვაჯობეთ. "ტორპედოს" გარჯას რაც შეეხება, გვქონდა კარგი ეპიზოდები, ლამაზი გოლებიც გავიტანეთ, მაგრამ ამასთან ერთად ხარვეზიც ბევრი იყო, რის გამოსწორებასაც მომდევნო შეხვედრებში შევეცდებით. სამწუხაროდ, "გაგრასთან მოპოვებული 3 ქულა შესაძლოა ფუჭი აღმოჩნდეს. ჩემპიონატის ამ სისტემას ვერ მოვიწონებ, ამას ჯობია 16 გუნდიანი ჩემპიონატი გვქონდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა