ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ევრო 2012. A ჯგუფი. ფოგთსი: არ წავაგოთ დიდი ანგარიშით!

ევრო 2012. A ჯგუფი. ფოგთსი: არ წავაგოთ დიდი ანგარიშით!

ბელგიასთან სტუმრად მოგების (1:0) შემდეგ, გერმანიის ნაკრებს დღეს მეორე კალენდარული მატჩი უწევს...

თურქეთი-ბელგია

ავსტრია-ყაზახეთი

გერმანია-აზერბაიჯანი

ბელგიასთან სტუმრად მოგების (1:0) შემდეგ, გერმანიის ნაკრებს დღეს მეორე კალენდარული მატჩი უწევს - ბუნდესგუნდი კიოლნში, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანს მასპინძლობს. დაგვეთანხმებით, გერმანიას მორიგი სამი ქულის მოპოვება განაღდებული აქვს, რადგან ძალიან რთული წარმოსადგენია, რომ აზერბაიჯანმა კიოლნიდან თუნდაც ქულის წაღება შეძლოს. სენსაციები ხშირად ხდება და რაღა შორს წავიდეთ, პარასკევს საფრანგეთმა შინ ბელორუსთან წააგო, მაგრამ გერმანია არ არის და არც არასდროს ყოფილა ის გუნდი, რომელიც აზერბაიჯანს ვერ დაამარცხებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი მეზობლების გერმანელი მწვრთნელი ბერტი ფოგთსი ამბობს, ჩვენი მიზანი ისაა, რომ კიოლნში დიდი ანგარიშით არ წავაგოთო.

გუშინ, მცირე ტრავმის გამო ბასტიან შვაინშტაიგერმა ვერ ივარჯიშა, მაგრამ "ბაიერნის" ნახევარმცველი დღეს აუცილებლად ითამაშებს. მიუხედავად ბელგიასთან ცუდად თამაშისა, ბუნდესმწვრთნელი იოახიმ ლიოვი ალბათ მაინც სასტარტო შემადგენლობაში გაამწესებს ლუკას პოდოლსკის - მატჩი ხომ კიოლნში ტარდება. შესაბამისად, პოლდის იმის შანსი მიეცემა, რომ ბუნდესგუნდის მაისურით გატანილი გოლების რაოდენობა გაზარდოს. სადღეისოდ მას 80 შეხვედრაში 40 გოლი აქვს გატანილი. იგივე ეხება მიროსლავ კლოზესაც, რომელმაც ბელგიასაც გაუტანა და ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდის დამხობისკენაა ორიენტირებული.

სამაგიეროდ, ლიოვი ნაღდად ვერ გამოიყენებს მარსელ იანსენს (ტრავმა). აზერბაიჯანზე კი ის უნდა ვთქვათ, რომ პარასკევს არ უთამაშია, ბოლო ორი ამხანაგური მატჩიდან კი ერთი ფრედ დაასრულა (მოლდოვასთან 1:1), ერთი კი წააგო (მაკედონიასთან 1:3). რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს: გერმანია აზერბაიჯანს აქამდე ორჯერ შეხვდა, ორჯერვე მსოფლიოს 2010 წლის შესარჩევ ციკლში და რა თქმა უნდა, ორივე თამაში მოუგო: 4:0 (შინ) და 2:0 (სტუმრად).

თურქეთისა და ბელგიის ნაკრები გუნდების დაპირისპირება გაცილებით საინტერესოა. თურქები ორი წლის წინ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იყვნენ, სადაც გერმანიასთან დამარცხდნენ და ახლა მთავარ მწვრთნელ გუუს ჰიდინკს უნდა, რომ ეს გუნდი ისევ უმაღლესი მიზნებისთვის აბრძოლოს. პირველი ნაბიჯი გადადგმულია: პარასკევს ჰიდინკის გუნდმა ყაზახეთიდან სამი ქულა წაიღო (3:0) და პირველი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს ლიდერობს. თუ თურქები ბელგიასაც დაამარცხებენ, ორი ტურის შემდეგ იდეალურ ვითარებაში აღმოჩნდებიან. ბელგიელებს გერმანიასთან მარცხის შემდეგ საკადრო პრობლემები მიეძალათ: ტრავმების გამო თურქეთთან კითხვის ნიშნის ქვეშაა ვენსან კომპანის, ტიმი სიმონსისა და ედენ ჰაზარის ასპარეზობა. არადა, სამივე ბელგიის ნაკრების წამყვანი ფეხბურთელია.

ბელგიელთა მთავარი მწვრთნელი გეორგ ლეეკენსი ამბობს, რომ სტამბულში მისი შეგირდები გამარჯვებისთვის იბრძოლებენ: "გერმანიასთან დავამტკიცეთ, რომ კარგი გუნდი გვყავს. ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა გვინდა და თურქეთში სამი ქულისთვის ჩავდივართ." ჰიდინკი კი აღიარებს, რომ მის გუნდს ბელგიასთან რთული თამაში ელის.

დღესვე, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს ავსტრიის ნაკრებიც დაიწყებს: დიტმარ კონსტანტინის გუნდი თურქეთთან დამარცხებულ ყაზახეთს მასპინძლობს. წესით, ავსტრიელებმა სამი ქულა უნდა აიღონ, თუმცა ამის გაკეთებს უმით ქორქმაზის გარეშე მოუწევთ, რომელიც ტრავმირებულია.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა