სემინარების მთავარი თემები საკლუბო ლიცენზირებისა და ფინანსური ფეარ-პლეის საკითხებია
22 თებერვალს თბილისში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება დაიწყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფას ეგიდით გამართულ სემინარებს მასპინძლობს, რომლის მთავარი თემებიც საკლუბო ლიცენზირებისა და ფინანსური ფეარ-პლეის საკითხებია. სემინარები სასტუმრო "რედისონში" მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სემინარები პირველად ტარდება როგორც საქართველოში, ასევე, მთლიანად, ამიერკავკასიაში. სემინარებს გაუძღვებიან უეფას ლიცენზირებისა და ფეარ-პლეის განყოფილების უფროსი ანდრეა ტრავერსო და უეფას ფინანსური ფეარ-პლეის მენეჯერი ფილიპ რასმუსენი. თბილისს უეფადან სხვა ოფიციალური პირებიც ეწვევიან.

უეფას სემინარებში მონაწილეობის მისაღებად თბილისს აზერბაიჯანის, სომხეთის, ბოსნიის, ბელარუსის, ბულგარეთის, ესტონეთის, ყაზახეთის, ლიტვის, ლატვიის, მოლდოვის, მაკედონიის, ჩერნოგორიის, პოლონეთის, სერბეთისა და უელსის წარმომადგენლები ეწვევიან, რომელთა შორისაც უმეტესად ლიცენზირების მენეჯერები და ფინანსური ექსპერტები იქნებიან. ზემოთ ნახსენებ ქვეყნებში საკლუბო ლიცენზირებისა და ფინანსური ფეარ-პლეის სემინარები ყოველწლიურად ტარდება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებიც მასში მუდმივად მონაწილეობენ.

სფფ-ს დიდი ხანია, ჰქონდა სურვილი, საქართველოც გამხდარიყო ამ ღონისძიების მასპინძელი და ჩვენს ფედერაციაში მნიშვნელოვან ფაქტად მიიჩნევენ იმას, რომ უეფამ სწორედ ჩვენ მოგვანიჭა მასპინძლობის უფლება. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ საქართველოში ოფიციალური თანხმობა გასული წლის შემოდგომაზე გამოგზავნა და სფფ-ში მოსამზადებელი სამუშაოები მაშინვე დაიწყო.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ სემინარების ფარგლებში უეფას ექსპერტები ერთ სამუშაო შეხვედრას საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე კლუბების წარმომადგენლებთანაც გამართავენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დაგეგმილი აქვს მცირე კულტურული პროგრამაც - სემინარის მონაწილეები დაათვალიერებენ თბილისს და მოინახულებენ ეროვნულ მუზეუმს.

სფფ-ის ლიცენზირების განყოფილების ხელმძღვანელი ბაქარ ჟორდანია მიიჩნევს, რომ ასეთი მასშტაბის ღონისძიების თბილისში ჩატარება იმ მხრივაცაა მნიშვნელოვანი და საინტერესო, რომ ჩვენი ფედერაცია მსგავსი ღონისძიებების ჩატარების გამოცდილებას შეიძენს და სამომავლოდ არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენის მასპინძლობას შეძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე