ტრავმის გამო დიდი ხნის უთამაშებელი 23 წლის ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ ფორმას მალე აღიდგენს
დიდი ხანია, რეზო ბარაბაძეს არ უთამაშია. ყველაფერი 2008 წლის ზაფხულში აირია, როდესაც "ანჟის" თავდამსხმელს მუხლი დაუზიანდა.

მას შემდეგ სამწელიწადნახევარი გავიდა, რამდენჯერმე დაშავდა, მძიმე ოპერაციები გადაიტანა, მოედანს უბრუნდებოდა და შემდეგ ისევ თეთრხალათიანების დახმარებას მიმართავდა.

23 წლის მოთამაშე იანვარში გორის "დილაში" ჩაირიცხა და იმედოვნებს, რომ ფორმას მალე აღიდგენს:

"კუნთი რომ კარგად აღდგენილიყო და ძალა დამბრუნებოდა რეაბილიტაციის პროცესი თავად არ დამიჩქარებია. რეაბილიტაციის შემდეგ თურქეთში "დილასთან" ერთად მოვემზადე და საბედნიეროდ, ახლა კარგად ვგრძნობ თავს, არც შიში მაქვს და არც ტკივილი, პირიქით, ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ. მაგრამ ჯერ ფორმაში უნდა შევიდე. მჯერა, ეს მალე მოხდება".

რეზოს ახალ კლუბზეც დავეკითხეთ:

"გორის "დილაში" ძალიან კარგი ფეხბურთელები შეკრიბეს და აბსოლუტურად სხვა გუნდი გახდა. ბევრთან აქამდეც მითამაშია, ზოგთან ნაკრებში, ზოგთან კი კლუბში და ისედაც, თითქმის ყველას ვიცნობდი.

თამამად ვიტყვი, რომ საქართველოს ჩემპიონატში დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი შემადგენლობა გვყავს. "დილას" შეთამაშება სჭირდება და როდესაც ეს მოხდება, დარწმუნებული ვარ, სერიოზული ამოცანების გადაწყვეტასა და ნებისმიერი გუნდის დამარცხებას შევძლებთ".

ნაკრებში ლევან ყენიას დაბრუნებამ ბარაბაძე ძალიან გაახარა:

"ჩვენ თითქმის ერთ დროს დავშავდით. მიხარია, ყენიამ ვარჯიში რომ განაახლა და ნაკრებში გამოიძახეს. ის გამორჩეული ნიჭის მოთამაშეა, ჩემი მეგობარია და მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო, ტრავმამ არასოდეს შეაწუხოს და ამიერიდან ყველაფერი კარგად აეწყოს.

ლევანი ჩვენს ნაკრებს ძალიან აკლდა და დარწმუნებული ვარ, გუნდს წაადგება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

negredo
მილანის ინტერში ბარაბაძე არასდროს არ ყოპილა
Parma
Burton - არა ძმა, არ მეშლება... : ) მილანის "ინტერში" იყო, ოღონდ დუბლებში და სამწუხაროდ მალე წამოვიდა...
Burton
Parma -- ინტერში? რომელ ინტერში მეგობარო? მგონი გეშლება რაღაც
moriel
კი როგორ არა ,ბარსას ნოუ კამპზე გააკრავთ ბეჭებზე
Parma
ინტერში რომ იყო, როგორი იმედი მქონდა კიდევ ერთი მაღალი დონის ფეხბურთელი გვეზრდება მეთქი, მაგრამ ტრავმებმა თავის ქნა, მაგრამ დაგვიანებული არაფერია ახალგაზრდა ხარ, მთავარია შრომა და მონდომება... თან მიხარია ჩემთვის ყველაზე საყვარელ გუნდში რომ ხარ და დიდი იმედი მაქვს "დილასთან" ერთად ბევრ გამარჯვებას იზეიმებ...
zuzu
აბა შენ იცი რეზო, გულით მიუდექი საქმეს და ყველაფერი გამოგივა შენი ტალანტისა და ღმერთის წყალობით.
fbusqandze
უფალი გფარავდეს
Tornike
წარმატებებს გისურვებ, რეზო! აბა შენ იცი!
უძლევი
კეთილი იყოს შენი დაბრუნება ფეხბურთში რეზო ბარაბაძე! გისურვებ ჯანმრთელობას და შენი ნამდვილი პოტენციალის, რომელიც დიდია, გამოვლენას. მაღალი და ჰაერში ბურთის მომგები ფეხბურთელია. ქართველი იან კოლერი, ლუკა ტონი და პიტერ კრაუჩი! მომწონს შენი ყაიდის ფეხბურთელები, ჩემი გემოვნებისა ხარ. აბა შენ იცი!
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად