საქართველო "ფიდეს" ეგიდით ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატებს უმასპინძლებს
2012 წლის ივნისში საქართველო სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში "ფიდეს" ეგიდით ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატებს უმასპინძლებს.

ოფიციალური განცხადება ამ მასშტაბური საერთაშორისო ტურნირების საქართველოში გამართვის შესახებ 23 თებერვალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მინისტრ ლადო ვარძელაშვილთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. მინისტრთან შეხვედრას პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის პრეზიდენტი - ემილ სუტოვსკი (მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი, საერთაშორისო დიდოსტატი, ისრაელის ნაკრების ლიდერი) და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი - გიორგი გიორგაძე დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში მსოფლიო ჩემპიონატების საქართველოში ორგანიზება მას შემდეგ გახდა რეალური, რაც 18-21 თებერვალს თბილისის "შერატონ მეტეხი პალასში" ჩატარებული ევროპის 12 უძლიერეს ქალ მოჭადრაკეთა "ვარსკვლავთა ტურნირი" მაღალ დონეზე გაიმართა.

ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციამ (ფიდე) მსოფლიო ჩემპიონატების საქართველოში ჩატარებას დაუჭირა მხარი და ორგანიზების უფლება პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციას გადასცა. მნიშვნელოვანია, რომ "ფიდეს" ეგიდით სწრაფ ჭადრაკსა და ბლიცში მსოფლიო ჩემპიონატები ოფიციალურად პირველად ჩატარდება, მასპინძელი კი საქართველო იქნება.

ლადო ვარძელაშვილი:"ემილ სუტოვსკისთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველოში სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება - თანხმობა მიღებულია, დარჩენილია ფორმალური საკითხები. ჩვენთან ჩამოვლენ ევროპის და მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეები, რაც საქართველოში ამ სპორტის სახეობის პოპულარობას კიდევ უფრო გაზრდის და ზოგადადაც ამ შეჯიბრების ჩატარება ქვეყნისთვის ყოვველმხრივ სასიკეთო და მნიშვნელოვანი იქნება".

ემილ სუტოვსკი:"საქართველომ მაღალ დონეზე უმასპინძლა სწრაფ ჭადრაკში გამართულ "ვარსკვლავთა ტურნირს", რომელიც ევროპის მასშტაბით ჩატარდა. ახლა კი გადავწყვიტეთ, რომ სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატსაც თქვენმა ქვეყანამ უმასპინძლოს, რასაც პირადად მე მხარს ვუჭერ და ეს გადაწყვეტილება მახარებს. მნიშვნელოვანია, რომ სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონატი პირველად ტარდება და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო მას მაღალ დონეზე, ღირსეულად ჩაატარებს. თქვენ საამისო გამოცდილება ნამდვილად გაქვთ და რაც მთავარია გყავთ უმაღლესი დონის მოჭადრაკეები, რაშიც ახლახანს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით".

გია გიორგაძე:"ფაქტიურად გადაწყდა, რომ საქართველო იქნება კიდევ ერთი მაღალი დონის ტურნირის ორგანიზატორი. საქმე ეხება მსოფლიოს ჩემპიონატს სწრაფ წადრაკში და ბლიცში, ანუ გამოვლინდება ორი მსოფლიოს ჩემპიონი. უნდა ითქვას, რომ ეს იქნება ჩვენთვის მორიგი გამოწვევა, თუმცა მჯერა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს უმაღლეს დონეზე ჩავატარებთ და შეჯიბრების ორგანიზებით ყველას კმაყოფილს დავტოვებთ".

msy.gov.ge

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს