მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ფიფას რეიტინგში 118-ე ადგილზე მყოფი გუნდის წინააღმდეგ - იტალიისა და ფარერების მატჩის წინ...

სერბეთი-სლოვენია

იტალია-ფარერები

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ფიფას რეიტინგში 118-ე ადგილზე მყოფი გუნდის წინააღმდეგ - იტალიისა და ფარერების მატჩის წინ როლები მკაფიოდაა განაწილებული. "სკუადრა აძურას" გამარჯვების გარდა, ნებისმიერი შედეგი უდიდესი სასწაული იქნება. ალბათ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ამ მატჩში ყველაზე საინტერესო ჩეზარე პრანდელის "სახლში" დაბრუნებაა - იტალია ფარერებს ფლორენციაში მასპინძლობს, ქალაქში, საიდანაც პრანდელიმ "აძურის" თავკაცობას გამოჰკრა ხელი.

იტალიამ ესტონეთთან 4-3-3 ტაქტიკური სქემით ითამაშა და პრანდელი ტაქტიკას სავარაუდოდ (მით უმეტეს) არც ფარერებთან შეცვლის. სამაგიეროდ, დიდი შანსია, რომ პრანდელიმ ძირითადი შემადგენლობიდან სიმონე პეპე ამოაგდოს, რადგან ამ უკანასკნელმა ტალინში, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდად ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ მეკარე სალვატორე სირიგუმ მთელ რიგ მომენტებში თავდაუჯერებლობები გამოამჟღავნა, ის ალბათ მაინც ითამაშებს. ფარერების ირლანდიელი მწვრთნელი ბრაიან კერი კი თავის გუნდს სავარაუდდ ზედაცვითი სქემით და მხოლოდ ერთი გამოკვეთილი ფორვარდით ათამაშებს.

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტი: ესტონეთში მოგებული მატჩი (2:1) იტალიის ნაკრებისთვის 2010 წელს პირველი გამარჯვება იყო და ორი აზრი არ არსებობს, პრანდელის მიერ დამოძღვრილი "აძური" დღეს ქულათა აქტივს ექვსამდე გაზრდის. გეხსომებათ, ფარერები და იტალია ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლშიც ერთად იყვნენ (საქართველოს ნაკრების ჯგუფში) და მაშინ იტალიელებს ბევრისთვის გასაკვირად, ფარერელთა დამარცხება ორივე მატჩში გაუჭირდათ, მაგრამ მაინც დაამარცხეს: შინ 3:1, სტუმრად 2:1.

პარასკევს სლოვენიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდიასთან წააგო (0:1) და მდგომარეობა პირველივე ტურში გაირთულა.

დღეს სლოვენიელებს გაცილებით რთული მატჩი აქვთ - სერბეთში. რადომირ ანტიჩის გუნდმა კი ფარერებს 3:0 მოუგო და დღეს შეეცდება, იტალიის ნაკრების ერთპიროვნული გალიდერება არ დაუშვას - ამისთვის კი სლოვენიის დამარცხებაა საჭირო. თავის მხრივ, სლოვენიამაც მინიმუმ ქულისთვის უნდა იბრძოლოს, რადგან ამ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის პრეტენზია აქვს და მეორე მარცხი, თანაც უშუალო კონკურენტთან პოლონეთსა და უკრაინაში მოხვედრის შანსს ძალიან შეუმცირებს.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა