გაზეთის მკითხველთა რჩეულები მამუკა გორგოძე, ვიქტორ სანიკიძე და კახა კალაძე გახდნენ
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო" გასული წლის საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს შეაჯამებს და საუკეთესოს დააჯილდოვებს.

დაჯილდოების ცერემონია 24 თებერვალს, 18:00 საათზე, "სპორტ კაფეში" იგეგმება. ღონისძიებას მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები და სპორტული მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

არსებობის 78-წლიან ისტორიაში "ლელომ" საუკეთესო სპორტსმენების გამოსავლენად გამოკითხვა წელს პირველად ჩაატარა.

მკითხველებს მათი რჩეულების დასახელება დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში შეეძლოთ. გამოკითხვა ერთდროულად ვებ-გვერდ SPORTALL.GE-ზე, ასევე გაზეთში გამოქვეყნებული ანკეტისა და სატელეფონო ზარების მეშვეობით მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა ჯამში 5 148 მკითხველმა მიიღო.

პირველ ადგილზე 1 223 ქულით ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული "მონპელიეს" მორაგბე მამუკა გორგოძე გავიდა.

876 ხმით მეორე ადგილზე კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძეა, ხოლო მესამეზე საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა კალაძე, რომელსაც 570 ხმა ერგო.

"ლელოს" პირველი გამოკითხვის რჩეულს, მამუკა გორგოძეს ამ ნომინაციისთვის გათვალისწინებული სპეციალური პრიზი გადაეცემა.

წლის საუკეთესო სპორტსმენების გამოსავლენად გამოკითხვა და დაჯილდოება მომავალში ტრადიციად იქცევა.

giorgi
როცა სპორცმენზეა საუბარი, პოლიტიკა არ უნდა გარიო. კახი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია. ნაკრების ლიდერი და კაპიტანი. 2 ლიგა აქვს მოგებული, თუ არ ვცდები ამდენივე "სერია ა" და ევროპაში ყველაზე ცნობილი ქართველი ფეხბურთელია. რომელიც სხვათაშორის საქართველოში არ გაახარეს. ალბათ იმ შურიანმა ხალხმა სხვისი ფული რომ აღიზიანებთ. ჯერ ძმა მოუკლეს და მერე ყველა ბიზნესი ან დაუხურეს ან უპირებენ დახურვას. მაგის ადგილზე ბევრი უბრალოდ წავიდოდა საქართველოდან და ნაკრებიდანაც 5 წლით ადრე და არა ეხლა. ასე რომ დავაფასოთ ის ხალხი ვინც რამით მაინც ასახელა საქართველო. ამ სიაში კიდე პირველი კალაძეა (სპორტს ვგულისხმობ)
papuna
დათო, კახა კალაძე ერთადერთი ფეხბურთელია რომელმაც ლიგა მოიგო! მემგონი ტეხავს კახაზე არაქართველის წოდება პოლიტიკური შეხედულებების გამო, როდესაც ის შენს გუნდს 5-6 წელი კაპიტნობდა, მიუხედავად მისი ძმის ამბის, ბიზნესების დაყადაღების და ........ ისე კახას როგორც ფეხბურთელი ბალელშიკი არ ვარ, უბრალოდ უმადურობა ტეხავს
Dato
სტატიაში არაა მითითებული, რომ საქართველოს საუკეთესო სპორტსმენზეა საუბარი. კახა კალაძე საქართველოს სპორტსმენი აღარაა. ის ქართველი სპორტსმენი კია, მაგრამ საქართველოს სპორტსმენი აღარაა
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"