თბილისის "დინამოს" 22 წლის საყრდენი ნახევარმცველისთვის ეროვნულ გუნდში გამოხაძება მოულოდნელი იყო
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულ მოთამაშეთა შორის თემურ ქეცბაიამ ირაკლი ძარიაც დაასახელა. 23 წლის საყრდენი ნახევარმცველი 6 წელი "ზესტაფონში" თამაშობდა, თბილისის "დინამოში" კი წლეულს გადავიდა.

"ნაკრებში პირველად გამომიძახეს, რაც ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და უზომოდ სასიხარულო ამბავია. ყველა მოთამაშის ოცნება თავის ქვეყნის ნაკრებში თამაშია. ამ ნდობისთვის დიდი მადლობა თემურ ქეცბაიას. შევეცდები, მისი ნდობა გავამართლო", - ამბობს ძარია.

ახალგაზრდა ფეხბურთელს არ დავიწყებია მადლიერების გამოხატვაც:

"არ შეიძლება, ეს რომ არ ვთქვა: მე რომ ნაკრებში მოვხვდი, ეს ჩემი კლუბების დამსახურებაა - "ზესტაფონისა" და "დინამოსი". "ზესტაფონში" ექვსი წელი ვთამაშობდი და მთელი ცხოვრება ამ კლუბისა და მისი პრეზიდენტის მადლიერი ვიქნები, რადგან ბევრი რამ შემძინეს. თბილისის "დინამოს" ყველა ფეხბურთელი ნაკრების პოტენციური კანდიდატია და ამიტომაც გადმოვედი. მიხარია, ამ დიდი კლუბის წევრი რომ გავხდი, რომ მენდობიან და მათამაშებენ. ნაკრებში ხომ "დინამოდან" გამომიძახეს".

ბოლო ტურში "დინამომ" ბოლნისის "სიონს" 90-ე წუთზე სწორედ ძარიას გატანილი ბურთის წყალობით მოუგო. თუმცა გოლი უცნაურად გავიდა და ძნელი გასარკვევი იყო, ირაკლიმ ბურთი კარში როგორ გააგზავნა.

"ორთაბრძოლისას მცველმა ხელი მკრა, ვიქცეოდი და დღემდე ვერ მივმხდარვარ, როგორ დავარტყი, ბურთი კისერზე მომხვდა თუ ზურგზე, ფაქტია, რომ კარში უცნაური ტრაექტორიით ჩაეშვა და ეს ოფიციალურ შეხვედრაში თბილისის "დინამოს" მაისურით გატანილი ჩემი პირველი გოლი იყო", - თქვა ირაკლიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gaga
მერებაშვილი რატო არ გამოიდძახა?
boo
ეს ბიჭი იმდენად მიზანდასახულია რომ ყველას ჯეროდეს მაქსიმუმს გააკეთებს ნაკრების წარმატებისთვის. ყველა მის გულშემატკივარს მოვუწოდებ,მეტი გამხნევება და თანადგომა გაუწიოს ღირსეულ ფეხბურთელს:*
უკრაინა - საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"