უეფას წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდების წარმომადგენლებს შეხვდნენ
დასრულდა უეფას ეგიდით გამართული მასშტაბური სემინარები, რომლის მასპინძლობის პატივიც წელს პირველად ჰქონდა საქართველოს და ფეხბურთის ფედერაციას. მსგავსი მასშტაბის სემინარი, მთელ ამიერკავკასიაში პირველად ჩატარდა.

ორდღიანი სემინარები სასტუმრო "რედისონში" მიმდინარეობდა და მას უძღვებოდნენ უეფას ლიცენზირებისა და ფეარ-პლეის განყოფილების უფროსი - ანდრეა ტრავერსო და უეფას ფინანსური ფეარ-პლეის მენეჯერი - ფილიპ რასმუსენი.

სემინარებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, 15 სხვადასხვა ქვეყნის ფედერაციები მონაწილეობდნენ - აზერბაიჯანი, სომხეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბელორუსი, ბულგარეთი, ესტონეთი, ყაზახეთი, ლიტვა, ლატვია, მოლდოვა, მაკედონია, მონტენეგრო, პოლონეთი, სერბეთი და უელსი. მონაწილეებმა განიხილეს უეფას საკლუბო ლიცენზირებისა და ფინანსური ფეარ-პლეის საკითხები.

პირველ დღეს, სტუმრებს მიესალმა და სემინარები ოფიციალურად გახსნა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა - რევაზ არველაძემ. უშუალოდ სამუშაო პროცესში კი, თეორიულ ნაწილთან ერთად, მონაწილეებს გარკვეული პრაქტიკული დავალებების შესრულებაც მოუწიათ.

სემინარების მეორე დღეს, უეფას წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთვის საგანგებოდ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინეს.

სფფ-ისთვის ეს შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან, ქართული კლუბებისთვის და ზოგადად, ქართული ფეხბურთისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ევროპული ქვეყნების გამოცდილების მიღება და გაზიარება.

როგორც სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში უეფას ლიცენზირებისა და ფეარ-პლეის განყოფილების ხელმძღვანელმა - ანდრეა ტრავერსომ განაცხადა, ის და მისი კოლეგები უაღრესად კმაყოფილები დარჩნენ სემინარების ორგანიზების დონით, რაც მათ ანგარიშშიც აუცილებლად აისახება და ამის შესახებ საგანგებო სტატია უეფას ყოველთვიურ ჟურნალშიც გამოქვეყნდება.

იმედია, სფფ-ს კიდევ არაერთხელ მიეცემა საშუალება მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის არაერთ ღონისძიებას უმასპინძლოს, რისი წინაპირობაც აშკარადაა ეს ორდღიანი, წარმატებული სემინარები.

23 თებერვლის საღამოს, სემინარები ოფიციალურად დასრულდა და მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმაც უკვე დატოვეს თბილისი.

gff.ge

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის