ბევრს უთქვამს, ათი ასეთი ბავშვთა მწვრთნელი რომ გვყავდეს, ქართული ფეხბურთის ბედს ძაღლი არ დაჰყეფდაო
23 თებერვალს მეხივით გავარდნილმა ამბავმა საფეხბურთო სამყარო დაამწუხრა - რევაზ გაგუა გარდაიცვალა!

არიან ადამიანები, რომლებსაც პროფესიონალიზმის გამო აღიარებენ. "რეზო მასწ"-ი მეორე, უფრო იშვიათების კატეგორიაში ჩაიწერება, რადგან პროფესიონალიზმთან ერთად, ყველას კეთილშობილებითაც შეაყვარა თავი.

დამსახურებები? ყველას ვერ გავიხსენებთ: მისი გაწვრთნილი 16-წლამდელთა ნაკრები პირველი ქართული საფეხბურთო ნაკრები იყო, რომელმაც 1997 წელს გერმანიაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა.

ბევრს უთქვამს, 10 ასეთი ბავშვთა მწვრთნელი რომ გვყავდეს, ქართული ფეხბურთის ბედს ძაღლი არ დაჰყეფდაო. ბატონი რეზო თავადაც ვერ იხსენებდა ყველა გაზრდილსა და წარმოჩენილს, რადგან 50-დე მათგანმა ითამაშა ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში და ბევრი გამოგვრჩება: კაკო დევაძე, გიორგი ნემსაძე, გოჩა გუჯაბიძე, დავით ყიზილაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, შალვა აფხაზავა, გიორგი სომხიშვილი, გიორგი ლოლაძე, ვალერი აბრამიძე, დათო დიღმელაშვილი, ედიკ საჯაია, ლადო ბურდული, გიორგი დეკანოსიძე, ლაშა ჯაკობია, ირაკლი შენგელია, გიორგი სომხიშვილი, ოლეგ გველესიანი, ლადო კაკაშვილი; მისი ვაჟი ვალერი გაგუა ზემოთნახსენები ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა; ერთმა მათგანმა, ანდრო ნინიადისმა (კიურჯიევი), საბერძნეთის ნაკრებსა და პირეოსის "ოლიმპიაკოსში" ითამაშა.

რევაზ გაგუა ქართული ფეხბურთის ნამდვილი "ფეოლა" იყო: ეხერხებოდა და უყვარდა კიდეც ნიჭიერი ბავშვების შერჩევა, მათი შვილებივით გაზრდა და გზაზე დაყენება.

ქართული ფეხბურთი კი ასეთი ადამიანების მხრებზე იდგა და დგას. ამიტომაც მისი სახელიც ამიერიდან ქართულ ფეხბურთისგან განუყოფელი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lasha Jugeli
საოცრად დამწუხრებული ვარ. რეზო ჩემი პირველი მწვრთნელი იყო. მან მასწავლა ფეხბურთის თამაში დინამოს სკოლაში. პირველივე დღიდან (5 წლის ვიყავი, როდესაც მშობლებმა მიმიყვანეს გასასინჯათ რეზოსთან და გუშინდელი დღესავით მახსოვს როგორ გამოგვარჩია ბატონმა რეზომ 500 ბავშვიდან 8 და ჩემს მშობლებს უთხრა, რომ მე ფეხბურთს ვითამაშებდი და ღირსი ვიყავი მას ჩემი წვრთნისთვის ხელი მოეკიდა!) გვერდში მედგა საკუთარი მამასავით, იყო მკაცრი, დისციპლინის მოყვარული და ამავდროულად საოცრად სამართლიანი და მეგობრული. ერთ მაგალითს გავიხსენებ: მე ცაცია ვარ, ხელითაც და ფეხითაც; 3 წლის განმავლობაში ყველა ვარჯიშზე გამოსვლისას მიკრძალავდა მარცხენა ფეხის ბურთზე დაკარებას, ვბრაზობდი და საოცრად ვიტანჯებოდი ამის გამო (გუნდში დიდი კონკურენციაა და წარმოიდგინეთ, რომ შენი მეგობრები ძლიერი ფეხით თამაშობენ შენს წინააღმდეგ შენ კი იგივე არ შეგიძლია), მხოლოდ შემდეგ მივხვდი და დავაფასე რომ ჩემს უნივერსალურ მოთამაშედ გახდომაზე და ტექნიკის სრულყოფაზე ზრუნავდა. რეზო არის (ვერ ვამბობ იყოს) ფეხბურთის საოცარი მცოდნე, მე მას უდიდეს მეცნიერს ან ხელოვანს შევადარებდი, ვინაიდან ფეხბურთი ორივეა. რეზო იმ დიდ საბავშვო (თუმცა ჩემთვის საბავშვო უფრო რთული და დასაფასებელია) მწვრთნელთა შორის მოიაზრება, როგორებიც ძალიან ცოტა იყო თუ არის. მე გამიმართლა, რომ მათ ხელში გავიარე. ბარემ ჩამოვთვლი: რეზო გაგუა, სერგეი აპრესიანი, რამაზ (ნესტორ) მუმლაძე, ოთარ შენგელია. ამ ხალხმა განსაზღვრა ჩემი, როგორც ფეხბურთელის და რაც კიდევ უფრო მთავარია როგორც ადამიანის ჩამოყალიბება, მაგრამ რეზოს წვლილი უდიდესია და ის სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ვალერის, რომელიც სულ პატარა მახსოვს მამას რომ მოჰყავდა ჩვენთან 75-იანების ვარჯიშებზე. ლაშა ჯუღელი
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე