და ანდრეა ბარცალი დიდი მატჩის შესახებ

"ტუტო სპორტში" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის "იუვენტუსის" მესვეურები სამ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მუშაობენ და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, სამივე საკითხი დადებითად გადაწყდება.

ჯანლუიჯი ბუფონს, პაოლო დე ჩელიეს და ანდრეა ბარცალის კლუბთან ხელშეკრულება 2013 წლის 1 ივნისს ეწურებათ და მართალია, იქამდე კიდევ წელიწადზე მეტია დარჩენილი, მათი გახანგრძლივება ტურინელთათვის პრიორიტეტული საქმეა. მოვუსმინოთ "იუვეს" სპორტულ დირექტორ ჯუზეპე მაროტას:

"ბუფონი გუნდის სახეა და ბუნებრივია, რომ მისი გასხვისება აბსოლუტურად გამორიცხულია. ამიტომ, ჯიჯისთან ხელშეკრულების 2016 წლამდე გახანგრძლივებას ვაპირებთ. დარწმუნებული ვარ, ამის წინააღმდეგი არც თავად კიპერი იქნება, რადგან პირადად ჩემთვის აქვს ნათქვამი, რომ კარიერის დასრულება "იუვენტუსში" სურს.

პაოლო დე ჩელიემ ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უკვე დაიმკვიდრა ადგილი შემადგენლობაში და მასთანაც 4-წლიანი კონტრაქტის გაფორმება გვსურს - რაც შეეხება ანდრეა ბარცალის, მის ამჟამინდელ კონტრაქტში არის პუნქტი, რომელიც ორხმრივი სურვილის შემთხვევაში, მის 2014 წლამდე გაგრძელებას გულისხმობს. ამ ეტაპზე, უპრიანი იქნება თუ ამ პუნქტს ავამოქმედებთ და დანარჩენზე შემდეგ ვიფიქრებთ. საერთოდ, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ჩვენი პრიორიტეტული მიზანი წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნება იქნება და შემდეგ უკვე გაძლიერება".

ამასობაში, ანდრეა ბარცალიმ "კორიერე დელო სპორტს" საინტერესო ინტერვიუ მისცა და ძირითადად "მილანთან" მოახლოებულ პაექრობაზე ილაპარაკა. ანდრეა საკმაოდ კარგი მოსაუბრე გამოდგა და უმჯობესია პირდაპირ მას გადავცეთ სიტყვა.

ტიაგო სილვა VS ანდრეა ბარცალი

ბოლო დროს, ასეთი შედარება ხშირად კეთდება, რაც ძალიან სასიამოვნოა. დიახ, სასიამოვნო, რადგან სილვა ჩემგან განსხვავებით, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. სისწრაფეში მისი დაჯაბვნა წარმოუდგენელია, აქვს მოედნის იდეალური ხედვა და პოზიციის შერჩევის იშვიათი უნარი - ტიაგო მისივე თანაგუნდელს, ალესანდრო ნესტას მაგონებს, რომელიც დღემდე ჩემი კუმირია. რა თქმა უნდა, ინდივიდუალური თვისებებით სილვასთან ახლოსაც ვერ მივალ და ეს ძალიან კარგად მესმის.

რაშია "იუვეს" დაცვის წარმატების საიდუმლო? - "იუვენტუსი" ერთ მუშტად შეკრული გუნდია, მწყობრი მექანიზმი, რომელიც არასდროს ირღვევა. როდესაც თავდამსხმელები მუდმივად პრესინგს მიმართავენ, როდესაც ნახევარმცველები იდეალურად კეტავენ ზონებს და სივრცეებს, როდესაც მეკარეს შეუძლია ყველაზე რთული დარტყმის შემდეგაც გადაგარჩინოს, იქ უკვე დაცვაც მშვიდად გრძნობს თავს და მთლიანობაში, საქმე მაღალ დონეზე კეთდება. სწორედ ეს გუნდურობაა "იუვეს" წარმატების მთავარი ფორმულა.

მილანი იბრას გარეშე...

"მილანი" ფავორიტად არის მიჩნეული და სრულიად საფუძვლიანადაც, რადგან ამ გუნდში საოცარი ფეხბურთელები ასპარეზობენ. მართალია, ზლატან იბრაჰიმოვიჩი დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს თამაშს, მაგრამ ეს ოდნავადაც არ ამსუბუქებს ჩვენს ამოცანას. მე თუ მკითხავთ, პირიქით, უფრო ამძიმებს კიდეც. მართალია, თავად იბრა არაორდინალური მოთამაშეა, მაგრამ ჩემი პირადი აზრით, "მილანი" მის გარეშე უფრო ამოუცნობ, სწორედაც რომ არაორდინალურ ფეხბურთს თამაშობს, რომლის გაგება და შესაბამისი რეაგირების მოხდენა, ურთულესი საქმეა. ერთი სიტყვით, მეც ვეთანხმები იმ აზრს, რომ "მილანი" ფავორიტია.

მასიმილიანო ალეგრი VS ანტონიო კონტე

მასიმილიანო ალეგრი მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ანტონიო კონტე კი ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მწვრთნელია, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია. უნდა ნახოთ, როგორი ენერგიით გვესაუბრება გასახდელში - მთელი გულით ჩართულია თამაშში და ხადანახან მგონია, რომ თვითონაც გამოვა მოედანზე.

ჩემი პირადი აზრით, ახალი თაობის მწვრთნელებს შორის, ალეგრი და კონტე ყველასგან გამორჩეულები არიან და "მილანი"-"იუვეს" ჯახი მათი დაპირისპირების ჭრილშიც შეგვიძლია განვიხილოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ