ანტონიო დი ნატალე ვერდიქტის მოლოდინში

პირველ მარტს, იტალიის ეროვნული ნაკრები ამხანაგურად აშშ-ს უმთავრეს გუნდს შეერკინება და ეს შეხვედრა აპენინებზე აქედანვე საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს. ჩეზარე პრანდელის ჯერ არ დაუსახელებია ის შემადგენლობა, რომლებსაც იანკებთან დაეყრდნობა, მაგრამ კულუარებიდან საკმაოდ საინტერესო ცნობები ვრცელდევა და სწორედ მათზე გვსურს ყურადღების გამახვილება.

ჯერ კიდევ 2011 წლის მიწურულს, ჩეზარემ თავად განაცხადა, რომ ამერიკასთან მატჩისთვის ანტონიო დი ნატალეს გამოცდიდა. ტოტო აღფრთოვანებით შეხვდა მწვრთნელის ამ განცხადებას და დასძინა, ამიერიდან უფრო დიდი მოტივაციით ვითამაშებო.

ბედის ირონიით, დი ნატალე დღეს ტრავმირებულია და ჯერაც უცნობია, შეძლებს თუ არა პირველ მარტამდე გამოჯანმრთელებას. ამ საკითხზე კომენტარი თავად ფეხბურთელმა გააკეთა:

"შაბათს ექიმებთან კონსულტაცია უნდა გავიარო და მხოლოდ ამის შემდეგ მეცოდინება შევძლებ თუ არა ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მწვანეს ამინთებენ და დიდი ხნის პაუზის შემდეგ, კვლავ მოვირგებ ეროვნული გუნდის მაისურს.

ნებისმიერ შემთხვევაში, პრანდელის ის განცხადება ჩემთვის სტიმულად რჩება და სულ რომ ვერ მოვასწრო პირველ მარტამდე მომჯობინება, ეროვნულ ნაკრებში მოსახვედრად ბოლომდე ვიბრძოლებ".

ამასობაში, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრანდელი ამერიკასთან მატჩისთვის ფაბიო ბორინის გამოძახებას აპირებს. მიმდინარე სეზონში, 20 წლის ფორვარდი შესანიშნავად ასპარეზობს, რაზეც სტატისტიკური მაჩვენებლები ნათლად მეტყველებს: ფაბიოს 14 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი და რაც მთავარია, ტურიდან ტურამდე პროგრესირებს. ვნახოთ, რამდენად გამართლდება გავრცელებული ინფორმაცია და თუ გამართლდა, რამდენად გაამართლებს ახალგაზრდა შემტევი მასზე გაცემულ ავანსებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის