შეცვლით განაწყენებულმა ფრანკ რიბერიმ მოედნიდან გასვლისას იუპ ჰაინკესს ხელი არ ჩამოართვა...

„ბაზელისა“ და „ბაიერნის“ დაპირისპირების 71-ე წუთზე მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა ფრანკ რიბერი თომას მიულერით შეცვალა. მოედნიდან გასვლისას, ფრანგმა ნახევარმცველმა „დონ იუპს“ ხელი არ ჩამოართვა - როგორც ჩანს, უკმაყოფილო დარჩა, მწვრთნელმა მოედნიდან რომ აიყვანა.

„გაოცებისგან პირი დავაღე, შოკში ჩავარდი! - განცვიფრებულია „ბაიერნის“ ყოფილი მწვრთნელი, ახლა შვეიცარიის ნაკრების დამრიგებელი ოტმარ ჰიტცფელდი, - ჰაინკესი სპეციალურად წამოვიდა, რომ რიბერისთვის ხელი ჩამოერთმია, ამ უკანასკნელმა კი ცივად ჩაუარა.

ამ სცენამ მიმახვედრა, რომ რეკოდმაისტერში ყველაფერი წესრიგში არ არის, ან კონკრეტულად რიბერისა და იუპს შორის „გაირბინა შავმა კატამ“. რიბერი ვალდებული იყო, ისე მოქცეულიყო, როგორც ნამდვილ პროფესიონალს ეკადრება.“

აღსანიშნავია, რომ თავად 66 წლის ჰაინკესმა რიბერის ასეთი საქციელი მშვიდად მიიღო. მატჩის შემდეგ „დონ იუპმა“ თქვა, ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, მაგრამ ფაქტია, რომ უსიტყვოდ ჩამიარა, როგორც ჩანს, განაწყენებული იყო იმის გამო, რომ შევცვალეო.

რიბერის საქციელი უფრო იმიტომაა საინტერესო, რომ ფრანგს აქამდე ჰაინკესთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად