გერმანიის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა სვეტისლავ პეშიჩმა განაცხადა, რომ "დალასის" ფორვარდი 2013 წლის ევრობასკეტის კვალიფიკაციაზე არ დაეხმარება
გერმანიის ნაკრები თავისი მთავარი ვარსკვლავის - დირკ ნოვიცკის გარეშე შეეცდება სლოვენიის ევრობასკეტზე მოხვედრას.

ეროვნული გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა სვეტისლავ პეშიჩმა განაცხადა, რომ "დალასის" ფორვარდი არ დაეხმარება თავის გუნდს 2013 წლის ევრობასკეტის კვალიფიკაციაზე.

"ადრე ყველაფერი დირკზე იყო დამოკიდებული. ფედერაცია და ნაკრების სხვა კალათბურთელები მის ზურგსუკან იმალებოდნენ. რა თქმა უნდა, ნოვიცკი - ბრწყინვალე მოთამაშეა, მაგრამ მისი მეშვეობით ყველა პრობლემის მოგვარებას ცდილობდნენ. ხშირად ისმოდა ფრაზა: "დირკი ყველაფერზე იზრუნებს", - ამბობს პეშიჩი.

"სლოვენიის ევრობასკეტის კვალიფიკაციაზე დირკის იმედი არ მაქვს და დარწმუნებული ვარ, ისიც არ ელოდება ჩემგან მიწვევას. მან აუცილებლად უნდა დაისვენოს ზაფხულში, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, შევხვდები ნოვიცკის და სამომავლო გეგმებზე ვილაპარაკებთ", - აგრძელებს გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ამასთან, პეშიჩი მოთამაშეთა ახალ თაობაზე აპირებს აქცენტის გაკეთებას, რომელიც ამჟამად გერმანიის ნაკრების ღირსებას იცავს.

"დაველაპარაკები ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელებს და გადავწყვეტ, ღირს თუ არა ახალგაზრდების ეროვნულ გუნდში გამოძახება", - განაცხადა სერბმა სპეციალისტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"