ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი
"კოლორადომ" ამ სეზონში სამიდან სამჯერ მოუგო "ლოს ანჯელესს". რიგით ბოლო, მეოთხე მატჩში "ზვავებს" ისევ სჭირდებოდათ მოგება, რადგან პლეი ოფის ზონას ოთხი ქულა აშორებთ. დენვერელების უპირატესობა იმაში მდგომარეობდა, რომ "ლოს ანჯელესმა" წინა დღეს ითამაშა, "კოლორადომ" კი რამდენიმე დღე დაისვენა.

პირველ პერიოდში ამ ფაქტორმა იჩინა თავი. კალიფორნიელებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს, განსაკუთრებით თავის ზონაში, რისთვისაც სამი გაშვებული გოლით დაისაჯნენ. დუბლი შეასრულა პოლ შჩასტნიმ. პირველ შემთხვევაში მან 1:0-ზე გამოიჩინა თავი, როცა "სამი ორზე" კონტრშეტევისას გაიტანა, მეორედ კი მატჩის ეკვატორზე შეაგდო, თუმცა იმ დროს მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო.

მატჩის პირველი ვარსკვლავი გახდა "კოლორადოს" მეკარე სიმიონ ვარლამოვი, რომლის ანგარიშზე 32 სეივი მოდის.

კანადისა და აშშ-ის დედაქალაქის გუნდების შეხვედრაში "ოტავამ" 5:2 მოუგო "ვაშინგტონს". ბრწყინვალე ფორმაშია "ოტავას" შვედი მცველი ერიკ კარლსონი, რომელმაც ბოლო ხუთ მატჩში 12 ქულა დააგროვა! ამჯერად სკანდინავიელმა ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი შეასრულა. კარლსონის ანგარიშზე რეგულარულში უკვე 60 ქულაა. მცველებს შორის ბომბარდირთა დავაში ის პირველ ადგილზეა და 20 ქულით უსწრებს ბრაიან კემპბელს. გარდა ამისა, ჯეისონ გარისონთან ერთად, 13 შაიბით ლიგის საუკეთესო მცველი სნაიპერია. და კიდევ, კარლსონის ანგარიშზე 47 შედეგიანი პასი მოდის - აქამდე "ოტავას" ისტორიაში არც ერთ მცველს არ ჰქონია ერთ სეზონში ასეთი შედეგი. "სენატორზს" სერიოზული ფინანსების გაღება მოუწევს ერიკის შესანარჩუნებლად.

"ვაშინგტონთან" მატჩში გამოყოფის ღირსია მილან მიხალეკიც, რომელმაც დუბლი შეასრულა. "ოტავა" კომფორტულად გრძნობს თავს პლეი ოფის ზონაში - "სენატორები" აღმოსავლეთის მეცხრეადგილოსანს შვიდი ქულით უსწრებენ.

"ოტავა" დივიზიონში მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება ლიდერ "ბოსტონს". "დათვებმა" პირველობა გუშინდელი მოგებით შეინარჩუნეს. ამ დღის კიდევ ერთი დუბლი "ბრუინზის" ფორვარდმა ბრედ მარშანმა გაიფორმა "სენტ ლუისის" წინააღმდეგ მატჩში. მთავარი მოვლენები პირველ პერიოდში განვითარდა, როცა სტენლის თასის მოქმედი ჩემპიონი 2:0 დაწინაურდა, შემდეგ ანგარიში გაათანაბრებინა "ბლუზმენებს" და ისევ გავიდა წინ კრის კელის (1+1) მონდომებით. დარჩენილ 40 წუთში გუნდებმა თითო შაიბა გაიტანეს, ამასთან, მარშანი პირველი და ბოლო შაიბის ავტორი გახდა.

"სენტ ლუისმა" შეწყვიტა შინ ძირითად დროში წაუგებელი 22-მატჩიანი სერია.

ოტავა-ვაშინგტონი 5:2

2:0, 2:0, 1:2

გოლები: 1:0 ე. კარლსონი-13 (სპეცა-39, მ. მიხალეკი-15), 2:0 მ. მიხალეკი-26 (ე. კარლსონი-46), 3:0 მ. მიხალეკი-27 (ე. კარლსონი-47, ალფრედსონი-25), 4:0 ფილიპსი-4 (ფოლინო-23, კ. ნილი-11), 4:1 ჯ. კარლსონი-8 (სიომინი-22), 4:2 მ. პერო-10 (ჩიმერა-13, სიომინი-23), 5:2 ფოლინო-13 (კ. ნილი-12, გონჩარი-30).

სტ. ლუისი-ბოსტონი 2:4

2:3, 0:0, 0:1

გოლები: 0:1 მარშანი-20, 0:2 ლუჩიჩი-21 (კორვო-18, კ. კელი-14), 1:2 კ. სტიუარტი-12 (პორტერი-3, არნოტი-13), 2:2 რივსი-2 (კრომბინი-2, შატენკირკი-20), 3:2 კ. კელი-15 (ლუჩიჩი-23, ბოიჩუკი-8), 4:2 მარშანი-21 (სეგუინი-27, პ. ბერჟერონი-32).

კოლორადო-ლ ანჯელესი 4:1

3:0, 1:0, 0:1

გოლები: 1:0 ოლვერი-2 (დ. ჯონსი-12, ვინიკი-12), 2:0 პ. შჩასტნი-15, 3:0 მაკლემანი-8 (რ. ო'რაილი-30, კობესიუ-6), 4:0 პ. შჩასტნი-16 (ლანდესკოგი-19, დუშენი-13), 4:1 დ. ბრაუნი-15 (დაუტი-21, მ. რიჩარდსი-17).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა