შავკანიანი ჯეიმს ჰოლმსი აგასის მიერ დაარსებული სკოლის ხელმძღვანელობას რასიზმში ადანაშაულებს
ლეგენდარული ანდრე აგასის სკოლაში რასისტული სკანდალი მწიფდება.

2001 წელს ამერიკელმა ჩოგბურთელმა მშობლიურ ნევადას შტატში საქველმოქმედო პროგრამის ჩარჩოებში სკოლა დააარსა. ეს სასწავლო დაწესებულება ლას ვეგასის ღარიბი ოჯახების შვილებს სრულფასოვანი განათლების მიღებაში ეხმარება. ბოლო დრომდე, ამ სკოლის შესახებ მხოლოდ პოზიტიურ ამბებს ჰყვებოდნენ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, იქ ყველაფერი კარგად არ ყოფილა. ბიოლოგიის მასწავლებელმა სკოლის ხელმძღვანელობა რასიზმში დაადანაშაულა.

შავკანიანი ჯეიმს ჰოლმსი 2005 წელს უფროსი კლასებისთვის ბიოლოგიის მასწავლებლად დაიქირავეს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ მან ხელმძღვანელობის მხრიდან შევიწროება იგრძნო.

მაგალითად, ჰოლმსი არ გაუშვეს სამეცნიერო კონფერენციაზე და მიზეზად შესაბამისი თანხების უქონლობა დაასახელეს. მას აგრეთვე არ აძლევდნენ ფულს სამეცნიერო მოღვაწეობისთვის, არადა, თეთრკანიანი მასწავლებლებისთვის ფინანსებს არასოდეს იშურებდნენ.

გარკვეული ხნის შემდეგ ჯეიმსმა შეიტყო, რომ თანხა არსებობდა, მაგრამ ის "თეთრი" მასწავლებლებისთვის იყო განკუთვნილი. როცა მან პრეტენზია გამოთქვა, სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელობამ ის სასწავლო პროცესს ჩამოაშორა და შეცვალა მასწავლებლით, რომელსაც სრულფასოვანი ლიცენზია არ ჰქონდა.

ჰოლმსმა მორალური ზიანის კომპენსაციისთვის 75 ათასი დოლარი მოითხოვა. სკოლაში აცხადებენ, რომ ყველა პრეტენზია უსაფუძვლოა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს