მოსკოვის "ლოკომოტივის" 17-წლამდელთა გუნდის ქართველ ბომბარდირზე ამბობენ, რომ გამორჩეული ტალანტია
ამას წინათ "ლელო" წერდა რუსეთში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელ ნიკა ზურაბის ძე ყიფიანზე. რუსეთის 16-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ დაევმა 1997 წლის 25 იანვარს დაბადებული ცენტრალური ნახევარმცველი თურქეთში ორკვირიან შეკრებაზე წაიყვანა.

ყიფიანი მოსკოვის "ლოკომოტივის" 17-წლამდელთა გუნდის ბომბარდირი და ლიდერია. როგორც ამბობენ, ნიკა გამორჩეული ტალანტია და რუსები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.

მაგრამ ეს ბავშვი საქართველოში, თბილისშია დაბადებული, დიდუბეში იზრდებოდა და რუსეთში თამაშის მიუხედავად, სამშობლო არ ავიწყდება. მიზეზთა გამო, 15 წლის ცენტრალურ ნახევარმცველს რამდენიმე დღით თურქეთიდან საქართველოში ჩამოსვლა მოუხდა, ჩვენც მოგვეცა საშუალება და გავესაუბრეთ.

"თავიდან "ნორჩ დინამოში" ვვარჯიშობდი. რუსეთში ექვსი წლის წინ გადავედი, რადგან ჩემი ოჯახის წევრები სამუშაოდ წავიდნენ. თავიდან რინატ დასაევის საფეხბურთო აკადემიაში ვვარჯიშობდი. სამი წლის წინ კი მოსკოვის "ლოკომოტივის" ასაკობრივ გუნდში ამიყვანეს. ამ გუნდში გამოსვლის დროს შემნიშნეს რუსეთის ნაკრების სელექციონერებმა და მიმიწვიეს.

გუნდის შემადგენლობაში უკვე ორი შეხვედრა ჩავატარე, დანიისა და რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრებებთან. 9 თებერვლიდან ნაკრებთან ერთად თურქეთში ვემზადებოდი, 15 მარტიდან კი იტალიაში დაგეგმილ შეკრებაზეც გავემგზავრები", - ამბობს ყიფიანი.

ნიკა თავიდან სხვა პოზიციაზე თამაშობდა:

"ახლა კი ვარ გამხდარი, მაგრამ ბავშვობაში მსუქანი ვიყავი, სწრაფად ვერ დავრბოდი და კარგადაც ვერ ვთამაშობდი. ამიტომ დაცვაში მაყენებდნენ. მერე ფეხბურთს სერიოზულად მოვეკიდე, სიმაღლეში მოვიმატე, წონაში დავიკელი და ბოლო ნახევარი წელია, ნახევარდაცვაში გადამიყვანეს.

ჩემებს ურეკავდნენ და სხვა კლუბში გადაყვანას მთავაზობდნენ, მაგრამ მშობლებმა ჩემი მოსკოვის "ლოკომოტივში" დარჩენა ამჯობინეს, რადგან რუსეთში ფეხბურთელის გასაზრდელად კარგი პირობებია. ჯერ 15 წლის ვარ, 17-18 წლის რომ გავხდები, მერე უკვე კარგი იქნება ევროპაში თამაში.

ვიცი, რომ საქართველოშიც დაინტერესდნენ, ჩემებს დაუკავშირდნენ, ასაკობრივი ნაკრების ყურადღების ცენტრშიაო. რუსეთში ვთამაშობ და იმ ხალხის მიმართ მადლობის მეტი რა მეთქმის, ყურადღებას არ მაკლებენ. წინსვლისთვის მეც "ლოკომოტივში" დამკვიდრება და მომზადება მირჩევნია. მაგრამ, ადრე თუ გვიან არჩევანის გაკეთება მომიწევს, მე კი ქართველი ვარ. და თუ დიდ ნაკრებზე მიდგება ლაპარაკი, საქართველოს ეროვნულ გუნდში ვითამაშებ".

ნიკა ამბობს, რომ გვარის გამო რუსები სულ ინტერესდებიან, დიდი დინამოელის, დავით ყიფიანის ნათესავი ხომ არ არის:

"ნაკრების ვარჯიშზე რომ გამოვცხადდი, მწვრთნელით დაწყებული, მასაჟისტით დამთავრებული ყველა მეკითხებოდა, დავით ყიფიანი შენი ვინ იყოო. მეამაყება, ასეთი დიდი ფეხბურთელის მოგვარე რომ ვარ, მაგრამ ახლო ნათესაობა არ გვაკავშირებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

madona belgiidan
შეიზლება ამიხსნათ?რატომ არ გამოქვეყნდა შემი კომენტარი? მადლობთ
dudu
ბესო, და ვინც აქ ფეხბურთელს განვითარების პირობებს უსპობს, ის რაზე ფიქრობს, ნეტა? ამაზე გიფიქრია?
mchrela
ბესო სჰე უზდელო ესეტი პატრონი სჰენ ყავდეს არ გინდა . ჯერ გაიგე ვინაა და მერე დაწერე კომენტარი სჰე უზდელო
zura
ბესო დაისვენე,მაგარი ალოგიკური პიროვნება ხარ,ამ სტატიიდან ეს დასკვნა გამოიტანე ???
giorgi
მაგარი კაცია ძაან და ნაკრების არჩევაზე რო წავიდეს საქმე საქართველოს აირჩევს
Gocha
ბესო რუსეთმა ამ ბავშვს ის მისცა რასაც საქართველოში არასდროს არავინ მისცემდა,ამბობს თვითონაც ზედ მყვებიანო,ქართველი მწვრთნელების ამბავი კიდე ვიცით კარგად ყველამ,"სასტავში დაყენების ფული" და ა.შ. ასე რომ უმადური კაცი არ არის და ახსოვს ვის რა გაუკეთებია მისთვის
დევიდ აირონს
ფედერაცია თუ მწვრთნელობა!!! რომელის პრეროგატივაა უფრო, არ ვიცი, მაგრამ-"საქართველო, შენ ვინ მოგცა, შვილი დასაკარგავი???" გააკეთეთ ყველაფერი, რათა ქართველმა თავის ქვეყნის ნაკრებში ითამაშოს!!!
ბესო
პატრონი არა ყავს რუსეთის ჰიმნს რო უსმენს ამაყად რაზე ფიქრობს ნეტა
TaroSochi
აი კაცი! გოგია კი გაგვიხდა სახვერწნი და სალოცი!
goleta888
ვისაც ეს საკითხი გეხებათ, ძალიან გთხოვთ ნუ დავუკარგავთ ამ ბიჭს საქართველოს... თუნდაც იმის გამო, რომ გვარად ყიფიანია.
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა