"ბორჯღალოსნების" ახალზელანდიელი თავკაცის თქმით, გუნდის ბირთვმა ახალი სათამაშო სისტემა კარგად აითვისა
24 თებერვალს ავჭალის სტადიონის საპრესკონფრენციო დარბაზში ჟურნალისტების წინაშე საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელი მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი წარსდგა, რომელმაც ევროპის ერთა თასის გათამაშებაში, პორტუგალიის ნაკრებთან 25 თებერვალს გასამართ მატჩის წინ "ბორჯღალოსნების" სამზადისზე ისაუბრა.

მილტონ ჰეიგი: "პორუგალიასთან მატჩისთვის უფრო მაღალი დონის მორაგბეები გამოვიძახეთ, ვიდრე ესპანეთან შეხვედრაში. რაც მთავარია, ჩვენ ვაგრძელებთ ახალი სისტემით თამაშის ათვისებას.

ესპანელებთან დაპირისპირების შემდეგ ორი კვირა გავიდა და ნაკრების ძირითადმა ბირთვმა ახალი სათამაშო სისტემა კარგად აითვისა.

რაც შეეხება ირაკლი აბუსერიძის საკითხს, ეროვნულ გუნდში მის არყოფნას ორი მიზეზი აქვს. პირველი - გვინდა "აბუს" დასვენების შესაძლებლობა მივცეთ და მეორეც, მის პოზიციაზე სხვა მორაგბეების შემოწმება გვსურს, რათა ვიცოდეთ, ვინ შეიძლება მომავალში ეროვნულ გუნდში 9 ნომრის პოზიცია დაიკავოს.

პორტუგალიასთან მატჩისთვის შევცდებით მამუკა გორგოძეს ხშირად გადავაწოდოთ ბურთი, რათა მან გამოიყენოს მეტოქის თავისუფალი ზონები და რაც შეიძლება ბევრი ლელო დავდოთ.

ყველამ ნახეთ ესპანეთთან შეხვედრა, სადაც გიორგი შკინინმა კარგად ითამაშა და ამიტომ ის პორტუგალიასთანაც მოედანზე იქნება".

პრესკონფერენციაზე გაცხადდა, რომ საქართველოს რაგბის კავშირის ახალი სპონსორი კომპანია "გალფი" გახდა.

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ და კომპანია "გალფის" ვიცე-პრეზიდენტმა ოთარ ქათამაძემ 100 ათასი ლარის ოდენობის სპონსორულ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ამიერიდან საქართველოს რაგბის ნაკრების მოთამშეების მკლავზე "გალფის" ლოგო იქნება გამოსახული.

გიორგი ნიჟარაძე (რაგბის კავშირის პრეზიდენტი): "ამ ოთხწლეულში ძალიან სერიოზული ამოცანები გვაქვს. ჩვენი მიზანია სარაგბო ელიტის გუნდებში მოხვედრა და ამისთვის შესაბამისი პროგრამები არსებობს. გვაქვს გეგმა, რომელსაც სჭირდება სერიოზული სახსრები. ასევე არის სამთავრო პროგრამა, რომლითაც ჩვენი მიზნისკენ მივიწევთ.

სასიხარულოა, რომ საქართველოს მთავრობა და რაგბის საერთაშორისო ფედერაცია მხარში გვიდგას.

მიზნის მისაღწევად კი უფრო მეტი სპონსორია საჭირო. "გალფმა" გამოიჩინა კეთილი ნება და ქართულ რაგბს მხარში ამოუდგა.

შეიძლება ითქვას "გალფმა" სულზე მოგვისწრო. იმედია, რომ მას სხვა კომპანიებიც მიბაძავენ. პირველ რიგში დაფინანსება ქართულ კლუბებს სჭირდება".

ოთარ ქათამაძე ("გალფის" ვიცე-პრეზიდენტი): ძალიან დიდი პატივია, რომ შეგიძლია შენი ქვეყნის საამაყო გუნდს ფინანსური დახმარება გაუწიო. კომპანია "გალფი" რაგბს საქართველოში დღეს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სპორტად მიიჩნევს".

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და პორტუგალიის მორაგბეთა ნაკრებების შეხვედრა 25 თებერვალს ავჭალის სტადიონზე 14:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები მატჩის დღეს ავჭალის სტადიონის სალაროებში გაიყიდება და მისი ფასი 10 ლარი იქნება.

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა