BVB-ს შეფებმა ნახევარი წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნეს - "დორტმუნდს" ისევ ბევრი ფული აქვს
დორტმუნდის „ბორუსიას“ მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით როდი მისდის საქმეები კარგად - გერმანიის მოქმედ ჩემპიონს ფინანსურადაც იდეალური მდგომარეობა აქვს.

BVB-ს შეფებმა ნახევარი წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნეს და გამოჩნდა, რომ ამ მხრივაც შესანიშნავ სიტუაციაში არიან. ამ პერიოდში გუნდის საერთო შემოსავალმა 101.4 მილიონი ევრო შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბორუსიამ“ თავისი არსებობის ისტორიაში, ასეთ მოკლე დროში 100-მილიონიანი ბარიერი პირველად გადალახა.

საუბარია პერიოდზე 2011 წლის პირველი ივლისიდან 31 დეკემბრამდე, რომელშიც დორტმუნდელთა შემოსავალი 2010 წლის მაჩვენებელს (71 მილიონი) მთელი 30 მილიონით აღემატებოდა. რა საკვირველია, კლუბის გენერალური მენეჯერი ჰანს-იოახიმ ვატცკე ძალიან კმაყოფილია და ამბობს, ბოლო წლებში ფინანსური თვალსაზრისითაც უდიდესი პროგრესი განვიცადეთო. ამ შემოსავლიდან სუფთა მოგება 16.7 მილიონ ევროს შეადგენს (2010-ში მოგება 4.3 მილიონი იყო)!

ეს მხოლოდ ჩემპიონობის და ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობის დამსახურება არაა - ფაქტია ისიც, რომ გუნდის მენეჯმენტი ძალიან კარგად მუშაობს. ცხადი ხდება ისიც, რომ დორტმუნდელებმა მარკო როისის საყიდელი ფული (ეს უკანასკნელი „გლადბახიდან“ BVB-ში ზაფხულში გადავა) ზუსტად 6 თვეში იშოვნეს.

„ეს ამტკიცებს, რომ როისს ჩვენს მიერ ნაშოვნი ფულით ვყიდულობთ და რისკზე არ მივდივართ,“ - კმაყოფილია ვატცკე და იქვე დასძენს, რომ დღეს პოტენციური სპონსორები დორტმუნდული კლუბით ისე არიან დაინტერესებულები, როგორც არასდროს. შესაბამისად, მომავალიც კარგად გამოიყურება.

გენერალურმა სპონსორმა „ევონიკმა“ კონტრაქტი 2016 წლამდე გააგრძელა და წელიწადში 7.5 მილიონის ნაცვლად, „ბორუსიას“ ახლა 10.5 მილიონს უხდის. თუ დორტმუნდელები ზედიზედ მეორედ გახდებიან გერმანიის ჩემპიონები, ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით, წელს კიდევ 64 მილიონის შოვნა შეუძლიათ.

მოკლედ, „ბორუსია“ ფინანსურადაც წელში გაიმართა. გეხსომებათ, 2003 წელს „დორტმუნდი“ გაკოტრების პირას იყო მისული...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა