ახალი ფავორიტი ბრაზილიის ნაკრების ყოფილი თავკაცი, კარლოს დუნგაა
პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ ედუარდო რეია "ლაციოს" მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს და თანაც, ეს ყველაფერი ძალიან მალე, შესაძლოა ამ უქმეებზევე მოხდეს.

შესაბამისად, იტალიურ სპორტულ პრესაში აქტიურად განიხილება თუ ვინ შეიძლება დაიკავოს რეიას ადგილი.

ჯერ მარჩელო ლიპის გვარმა გაიჟღერა, თუმცა მაესტრომ მალევე გააკეთა კომენტარი და მისი რომაულ გუნდში დანიშვნა კატეგორიულად უარყო. შემდეგ, პაოლო დი კანიოს კანდიდატურა გახდა აქტუალური, რომელიც დღეს ინგლისურ "სუინდონს" უდგას სათავეში. 24 თებერვალს კი ახალი ცნობა გავრცელდა, რომლის მიხედვითაც "ლაციოს" ბრაზილიის ნაკრების ყოფილი თავკაცი, კარლოს დუნგა ჩაუდგება სათავეში...

დუნგა 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ უმუშევარია და უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ დიდი სურვილი აქვს რომელიმე ევროპული გუნდი ჩაიბაროს. აქამდე, მის მიმართ მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპული გუნდები იჩენდნენ ინტერესს და ბრაზილიელი უარზე იდგა, აი "ლაციოს" ვარიანტი კი შესაძლოა მისთვის ძალიან საინტერესო იყოს.

ჯერჯერობით, დუნგასთან დაკავშირება იტალიელმა ჟურნალისტებმა ვერ მოახერხეს და ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად