საკმარისია, კატალონიელთა კიდევ ერთი წაფორხილება და "ბარსას" საჩემპიონო შანსებზე წერას შევწყვეტთ
15 ტურიც და ლა ლიგის მორიგი სეზონი დასრულდება. "ბარსელონას" სტრატეგიული ამოცანა ასეთია: ამ 15 ტურში "რეალთან" 10-ქულიანი ჩამორჩენა უნდა აღმოფხვრას, რომ ტიტული შეინარჩუნოს. ხოსეპ გვარდიოლას რჩება ერთი კოზირი, "ელ კლასიკო" საკუთარ მოედანზე, მაგრამ ეს ცოტაა.

მოკლედ, ამოცანა ურთულესია. მეორე მხრივ, საკმარისია, კატალონიელთა კიდევ ერთი წაფორხილება და "ბარსას" საჩემპიონო შანსებზე წერას შევწყვეტთ. არადა, პეპის გუნდი მადრიდში ჩადის, დიეგო სიმეონეს "ატლეტიკოსთან" სათამაშოდ.

ლა ლიგის 24-ე ტურის ყველაზე საინტერესო მატჩები კვირასაა, "ვისენტე კალდერონის" მატჩი ტურს ასრულებს, მანამდე კი "მესტალიაზე" "ვალენსია" და "სევილია" შეიბმებიან სამკვდრო-სასიცოცხლოდ. ხვალვე, ცოტა ადრე ჟოზე მოურინიოს "სამეფო კლუბი" მადრიდის გარეუბანში "რაიო ვალეკანოს" ესტუმრება.

მოკლედ, ქრონოლოგიურად უკუღმა მივყვებით - კვირას, ნაადრევად "ელ მადრიგალზე" "ვილიარეალისა" და "ბილბაოს" საინტერესო დაპირისპირება გველის.

25 თებერვლის შეხვედრებიდან კი ყველაზე საინტერესოდ ბარსელონური მატჩი მივიჩნიეთ "ესპანიოლსა" და "ლევანტეს" შორის.

კალდერონზე უხვგოლიანობა გარანტირებულია?

I წრე: ბარსელონა-ატლეტიკო 5:0

ტურის შეხვედრის ადგილი "ვისენტე კალდერონია", "ატლეტიკოს" 55-ათასიანი და 5-ვარსკვლავიანი სტადიონი. სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ ისტორიის სწავლება მით უფრო საჭიროა, რომ დღევანდელობა და მომავალი უკეთ განჭვრიტოთ.

თუ ეს ნამდვილად ასეა, მაშინ "ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" დაპირისპირებაში" ველოდოთ გოლთა წვიმას. ბოლო შვიდ დაპირისპირებაში უკვე პირველ ტაიმებში გადიოდა 2 და მეტი გოლი. ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ გუნდებს შორის დაპირისპირებებში 4-ზე მეტი გოლი გადის საშუალოდ.

"ბარსელონა" დღეს კიდევ ერთხელ ივარჯიშებს, ოღონდ გაცილებით ნაკლები დატვირთვით, გუშინ კი ხოსეპ გვარდიოლამ ძირითადი გუნდის ყველა ფეხბურთელი შეკრიბა, რომელთაც კრისტიან ტელიო დაამატა. იბრაჰიმ აფელაი და დავიდ ვილია ცალკე, ინდივიდუალურად ვარჯიშობენ. სხვათა შორის, "სიუტატ ესპორტივაზე" პეპმა ვარჯიში დახურულად გამოაცხადა. მწვრთნელი თამაშისწინა პრესკონფერენციას დღეს გამართავს.

კვირას ხოსეპ გვარდიოლა და დიეგო სიმეონე ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან, როგორც მწვრთნელები.

თავის მხრივ, "ატლეტიკომაც" დაიწყო მზადება "ბარსელონასთან" მატჩისთვის. ზოგადად პირიქით ხდება ხოლმე, ახლა კი უფრო დასვენებული "ბარსაა" და არა მისი მეტოქე, მადრიდელებს ხომ ხუთშაბათს რომის "ლაციოსთან" საპასუხო მატჩი ჰქონდათ ევროპალიგის პლეი ოფის I ეტაპზე.

არგენტინელმა ორ სესიად ავარჯიშა "ატლეტიკო". თურქი არდა თურანი, არგენტინელი სალვიო და ადრიან ლოპესი სხვადასხვა მიზეზების გამო, ვარჯიშებში მონაწილეობას ვერ იღებდნენ. ადრიანს კუნთები აქვს დაჭიმული, თურქს - წელი გადაღლილი, ხოლო არგენტინელმა ტრავმა "ლაციოსთან" მატჩში მიიღო. იუწყებიან, რომ არც ერთი მათგანის ტრავმა სერიოზული არ არის. დიეგო სიმეონე აცხადებს, რომ გული უგრძნობს, "ვისენტე კალდერონზე" შესანიშნავი მატჩი გაიმართება.

ბენზემას და დი მარიას გარეშე

I წრე: რეალი-რაიო ვალეკანო 6:2

"რეალი", რომელსაც ლა ლიგაში ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული სტუმრად, "რაიო ვალეკანოს" ეწვევა. ბუნებრივია, ეს ის მადრიდული დერბი არ არის, რომელსაც ასე მოუთმენლად ელიან ხოლმე ესპანეთში, მაგრამ თამაში მაინც საინტერესო უნდა გამოდგეს, "ელვები" ყოჩაღობენ და მე-8 ადგილზე არიან. ერთი ესაა, მათ "რეალის" ქულების ნახევარი აქვთ მოგროვილი.

24 თებერვალს ჟოზე მოურინიომ 24 ფეხბურთელი ავარჯიშა. 7-8 ფეხბურთელი, რომელიც უეჭელად სასტარტოში ითამაშებს, მსუბუქი ვარჯიშებით შემოიფარგლა.

ჟოზეს არ ეყოლება ანხელ დი მარია და ქარიმ ბენზემა, არც ლასანა დიარა იქნება. ტრავმირებულია, ალთინთოპიც. ნური შაჰინი ტრადიციულად ვერ მოხვდება განაცხადში.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXIV ტური

დღეს

ბეტისი-ხეტაფე 21:00

დისკვალიფიკაცია: სევილია (მალაგა)

ტრავმა: ამაია, ვადილიო - ლოპესი, ვალერა, უსტარი, პედრო ლეონი (?), ლოპო, მასილელა

რასინგი-სპორტინგი 21:00

დისკვალიფიკაცია: გონსალესი - კასტრო

ტრავმა: კოლსა (?) - ლორა

მალაგა-სარაგოსა 23:00

დისკვალიფიკაცია: ლანძარო (სარ)

ტრავმა: რუბენი (?), გამესი, ბაპტიშტა - აპონიო, არანდა, ტომასი

ესპანიოლი-ლევანტე 01:00

დისკვალიფიკაცია: ტიევი, რომარიკი - დელ ორნო

ტრავმა: სანჩესი, პანდიანი, ალვარესი, გარსია, მატიონი, ალბინი, მარკესი - ხუანლუ

ხვალ

ვილიარეალი-ბილბაო 15:00

დისკვალიფიკაცია: დე მარკოსი, მუნიაინი (ბილბ)

ტრავმა: კატალა, როსი, ვაკასო, ნილმარი (?) - კასტილიო, გურპეგი, ოსიო

ვალეკანო-რეალი 19:00

ტრავმა: ხიმენესი (?) - დიარა (?), დი მარია, ალთინტოპი, ბენზემა

ოსასუნა-გრანადა 21:00

დისკვალიფიკაცია: სიკეირა (გრან)

ტრავმა: მასუდი - იებდა

სოსიედადი-მალიორკა 21:00

დისკვალიფიკაცია: ილარამენდი (სოს)

ტრავმა: იფრანი - სენდროსი

ვალენსია-სევილია 21:00

ტრავმა: მიგელი, კანალესი, ბანეგა - მედელი (?), პეროტი

ატლეტიკო-ბარსელონა 00:30

ტრავმა: ტიაგო (?), ლოპესი (?), დიეგო, ადრიან ლოპესი (?), არდა თურანი (?) - აფელაი, ფონტასი, ვილია

სატურნირო ცხრილი

თ მ ფ წ ბ ქ

1. რეალი 23 20 1 2 79-21 61

2. ბარსელონა 23 15 6 2 68-17 51

3. ვალენსია 23 11 7 5 36-27 40

4. ბილბაო 23 8 9 6 37-30 33

5. ესპანიოლი 23 9 6 8 26-27 33

6. ატლეტიკო 23 8 8 7 32-28 32

7. ლევანტე 23 9 5 9 32-34 32

8. ვალეკანო 23 9 4 10 32-35 31

9. მალაგა 23 9 4 10 28-35 31

10. ოსასუნა 23 7 10 6 26-37 31

11. სევილია 23 7 8 8 24-26 29

12. ბეტისი 23 9 2 12 27-31 29

13. მალიორკა 23 7 7 9 23-28 28

14. ხეტაფე 23 7 7 9 23-30 28

15. გრანადა 23 8 4 11 21-32 28

16. სოსიედადი 23 7 6 10 26-34 27

17. ვილიარეალი 23 6 8 9 23-34 26

18. რასინგი 23 4 11 8 18-30 23

19. სპორტინგი 23 5 5 13 21-44 20

20. სარაგოსა 23 3 6 14 18-40 15

ბომბარდირები

28 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 27 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 14 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო), გონსალო იგუაინი (რეალი); 13 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 12 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 11 - ფერნანდო ლორენტე (ბილბაო), მიჩუ (რაიო ვალეკანო); 9 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ