მას შემდეგ, რაც ჯონ ტოშაკმა უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან წასვლის სურვილი გამოთქვა, ბრიტანეთის ამ ნაწილის საფეხბურთო ასოციაციამ ახალი თავკაცის ვინაობაზე ფიქრი დაიწყო...

მას შემდეგ, რაც ჯონ ტოშაკმა უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან წასვლის სურვილი გამოთქვა, ბრიტანეთის ამ ნაწილის საფეხბურთო ასოციაციამ ახალი თავკაცის ვინაობაზე ფიქრი დაიწყო.

თავად ტოშაკმა ითქვა, კარგი იქნებოდა, ეს პოსტი რაიან გიგზმა ჩაიბაროსო და ამ იდეას სოლიდური მხარდამჭერიც ჰყოლია – ასოციაციის ახალი აღმასრულებელი შეფი ჯონათან ფორდი. "მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანს საკუთარი პოზიცია ჯერჯერობით არ დაუფიქსირებია, სამაგიეროდ, ნაკრების თავკაცობის სურვილი სხვა ვეტერანმა უელსელმა გამოთქვა.

ორ წელიწადზე მეტია, რაც ჯონ ჰართსონმა ბუცები კედელზე ჩამოკიდა და მას შემდეგ ფეხბურთთან შეხება საერთოდ არ ჰქონია – უელსელ მთაკაცს ტვინის კიბო აღმოუჩინეს. ჰართსონს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, შემდეგ ქიმიური თერაპიის კურსიც იყო და საშინელ სენთან ათთვიანმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო – გასულ აპრილში ჰართსონმა განაცხადა, ორგანიზმში დაავადების კვალიც აღარ დამრჩენიაო.

ახლა კი ჯონ ჰართსონს საყვარელ საქმესთან დაბრუნება გადაუწყვეტია, ოღონდ მისთვის ჯერჯერობით ახალ ამპლუაში. "არ ვიცი, რამდენად სერიოზულად განიხილავენ ასოციაციაში ჩემს კანდიდატურას, მაგრამ თუკი მათგან წინადადება იქნება, აუცილებლად დავთანხმდები. საუკეთესო მწვრთნელებთან მიმუშავია და მათგან ბევრი რამ ვისწავლე", - უთხრა ყოფილმა ფორვარდმა BBC-ს.

ჰართსონი არ ტყუის: ინგლისელები - დევიდ პლიტი, ჰარი რედნაპი, მარტინ ო"ნილი, ტონი მოუბრეი, გლენ რიოდერი, ბობი გოულდი; შოტლანდიელები - ჯორჯ გრემი, ბრიუს რიოჩი, გორდონ სტრაჩანი, უელსელები – მარკ ჰიუზი, ჯონ ტოშაკი; ფრანგი არსენ ვენგერი; ნორვეგიელი ეგილ ოლსენი – ეს იმ მწვრთნელთა სრული ჩამონათვალია, ვისი ხელმძღვანელობითაც ჯონ ჰართსონს ფეხბურთი უთამაშია.

მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა