ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ბოლო რამდენიმე კვირის გმირმა ”ნიუ იორკის" შემადგენლობაში თავისი ყველაზე ცუდი მატჩი ითამაშა
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ბოლო რამდენიმე კვირის გმირმა ჯერემი ლინმა "ნიუ იორკის" შემადგენლობაში თავისი ყველაზე ცუდი მატჩი ითამაშა.

მეტოქე, რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერი იყო - ამ მომენტისთვის ორიდან ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი "მაიამი ჰიტი", მაგრამ ეს არ ამართლებს ლინის საშინელ თამაშს - 11 ცდიდან მხოლოდ ერთი ზუსტი ტყორცნა და რვა შეცდომა.

"ჰიტმა" 102:88 გაიმარჯვა და მოგებათა სერია რვა მატჩამდე აიყვანა. კრის ბოშმა 25 ქულა დააგროვა და რვა მოხსნა შეასრულა, დუეინ უეიდს 22 ქულა ეკუთვნოდა, ლებრონ ჯეიმსს - 20. "მეფეს" სულ ცოტა დააკლდა სამმაგ დუბლამდე - მის ანგარიშზე ცხრა მოხსნა და რვა შედეგიანი პასი იყო.

პირველ ტაიმში თანაბარი თამაში მიდიოდა და დიდი შესვენებისთვის "მაიამი" მხოლოდ ოთხ ქულას იგებდა. მაგრამ გადამწყვეტი აღმოჩნდა მესამე მეოთხედი, რომელშიც მასპინძლების 10-ქულიანი უპირატესობა დაფიქსირდა.

ლინი კარგად დაკეტეს მარიო ჩელმერსმა და დებიუტანტმა ნორის კოულმა. "ნიუ იორკის" მეთაურობა კარმელო ენტონიმ ითავა. მან 19 ქულა დააგროვა, მაგრამ თამაშიდან ტყორცნების პროცენტი ჰქონდა დაბალი - 20-დან 7.

მატჩის შემდეგ "მაიამის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ სპოელსტრამ აღიარა, რომ მას არ შეუმუშავებია განსაკუთრებული გეგმა ლინის წინააღმდეგ. "უბრალოდ დაცვაში მკაცრად ვითამაშეთ. განსაკუთრებული არაფერი", - ასეთი იყო "ჰიტის" დამრიგებლის მოკლე კომენტარი.

"ნიუ იორკის" თავკაცმა მაიკ დ'ენტონიმ ლინის უშინაარსო თამაში დაღლილობას დააბრალა:

"მას ფეხები საერთოდ არ უმუშავებდა. ასეთი რამ ხდება ხოლმე. წინა მატჩის შემდეგ ძალების აღდგენა ვერ მოასწრო. ეს კარგი გამოცდილებაა მისთვის. ამასთან, შესაძლოა, ჩვენ ამ მომენტისთვის NBA-ის უძლიერესი კლუბის წინააღმდეგ ვთამაშობდით".

ისევ ამოვარდნილია ფორმიდან კობი ბრაიანტი. "ოკლაჰომასთან" მატჩში "ლეიკერსის" ლიდერმა ბევრი ააცილა. მან 24 ქულა მიითვალა, მაგრამ აქედან ათი ქულა საჯარიმოს ხაზიდან დააგროვა.

კობიმ თამაშიდან 24-ჯერ ისროლა და მხოლოდ შვიდჯერ ჩააგდო. წინა დღეს, ბრაიანტის ცუდი თამაშის მიუხედავად, "ლეიკერსმა" შეძლო "დალასის" დამარცხება, მაგრამ "ოკლაჰომასთან" ეს ნომერი არ გავიდა. მხოლოდ პაუ გასოლის კარგი ფორმა საკმარისი არ არის რეგულარულის ლიდერის დასამარცხებლად.

"ოკლაჰომამ" კი ზედიზედ მეთორმეტე საშინაო გამარჯვება გაიფორმა.

მაიამი-ნიუ იორკი 102:88

24:20, 27:27, 29:19, 22:22

მ: ბოში (25+8 მოხსნა), უეიდი (22+5 მოხსნა+5 პასი), ჯეიმსი (20+9 მოხსნა+8 პასი+5 ჩაჭრა), კოული (10).

ნ-ი: ენტონი (19+7 მოხსნა), სმიტი (14+3 ჩაჭრა), სტაუდმაიერი (13+5 მოხსნა), ნოვაკი (12), ჩენდლერი (10+9 მოხსნა).

ატლანტა-ორლანდო 83:78

29:20, 18:10, 11:25,25:23

ა: სმიტი (22+12 მოხსნა), პარგო (15), გრინი (14+5 მოხსნა), ტიგი (13), ფაჩულია (4+13 მოხსნა).

ო: რედიკი (13), ჰოვარდი (12+12 მოხსნა+5 დაფარება), თურქოგლუ (11).

დენვერი-სან ანტონიო 99:114

15:31, 24:34, 33:27, 27:22

დ: ბრიუერი (23), მილერი (20+7 პასი), აფლალო (19).

ს-ა: ბლეირი (28+12 მოხსნა), დანკანი (18+9 მოხსნა+3 დაფარება), ჯეფერსონი (17+8 მოხსნა), პარკერი (16+12 პასი), გრინი (16+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბონერი (12).

ოკლაჰომა-ლეიკერსი 100:85

19:23, 27:20, 27:19, 27:23

ო: დურანტი (33+6 პასი+3 ჩაჭრა), უესტბრუკი (19+5 მოხსნა+6 პასი), ჰარდენი (16), იბაკა (11+13 მოხსნა+3 დაფარება).

ლ: ბრაიანტი (24+6 მოხსნა), გასოლი (22+9 მოხსნა), ბინუმი (14+12 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
საფრანგეთმა თურქეთს მოუგო და ჯგუფში გაიმარჯვა - ბელგიამ იტალიას დიდი ანგარიშით სძლია
უკრაინა - საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია