თბილისის ფარიკაობის დარბაზი 1992 წელს და უფრო გვიან დაბადებულ მოფარიკავეთა საქართველოს პირველობას მასპინძლობს
თბილისის ფარიკაობის დარბაზში 24 თებერვალს დაიწყო და 26-ში დამთავრდება 1992 წელს და უფრო გვიან დაბადებულ მოფარიკავეთა საქართველოს პირველობა, რომელშიც თბილისის, რუსთავის, აჭარის, აფხაზეთისა და წყალტუბოს 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.

ასპარეზობის პირველ დღეს საფარიკაო ბილიკებზე მოხმალავენი გავიდნენ. ვაჟებში ტურნირის ფავორიტებმა - საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულმა და პრიზიორმა სანდრო ბაზაძემ და კადეტთა შორის მსოფლიოს პირველობის მე-3 პრიზიორმა მიხეილ მარდალეიშვილმა (ორივე - ქუთაისი) ყველა შეხვედრა მოიგეს და ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ორთაბრძოლა დრამატულად წარიმართა. ჯერ მარდალეიშვილი დაწინაურდა 13:9, მაგრამ ბაზაძემ შეძლო ძალების მობილიზება და მთავარ კონკურენტს საბოლოოდ 15:13 აჯობა. ბრინჯაოს მედლები, ასევე, რიონისპირელებს - იური ნებიერიძესა და დავით უკლებას ერგოთ.

გადამწყვეტი პაექრობა გოგონებშიც დაძაბულად წარიმართა. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი თეოდორა კახიანი სამი წლით უმცროს ქრისტინე ნოზაძესთან (ორივე - თბილისი) დაპირისპირებისას მდევრის როლში იყო, თუმცა 10:14-ზე წონასწორობის აღდგენა შეძლო, მაგრამ ნოზაძემ მაინც შეძლო ბოლო ქულის აღება (15:14) და ჩემპიონობის მოპოვება. მესამე ადგილებზე მარიამ ფხაკაძე და ანა სინატაშვილი (ორივე - ქუთაისი) გავიდნენ.

შეჯიბრების დამთავრების შემდეგ დაკომპლექტდება კადეტ და იუნიორ მოფარიკავეთა საქართველოს ნაკრები გუნდები, რომლებიც 1-10 მარტს ხორვატიის ქალაქ ტორეჟში ევროპის პირველობაზე გამოვლენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
"საქართველოში ტაქსის მძღოლები მეუბნებოდნენ, ეს ყოველივე სამარცხვინოაო!" - უკრაინელი მოფარიკავე თბილისში გატარებულ პერიოდს იხსენებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა