ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დავით იმედაშვილი: თამაში ისე მომენატრა, მოედანზე შევარდნა მინდება ხოლმე

დავით იმედაშვილი: თამაში ისე მომენატრა, მოედანზე შევარდნა მინდება ხოლმე

საქართველოს ნაკრებისა და კიევის "დინამოს" ყოფილი მოთამაშე გორის ”დილასთან” ერთად ვარჯიშობს
იანვარში ვწერდით, რომ გორის "დილას" მთავარ მწვრთნელს, თემურ მახარაძეს რუსთავის "ოლიმპის" ყოფილი ფეხბურთელისა და კაპიტნის დავით იმედაშვილის დამატება სურდა. თუმცა ტრავმის გამო, იმედაშვილი იანვარში თურქეთში რეაბილიტაციის ეტაპს ასრულებდა და გორელებს შეკრებაზე ვერ გაჰყვა.

თუმცა, მოსახდენი მოხდა და 27 წლის უნივერსალი გორის "დილაში" ვარჯიშობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისა და კიევის "დინამოს" ყოფილი მოთამაშე, "ლელოს" ვერსიით 2009/10 წლების სეზონში საქართველოს საუკეთესო ნახევარმცველი გახდა. 2010 წლის ზაფხულში იმედაშვილი ლენქორანის "ხაზარში" ჩაირიცხა, მაგრამ იქ მხოლოდ ოთხი შეხვედრა ჩაატარა - ერთი საკონტროლო მატჩი, ორიც ევროპის ლიგაზე, აზერბაიჯანის ჩემპიონატის პირველივე ტურში კი მენისკი დაიზიანა და ორი ოპერაცია გაიკეთა.

პრობლემა ის იყო, რომ ვარჯიში ნაადრევად დააწყებინეს და განმეორებითი ოპერაცია უფრო რთული გამოდგა. საბედნიეროდ, მკურნალობა დაასრულა, რეაბილიტაციაც წარმატებით გაიარა და იმედოვნებს, რომ "დილაში" მალე ითამაშებს.

გთავაზობთ ინტერვიუს გორელთა გუნდის პოტენციურ ახალწვეულთან.

- მართალია, რომ "დილაში" ჩაირიცხე?

- ჯერ არ ჩავრიცხულვარ, მაგრამ ვვარჯიშობ.

- ჯანმრთელობა ხელს თუ გიწყობს?

- ნელ-ნელა ჩვეულებრივ დატვირთვებს ვეგუები. ინდივიდუალურად ერთი თვის წინ დავიწყე და თურქეთში გამგზავრება მომიხდა. ჩემი ექიმი სტამბულშია და საბოლოო პასუხი უნდა ეთქვა, როდის შეიძლებოდა ჩვეულ დატვირთვაზე გადასვლა. "დილას" კი სამი დღის წინ შევუერთდი.

თქვენ არ იცით, თემურ მახარაძის ზარმა როგორ გამახარა. რუსთავის "ოლიმპში" მისი ხელმძღვანელობით ვთამაშობდი და მართლაც ძლიერი მწვრთნელია. მახარაძე ნაახალწლევს დამიკავშირდა, ჩემი მდგომარეობით დაინტერესდა. მითხრა, სტამბულიდან რომ ჩამოხვალ, არსად მიხვიდე, "დილაში" გელოდებითო. კაცმა ამხელა ნდობა გამომიცხადა, როდესაც ტრავმა მოშუშებული არ მქონდა და ძალიან გამახარა.

... ერთ წელიწადზე მეტია, მოედანზე არ გავსულვარ და თამაში ისე მომენატრა, სტადიონზე რომ ვარ, მოედანზე შევარდნა მინდება ხოლმე.

- ცოტა მოცდა მოგიწევს, ფორმის აღსადგენად დრო დაგჭირდება.

- გეთანხმებით, დრო საჭიროა და ალბათ, ბევრმა ჩამომწერა კიდეც, მაგრამ არაფერია, მოვმჯობინდები და იმედია, დიდ ფეხბურთს მაინც ვითამაშებ. ტრავმა ვის არ მიუღია, მთავარია, რომ საკუთარი თავის მჯერა.

- ლენქორანის "ხაზარმა" გაგათავისუფლა?

- დიახ, კლუბი კონტრაქტი გაწყვეტაზე დავითანხე და თავისუფალი აგენტი გავხდი.

- რატომ "დილა" - სხვაგან არსად გიწვევდნენ?

- აქ მირჩევნია, ბიჭებსა და მწვრთნელებს კარგად ვიცნობ და ყველანირად ხელს მიწყობენ.

- "დილაზე" რას იტყვი?

- რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ გუნდის შეფასება ძნელია, მაგრამ ატმოსფერო და სავარჯიშო პირობები ძალიან მომეწონა. ისეთი ამბიციური კლუბი კეთდება და ისეთი მოთამაშეები აიყვანეს, ადრე თუ გვიან, "დილა" სერიოზული ძალა გახდება. მთავარია, ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდეს და სტაბილური სახე მიიღოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში

[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...