თსსუ-სა და "დინამოს" შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც "დინამომ" მეტოქე 89:75 დაამარცხა
თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა სუპერლიგის მეოთხე ტურის მეორე შეხვედრა თსსუ-სა და "დინამოს" შორის, სადაც "დინამომ" 89:75 დაამარცხა მეტოქე.

მატჩის საწყისი ათწუთეული გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, სადაც მინიმალური უპირატესობა სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა მოიპოვა - 18:17. მეორე პერიოდში დინამოელები გააქტიურდნენ და მატჩის პირველ ნახევარში 37:35 დაწინაურდნენ. მესამე მეოთხედში "დინამომ" მოპოვებული უპირატესობა სოლიდური გახადა და წინ 10 ქულით გავიდა - 61:51. მეოთხე მეოთხედში დინამომ მეტოქეს წინ გასვლის საშუაება არ მისცა და მორიგი გამარჯვება იზეიმა.

თსსუ-ს შემადგენლობაში 11 ქულით ნემანია ილიჩი გამოირჩა, ხოლო "დინამოს"რიგებში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ მიითვალა: ქიენ კარტერმა 23 ქულა და 16 მოხსნა დააგროვა, ხოლო ბექა წივწივაძის ანგარიშზე 23 ქულა და 11 მოხსნაა.

ირაკლი ხოშტარია (დინამოს მწვრთნელი): სასიამოვნოა, რომ კიდევ ერთხელ შევძელით ჩვენი უშუალო კონკურენტის დამარცხება. რაც შეეხება თამაშის ხარისხს, სასურველია იყოს უფრო მეტი. კონკრეტულად ეს ეხება არა მარტო დაცვას, არამედ თავდასხმასაც. რასაც ვითხოვ ის თამაში არ არის თავდასხხმაში და ვფიქრობ თუ არ მოვუმატებთ ძალიან გაგვიჭირდება. ბიჭებმა იბრძოლეს და შევეცდებით შემდეგ მატჩებში მაქსიმალურად დავხვეწოთ დაცვაც და თავდასხმაც.

კახა შენგელია (თსსუ-ს მწვრთნელი): პირველ რიგში მივულოცავ "დინამოს" გამარჯვებას, ხოლო ირაკლის კიდევ ერთ წარმატებას. მან სამწვრთნელო დებიუტი კარგად დაიწყო და ჩინაბულად აგრძელებს. ჩვენს გუნდს რაც შეეხება, ხუთეულის სამი მოთამაშე ტრავმირებული გვყავს.

ორი კვირის უვარჯიშებელი იყო კოკა ტომარაძე, ერთი კვირის -მიხეილ ჭოჭუა, დვალიშვილს ფეხი აქვს გადაბრუნებული, ხოლო გიგა კვეტენაძე ავად იყო და ახლახანს გამოჯანმრთელდა. ტრავმებმა შეგვაწუხა მაგრამ მიმაჩნია, რომ გაცილებით უკეთესი თამაშის ჩვენება შეგვეძლო. ჩვენ თუ მოვიგებდით ფარს, თამაშის მოგების სანსიც გვექნებოდა, თუმცა ფარი წავაგეთ და წავაგეთ ყველა სადაო მომენტი და სტუაცია, რომელიც სიტუაცია იყო მოწინააღმდეგის.

მე არ მინდა იმის თქმა, რომ ნაკლებად მოტივირებულნი ვყავით, ან ნაკლებად გვინდოდა მოგება, თუმცა ფაქტია მოწინააღმდეგეს ეს უკეთ გამოუვიდა. მიუხედავად წაგებისა მინდა ჩვენი გუნდის წევრებს მადლობა გადავუხადო, ვფიქრობ, გმირობის ტოლფასი იყო პირველ ტაიმში ასეთი წინააღმდეგობის გაწევა რადგან ნახევარი გუნდი უვარჯიშებელი და ტრავმირებული იყო. ვიმედოვნებთ, რომ მომავალი კვირისთვის უკეთესად მოვემზადებით და უკეთესს თამაშს ვაჩვენებთ.

დუდა სანაძე: თავიდან გაგვიჭირდა რადგანაც გვაკლდა მოტივაცია, მაგრამ დიდ შესვენებაზე სათანადოდ მოვემზადეთ და მესამე პერიოდში მოედანზე საბრძოლო განწყობით გამოვედით. დაცვაში თამაში გამოვასწორეთ და ამის ხარჯზე დავამარცხეთ მეტოქე. მესამე პერიოდი ყველაზე გადამწყვეტი იყო. სამედიცინომ ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწია, კარგი გუნდია და წარმატებას ვუსურვებ.

მიხეილ ჭოჭუა: ვერაფერს დავამატებ მწვრთნელის ნათქვამს. ბევრი ტრავმიანობაა გუნდში და ამის გამო ძალიან დავიხიეთ უკან. შეიძლება ითქვამს ვერც მოვემზადეთ სათანადოდ და როგორც ბატონმა კახამ აღნიშნა, ფარი წაგავეთ, ჩვენი დამარცხება განაპირობა.

superleague.ge

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა