კიევის "არსენალის" ქართველმა ლეგიონერმა გუნდში არსებულ კონკურენციასა და ნაკრებზე ისაუბრა
კიევის "არსენალის" ქართველი ლეგიონერი სანდრო კობახიძე, რომელიც თემურ ქეცბაიამ ალბანეთის ამხანაგური მატჩისთვის იხმო, ამჟამად უკრაინულ გუნდთან ერთად თურქეთში იმყოფება "კომანდას" ჟურნალისთან ინტერვიუში სანდრომ გუნდში არსებულ კონკურენციასა და ნაკრებზე ისაუბრა.

ქართველმა ნახევარმცველმა "არსენალის" შემადგენლობაში რამდენიმე სპარინგ-მატჩში მიიღო მონაწილეობა და გუნდის მთავარი მწვრთნელის ნდობა მოიპოვა.

- სანდრო როგორც ჩანს კარგ ფორმაში ხარ?

- არა. ჩვეული ფორმის აღდგენას მარტის დასაწყისში ვგეგმავ. ძალიან მსიამოვნებს მთავარი მწვრთნელის ნდობა ჩემს მიმართ. ვარჯიშის დროს ბოლომდე ვიხარჯები და მწვრთნელს იმედებს არ გავუცრუებ.

- "არსენალის" შემადგენლობაში რამდენ სპარინგ-მატჩში მიიღე მონაწილეობა?

- ოთხში. ამათგან სამში 45 წუთი ვითამაშე, ერთში კი საათზე მეტი.

- არ ნერვიულობ, რომ საქართველოს ნაკრებში გამოძახება "მეთოფეთა" სავარჯიშო სისტემიდან ამოგაგდებს?

- თქვენ იმას გულისხმობთ, რომ კონკურენტები ძირითადში ჩემს ადგილს დაიკავებენ? ამის არ მეშინია. გუნდში კონკურენცია ნორმალურია. პირიკით ეს უფრო მაძლევს სტიმულს მუშაობისთვის. როცა დრო მოვა მწვრთნელი თავად გადაწყვეტს ვინ გაიყვანოს მოედანზე.

- იცი როგორი პროგრამა გელის საქართველოს ნაკრებში?

- ბაზაზე ორშაბათს, 27 თებერვალს ვიკრიბებით. ალბანეთთან ამხანაგურ მატჩამდე დღეში ერთ ვარჯიშს ჩავატარებთ, პლიუს თეორია. ჩვენმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ნაკრები 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევისთვის უნდა მოამზადოს.

ამჟამად გუნდში ბევრი ახალწვეული იქნება, გუნდი განახლდა და ალაბანელებთან შეხვედარში ყველას მოგვეცემა შანსი თავი გამოვიჩინოთ, რომ მწვრთნელს მომავალკში ჩვენი იმედი ჰქონდეს. ამიტომ არც ნაკრებში მელის დასვენება.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა