"დინამოს" თავკაცმა "ბაიასთან" (5:1) გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი იდეალური ფეხბურთისგან შორსაა
"დინამო არენაზე" გამართული მატჩის დასრულების შემდეგ, სადაც თბილისის "დინამომ" ზუგდიდის "ბაია" 5:1 დაამარცხა, საპრესკონფერენციო დარბაზში გიორგი დევდარიანი და გოჩა ტყებუჩავა ჟურნალისტთა წინაშე წარსდგნენ.

გიორგი დევდარიანი:"სამი ქულის მოპოვება ნებისმიერ თამაში გასახარია. მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი ანგარიში არანაირად არ გვაძლევს თვითკმაყოფილების საშუალებას. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქის კარში ხუთი ბურთი გავიტანეთ პრობლემა პრობლემად რჩება - მომენტების რეალიზაციისას მოვიკოჭლებთ.

პირველ ტაიმში გაცუდებული მომენტები კი ამ ყველაფერს ხაზს უსვამს. ჩვენგან განსხვავებით მეტოქეს მოკლე სკამი აქვს და ზედიზედ რამდენიმე პრინციპული შეხვედრის შემდეგ, "ბაიას" რომ გაუჭირდებოდა ლოგიკური იყო.

ეს არც გოჩას და არც ზუგდიდელი ფეხბურთელების ბრალია. შეხვედრის დაწყების წინ ჩემს ფეხბურთელებსაც ვუთხარი, რომ თუ კი ვერ გაიტანდნენ პირველ ტაიმში გოლს მეტოქე აუცილებლად გატყდებოდა და ასეც მოხდა.

შეხვედრის შემდეგ ფეხბურთელებს ვუთხარი კიდეც რომ არ აქვთ თვითკმაყოფილების მიზეზი. დღეს "დინამო" იდეალური ფეხბურთისგან შორსაა, მეტიც - "დინამო" მისთვის დამახასიათებელ ფეხბურთს ჯერ-ჯერობით ვერ აჩვენებს.

გოჩა ტყებუჩავა:"პირველ რიგში გიორგის მივულოცავ გამარჯვებას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ცუდად ვითამაშეთ და "დინამომ" გვაჯობა. რა შეიძლება ითქვას ჩვენს ასპარეზობაზე - თავის გამართლებს არ ვაპირებთ, თუმცა ჩათვალეთ, რომ "ბაია" ორი თვეა რაც ასეთი სახით არის შეკრებილი და ნელ-ნელა დასახულ მიზანს მივაღწევთ და რაღაცას დავამსგავსებთ. დასასრულს კი წარმატებები მინდა ვუსურვო გიორგის.

fcdinamo.ge

makho
მართალია დევდარიანიი ბურთის კონტროლიი უჭირთ და პასებში აქვთ დზაანნ ბევრი წუნი
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის