საკმაო ხანია, მცხეთის სტადიონზე "ანშლაგი" არ ყოფილა - "დილასა" და "გაგრას" მატჩს 2 000-მდე ქომაგი ესწრებოდა
26.02. მცხეთა. "მცხეთა-პარკი". 2 000 მაყურებელი

დილა-გაგრა 1:0

1:0 ვაწაძე (81, ილურიძის პასით)

დილა (4-1-4-1) გაგრა (4-4-1-1)

სკენდერი ბეგაშვილი

ალადაშვილი ხუციძე

სალუქვაძე ტყეშელაშვილი

თოთაძე ჯგერენაია

ინწკირველი ნ. ჯიშკარიანი

არზიანი ყიფიანი

კახელიშვილი ზვიადაძე

ილურიძე ხოჯაშვილი

შ. კაშია როსტიაშვილი

ლექვთაძე ჭკუასელი

ბარაბაძე ჯერემია

მწვრთნელი: თ. მახარაძე მწვრთნელი: ზ. ჯელაძე

დილა

46. თოთაძე - მეგრელიშვილი

61. კაშია - ჯიქია

73. ლექვთაძე - ვაწაძე

სათადარიგოები: შეყრილაძე, ქარქუზაშვილი, კანდელაკი, ბეჭვაია

გაგრა

57. როსტიაშვილი - კობერიძე

70. ზვიადაძე - ყურულაშვილი

82. ტყეშელაშვილი - ნარმანია

სათადარიგოები: მაღრაძე, კვანტალიანი, სარდალიშვილი, ფალავანდიშვილი

გაფრთხილება: ხოჯაშვილი (30), ჯგერენაია (56), არზიანი (61)

არბიტრი: ლ. სილაგავა

საკმაო ხანია, მცხეთის სტადიონზე "ანშლაგი" არ ყოფილა; ყოველ შემთხვევაში, იმის შემდეგ, "არმაზის" სტადიონს "მცხეთა-პარკი" რაც ეწოდა, თითქმის 2 000 კაცი პირველად სწორედ 26 თებერვალს ესწრებოდა ჩვენი ჩემპიონატის მატჩს.

ადვილი მისახვედრია, რომ გულშემატკივართა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა "დილას" ქომაგები იქნებოდნენ, შეხვედრის ბოლოს სტადიონს კმაყოფილები, რომ ტოვებდნენ. უპირველეს ყოვლისა, ეს ხომ მართლაც თვალსასეირო მატჩი იყო, - ბევრისთვის მოულოდნელად, ახალგაზრდულმა "გაგრამ" მედგარი და მართლაც ღირსეული წინააღმდეგობა რომ გაუწია წყვილის უპირობო ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს;

თუმცა, "დილას" ქომაგებისა თუ კლუბის ხელმძღვანელებისთვის (აღარაფერს ვამბობთ ფეხბურთელებსა თუ სამწვრთნელო შტაბზე) უმთავრესი ხომ 3 ქულის მოპოვება იყო: მატჩის ვერმოგების შემთხვეაში გორელთა გუნდს მხოლოდ და მხოლოდ თეორიული შანსიღა რჩებოდა რვა საუკეთესოში მოსახვედრად. არადა, დიდი იყო იმის ალბათობა, ერთიანად განახლებულ და საგრძნობლად გაძლიერებულ-გაპიარებულ "დილას" რომ ზედიზედ მეორე შეხვედრაც ფრედ ეთამაშა, თუმცა გამოცდილების ფაქტორი ჩვენ ჩემპიონატში ბევრს ნიშნავს.

მოკლედ, "დილამ" გაჭირვებით, მაგრამ მაინც დამსახურებულად გაიმარჯვა. მაგრამ "გაგრასთან" მატჩი ფრედ რომ დამთავრებულიყო, უსამართლობად არავის უნდა მიეჩნია.

წინა მატჩისგან განსხვავებით, "დილას" მთავარმა მწვრთნელმა თემურ მახარაძემ ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა: ცენტრფორვარდის პოზიციაზე რევაზ ბარაბაძე ვიხილეთ, მახაჩყალის "ანჟის" ყოფილი შემტევი გიორგი ილურიძე ოდნავ სიღრმიდან თამაშობდა, ხოლო "დილას" ერთ-ერთმა ყველაზე "ხმაურიანმა" ახალწვეულმა ლაშა სალუქვაძემ გუნდი სულაც კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა!

რაც შეეხება "დილას" სხვა ცნობად ახალწვეულებს, გოჩა ხოჯავასა და სანდრო გურულს ტრავმის გამო არ უთამაშიათ, დავით იმედაშვილი განაცხადში ჯერ არ შეუყვანიათ, აი, მათე ვაწაძემ კი მატჩის ბედი გადაწყვიტა! თუმცა, ეს ერთადერთი გოლი მატჩის მიწურულს ვიხილეთ.

პირველ ტაიმში მცირე ტერიტორიულ უპირატესობას "დილა" ფლობდა, მაგრამ აშკარად თვალშისაცემი იყო ფეხბურთელებს ერთმანეთთან შეთამაშება რომ აკლდათ. ამის მიუხედავად, "დილამ" რამდენიმე მწვავე იერიში მიიტანა მეტოქის კართან, მაგრამ გიორგი ილურიძისა და რევაზ ბარაბაძის მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია.

განსაკუთრებით სახიფათო გორელთა მიერ შესრულებული სტანდარტულები იყო და ერთ ეპიზოდში კახა ალადაშვილის ზუსტი პასის მერე ლაშა სალუქვაძის თავური მიზანს მცირე მანძილით ასცდა.

თავის მხრივ, "გაგრაც" არ ეპუებოდა ბევრად გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ მეტოქეს და რეალური მომენტიც შექმნა, თუმცა 18 წლის ნუგზარ ხოჯაშვილის დარტყმა ჩინებულ ნახტომში მოიგერია მარიან სკენდერმა.

გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ სკენდერი აშკარად მაღალი კლასის მეკარე ჩანს და ყოველივე ეს მეორე ტაიმშიც დაამტკიცა. თუმცა, ისევ პირველ ტაიმს "დავუბრუნდეთ", კერძოდ, ის ეპიზოდი გვინდა გავიხსენოთ, "გაგრას" 18 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ნიკა ჭკუასელმა დიდოსტატური პასით თანაგუნდელი ჯონ ჯერემია "დილას" მეკარესთან პირისპირ რომ დატოვა, მაგრამ სტუმართა ნიგერიელმა ფორვარდმა ზუსტად ვერ დაარტყა.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე რევაზ ბარაბაძემ ჩინებული მომენტი ვერ გამოიყენა, შემდეგ "გაგრას" ახალგაზრდა მეკარეს გიორგი ბეგაშვილს ვერ აჯობა, ამას ლაშა სალუქვაძის თავური დარტყმაც მოჰყვა, კვლავაც სტუმართა მეკარის ნადავლი რომ გახდა.

მოკლედ, ადვილი მისახვედრი იქნება მოედანზე არსებული სურათის აღქმა: "დილა" დიდ დროს შეტევაში ატარებდა, მაგრამ "გაგრაც" არაფრით ნებდებოდა და უმწვავესი კონტრიერიშებითაც პასუხობდა. თუმცა, ნუგზარ ხოჯაშვილის, ლევან ყიფიანისა და მიხეილ კობერიძის დარტყმები არაზუსტი იყო.

და აი, კულმინაციაც: მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ჭკუასელის ჩინებული პასის შემდეგ ნიკა ჯიშკარიანი შეუჩერებლად ურტყამდა, მაგრამ, სკენდერმა მაღალი კლასი ამ ეპიზოდშიც გამოავლინა. საპასუხო შეტევა კი რევაზ ჯიქიამ წამოიწყო, მერე ილურიძის ეფექტური გარღვევაც ვიხილეთ და ყველაფერი კი მათე ვაწაძის ზუსტი თავურით დამთავრდა!

ვაწაძემ იმ ეპიზოდშიც გაიბრწყინა, "მაკრატელათი" რომ ცდილობდა გოლის გატანას. მერე კი სტუმართა ახალგაზრდა ფეხბურთელთა ბოლო გაბრძოლებაც ვიხილეთ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან