საქართველოს ჩემპიონთა ლიდერ ფეხბურთელებს ხუთ დღეში სამი მატჩის გამართვა მოუწევთ
25 თებერვალს ზესტაფონში ჩინებული დარი კი იყო, მაგრამ 26-ში დილით ისეთი თოვლი წამოვიდა, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი თეთრად გადაიპენტა.

მოედნის გასაწმენდად კლუბისა და ქალაქის ძალები არასაკმარისი აღმოჩნდა, ამიტომ "ზესტაფონმა" ფეისბუკზე დახმარებისთვის გულშემატკივრებს მიმართა, რასაც 50-მდე ადამიანი გამოეხმაურა და უამინდობას საერთო ძალებით შეუტიეს, მაგრამ ამაოდ - მატჩის დაწყებამდე ორი საათით ადრე ცხადი გახდა, რომ მოედნის სათამაშო მდგომარეობაში მიყვანა შეუძლებელი იქნებოდა.

კლუბების წარმომადგენლები მატჩის გადადებას დათანხმდნენ, საბოლოო სიტყვა კი მატჩის დელეგატს, ვალერი მანაგაძეს უნდა ეთქვა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ზვიად სიჭინავასა და საშეჯიბრო კომიტეტის თავკაცს, ნოდარ კაკულიას დაუკავშირდა. სიჭინავას მითითება იყო: თუ მოედნის გაფუჭების საფრთხეა, შეხვედრა გადაედოთ.

საბოლოოდ, მანაგაძემ შეადგინა აქტი, რომელზეც ხელი მოაწერეს მსაჯთა დამკვირვებელმა, ავთანდილ სამხარაძემ, მთავარმა არბიტრმა, მალხაზ ბეუქლიშვილმა, კლუბების ხელმძღვანელებმა.

გუნდები დაინტერესდნენ, როდის გაიმართება გადადებული მატჩი და "ზესტაფონს" არც ისე სასიამოვნო ამბავი აცნობეს - სავარაუდოდ, ცხინვალელებს 2 მარტს უმასპინძლებენ. ფედერაციას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ცხადია, უამინდობა საშეჯიბრო კომიტეტსაც დამატებით საზრუნავს უჩენს, მაგრამ "ზესტაფონი" მართლაც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.

მოგეხსენებათ, 29 თებერვლის სანაკრებო შეხვედრაში ალბანეთთან საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ 4 ზესტაფონელი გამოიძახა - როინ კვასხვაძე, მამუკა კობახიძე, თორნიკე გორგიაშვილი და შოთა გრიგალაშვილი. თუ ფედერაცია "ზესტაფონი"-"სპარტაკის" მატჩს 2 მარტს დანიშნავს, გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილები უმძიმესი ფიზიკური გამოცდა ელით - კალენდრით 4 მარტს მცხეთაში "ვიტ ჯორჯიას" უნდა ესტუმრონ. გამოდის, რომ გუნდის ლიდერებს 5 დღეში სამი მატჩი ელით, რაც ჩემპიონს არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააგდებს.

კლუბის მთავარი მწვრთნელის გია ჭიაბრიშვილის თქმით, სწორედ შემჭიდროებული გრაფიკის გამო 2 მარტს "სპარტაკთან" თამაში გაუმართლებელი იქნება და იმედი გამოთქვა, რომ ფედერაცია უფრო მისაღებ თარიღს შეარჩევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე