ჭაბუკთა ნაკრებიდან გადმოსულებმა უფრო იყოჩაღეს, ვიდრე - ახალგაზრდულის შარშანდელიდან შემორჩენილმა წევრებმა
სპორტკომპლექს "არენაში" მეორე დღემაც პირველის სცენარით ჩაიარა - დაძაბული შეხვედრებით, საინტერესო ორთაბრძოლებით და ახალი თაობის უპირატესობით.

25 თებერვალს კვლავ უფრო ჭაბუკთა ნაკრებიდან გადმოსულებმა იყოჩაღეს, ვიდრე - ახალგაზრდულის შარშანდელიდან შემორჩენილმა წევრებმა.

საინტერესო ფაქტია - შაბათს გამარჯვებული გორელი კონსტანტინე ხაბელაშვილი (66) და თბილისელი სანდრო ამინაშვილი (84) აგრეთვე წინა დღის ჩემპიონი ლევან ქელეხსაშვილი (60) ხაშურიდან და ამავე წონაში მესამეზე გასული მისივე თანაქალაქელი აკაკი მოწონელიძე 2009 წელს სერბულ ზრენჯანინში ერთად გახდნენ ევროპის პრიზიორები ჭაბუკთა შორის.

მაშინ ხაბელაშვილმა და ამინაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ხაშურელები კი მესამეზე გავიდნენ, ოღონდ მოწონელიძე იმხანად 50 კილოგრამში ჭიდაობდა.

სხვათა შორის, ამჯერად 60 კილოგრამის თბილისელი ვიცე-ჩემპიონი ლაშა ბიტარაშვილი შარშან გახდა ევროპის ვიცე-ჩემპიონი ჭაბუკებში. მოკლედ, ახალი თაობა დიდი ამბიციით მოდის და დამხვდურთ ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს. ამ ასაკის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი მაინც არ იყო კმაყოფილი, შარშან უკეთესო დონე იყოო, მაგრამ ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე არც ახალი ფორმაციის ნაკრები შეგვარცხვენს.

შაბათის ჩემპიონებიდან განსაკუთრებით დაგვამახსოვრა თავი ხაბელაშვილმა სწრაფი, ტექნიკური და ჭკვიანური ჭიდაობით. თუმცა ფინალში ფიზიკურად გაუჭირდა, ძალიან დაიღალა, რაშიც დიდია ყვარლელი ზურაბ იაკობაშვილის წვლილი.

შეგახსენებთ, რომ კახელი ფალავანი ნოემბერში უფროსებში საქართველოს პრიზიორი გახდა და ახლახან ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში კიევის ტურნირზეც გამოვიდა. ურიგოდ არც ახლა უჭიდავია და ფინალიც მაღალ დონეზე ჩაატარა, მაგრამ ხაბელაშვილის სისწრაფესა და მოქნილობას ვერაფერი მოუხერხა - გორელი ფალავანი რამდენჯერმე სასწაულებრივად დაუძვრა მის შეტევას.

გვერდზე გახტომა იქნებოდა, ვარდნაში ტრიალი თუ სხვა რამ, ხაბელაშვილი ყველაფერს ავლენდა. თავს ცუდად არც იაკობაშვილი იცავდა და ამიტომაც გავიდა ფინალში, თუმცა გორელმა სწორედ მოქნილობისა და სისწრაფის ხარჯზე ძირითად დროში მოუგო.

მთელ ჩემპიონატში ასევე დამაჯერებლად, ხოლო ფინალში ძირითადში იმარჯვა ამინაშვილმაც, რომელიც ასევე საქართველოს პრიზიორია უფროსებში. მან შარშანაც მოიგო ახალგაზრდული პირველობა, თუმცა იმ ტურნირში წონის მაშინდელი ლიდერი დავით მარსაგიშვილი არ ჭიდაობდა. უკვე ჩამოყალიბებულ ვარსკვლავს არათუ ახალგაზრდულში, ეროვნულშიც კი დაბევებული ჰქონდა ადგილი და ბრწყინვალედაც იჭიდავა ორივეგან, ახლა კი ასაკის გამო საბოლოოდ გადაბარგდა უფროსებში, აქ კი ასპარეზი ამინაშვილს დარჩა. შანსი მშვენივრადაც გამოიყენა.

უცნობი მეტოქე არც ფინალში ჰყავდა - ჭაბუკებში ევროპის შარშანდელი მესამე პრიზიორი ლევან გოგრიჭიანი, რომელიც ბევრს კი ეცადა, ურიგოდ არ გამოიყურებოდა, მაგრამ კლასი მაინც კლასია - ამინაშვილი უფრო დამაჯერებელი იყო.

ცხადია, ქომაგებსაც და სპეციალისტებსაც გამორჩეულად აინტერესებდათ გორელი გენო პეტრიაშვილის (120) გამოსვლა. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნამდვილი ტალანტია და ტყუილად არ მიიჩნევენ მომავალ ვარსკვლავად - ყველა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და დაამტკიცა, რომ წლეულსაც დიდ შედეგებს მოიპოვებს. შეგახსენებთ, რომ შარშან ის ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო მსოფლიოზე მეორე იყო, ახალგაზრდებში კი ევროპის პირველობაზე - მესამე.

ერთადერთი, ვინაც ახალგაზრდული ნაკრების ძველი შემადგენლობიდან საქართველოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზა, ხაშურელი ლაშა ტალახაძეა (55).

ახალგაზრდებში ის 50-ში გამოდიოდა და შარშანწინ ევროპაზე ბრინჯაო, მსოფლიოზე კი ვერცხლი მოიპოვა. შარშან ევროპირველობის ნახევარფინალში გააღწია, მაგრამ ბევრიც დაიკლო და იმდენად ცუდად გახდა, ასპარეზობა ვეღარ გააგრძელა. წლეულს მან წონითი კატეგორია შეიცვალა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილისგან ლიდერობაც გადაიბარა.

კომენტარი

ტურნირის დასრულების შემდეგ კომენტარი ნუგზარ სხირელს ვთხოვეთ: "იმით კმაყოფილი ნამდვილად ვარ, რომ გორელებმა ყველაზე მეტი - 4 ოქრო მოიპოვეს, ჭიდაობის საერთო დონე კი შარშანდელთან შედარებით ნაკლებია.

სამაგიეროდ, წლეულს გაზრდილია რეგიონების როლი - რაიონები, რომლებიც ადრე 4-5 ფალავანით გამოდიოდნენ, ახლა 10-15-კაციანი გუნდებით ჩამოვიდნენ. მაგალითად, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ზუგდიდი, სამტრედია... თან სამტრედიელთა მონაწილეობით ბევრი საინტერესო შეხვედრა ჩატარდა და მედლებიც მოიპოვეს. ასევე კარგად გამოვიდნენ აჭარა, კახეთის რეგიონი, ონი. ხაშური კი ცალკე აღნიშვნის ღირსია - ორი ოქრო მოიპოვეს. თითო ოქრო ონმა და თბილისმა ირგუნეს.

წლეულს ახალ წონებში ვიხილეთ ტალახაძე და ქელეხსაშვილი. ოღონდ, პირველმა თუ მოიმატა, მეორემ, პირიქით, დაიკლო, რაც სწორი ნაბიჯი აღმოჩნდა. მისასალმებელია ამინაშვილისა და თავაძის სტაბილურობა - მათ შარშანაც მედლები მოიპოვეს და ახლაც. პეტრიაშვილმა ბრწყინვალედ გაართვა თავი დავალებას, რომელიც კიდევ რამდენიმე წელიწადი გამოვა ამ ნაკრებში.

ახალი სახეა 74-ში ყველაშვილი, 50-სა და 96-ში დაახლოებით თანაბარი ბრძოლა იყო და აქ ჯერ კიდევ ბევრი რამეა გასარკვევი. უახლოეს გეგმებშია საერთო ფიზიკური მომზადება დუშეთში, სადაც ლეიბზეც ვივარჯიშებთ, მარტის ბოლოს კი რიგაში გვაქვს ტურნირი. ამას იზმირის შეჯიბრება მოჰყვება და სანაკრებო კანდიდატებს ამ ორ სტარტზე გამოვცდით".

კვარცხლბეკი

55 კგ. 1. ლაშა ტალახაძე (ხაშური), 2. ოთარ გოგავა (ქუთაისი), 3. ლევან ცალქალამანიძე (თბილისი), შოთა ფარტენაძე (აჭარა).

66 კგ. 1. კონსტანტინე ხაბელაშვილი (გორი), 2. ზურაბ იაკობაშვილი (ყვარელი), 3. გოგა ადეიშვილი (ქუთაისი), დავით ბუზიაშვილი (ხაშური).

84 კგ. 1. სანდრო ამინაშვილი, 2. ლევან გოგრიჭიანი (ორივე - თბილისი), 3. ბექა როჭიკაშვილი (საგარეჯო), ნიკა ჩომახიძე (ხონი).

120 კგ. 1. გენო პეტრიაშვილი (გორი), 2. ლევან გოგრიჭიანი (თბილისი), 3. ტარიელ ლაბაძე (რუსთავი), ბექა კახეთელიძე (ონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე