"ბენეტონთან" შეხვედრაში ვიქტორ სანიკიძეს ორმაგ დუბლამდე მხოლოდ ერთი ქულა დააკლდა
იტალიის გასულმა ტურმა ქართველი კალათბურთელების აქტივობითა და გამარჯვებებით ჩაიარა. ვიქტორ სანიკიძემ ტურის მატჩებში ყველაზე მეტი - 11 მოხსნა მოაგროვა, ხოლო მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის ბრწყინვალე თამაშის წყალობით "კანტუმ" კონკურენტ "ბენეტონს" მოუგო.

სანიკიძეს ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა. "ტერამოსთან" 86:71 მოგებულ მატჩში ვიქტორმა "კანადიან სოლარის" სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 29 წუთი დაჰყო. მან 4-დან 1 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში სანიკიძემ 9 ქულა, 11 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ბოლონიელთა ბომბარდირი დაგლას რობერტსი გახდა, რომელმაც პირად ანგარიშზე 23 ქულა ჩაიწერა.

ამ მატჩის შემდეგ "კანადიან სოლარს" 13 მოგება და 8 მარცხი აქვს. ანალოგიური შედეგი აქვს "ემპორიო არმანისაც" და ეს გუნდები II-III ადგილებს იყოფენ. მომდევნო ტურში, 4 მარტს, სანიკიძის გუნდი სტუმრად "ვარეზეს" შეხვდება.

გარკვეული დროის შემდეგ სასტარტო ხუთეულში გიორგი შერმადინი გამოჩნდა. "კანტუს" მწვრთნელმა ქართველი ცენტრი "ბენეტონთან" მატჩის ხუთეულში დააყენა და არც შემცდარა. შერმადინმა ჩვეული სიზუსტით ითამაშა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი ქულები შემატა.

22 წუთში გიორგიმ 14 ქულა, 3 მოხსნა, 3 ჩაჭრა და თითო პას-დაფარება მოაგროვა. მან 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი ზუსტი სამიზნე გამოავლინა და 8 ცდიდან ყველა სროლა მოათავსა.

მანუჩარ მარკოიშვილმა 28 წუთი ითამაშა და საკმაოდ შედეგიანადაც. მან 8-დან 4 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 2-დან ორივე საჯარიმო ჩააგდო, მანუჩარის ანგარიშზე საბოლოოდ 16 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვდა.

გამაერთიანებელი სტატისტიკის მხრივ მას თავის გუნდში მეორე შედეგი (16) ჰქონდა, შერმადინი კი მესამე იყო (15). ქართველებს გარჯა დაუფასდათ და მათმა გუნდმა საბოლოოდ 79:67 მოიგო. 12 მოგება და 8 წაგება - ამ შედეგით "კანტუ" მეექვსე ადგილზეა. მომდევნო მატჩს ქართველების გუნდი 4 მარტს "აველინოსთან" გასვლაზე გამართავს.

და ბოლოს, ნიკა მეტრეველის "სასარიზეც" ვთქვათ, რომელმაც "აველინო" 87:73 დაამარცხა. ქართველმა ფორვარდმა 13 წუთს ითამაშა და 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

მისმა თანაგუნდელმა, ქართული პასპორტის მქონე, მაგრამ ჩვენს ნაკრებში ვერმოხვედრილმა ქუინთონ ჰოსლიმ კი ბრწყინვალედ ითამაშა. 32 წუთში მან 28 ქულა, 7 მოხსნა, 4 ჩაჭრა, 3 დაფარება და 2 პასი მოაგროვა. ამ შედეგით ჰოსლიმ დამაჯერებლად გაუსწრო სხვა მატჩების მონაწილეებს და დამსახურებულად გახდა ტურის საუკეთესო მოთამაშე.

gbf.ge

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად