ალბანეთთან დაგეგმილ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზურაბ ხიზანიშვილი იქნება

"კახა კალაძის შეცვლა ადვილი არ იქნება, თუმცა უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ გარკვეულ ეტაპზე ფეხბურთელები გუნდებს ტოვებენ", - ეს განცხადება თემურ ქეცბაიამ 27 თებერვალს, ჟურნალისტებთან ნაკრების სამომავლო გეგმებზე საუბრისას გააკეთა.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის შეფასებით, საწყენია, რომ ეროვნული გუნდი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა ეს ნაბიჯი მისი გადასაწყვეტი იყო.

"დამატებით არაფრის თქმა არ შეიძლება, გარდა იმისა, რომ პირად ცხოვრებაში წარმატებები ვუსურვო და დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვის, რასაც კალაძე გუნდისთვის წლების განმავლობაში აკეთებდა",-აღნიშნა ქეცბაიამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მთავარი ახალი თაობის ფეხბურთელების პოვნაა, რომლებიც კალაძის, იაშვილისა ან კობიაშვილის დონის ფეხბურთელებს ჩაანაცვლებენ.

"ეს ფეხბურთია და თაობათა ცვლას გვერდს ვერ ავუვლით. ჩვენი მთავარი საზრუნავი ახალი ბირთვის შექმნაა. ამ ეტაპზე ბევრ ახალგაზრდა, ნიჭიერ ფეხბურთელს ვაკვირდებით და იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში დაახლოებით 25 ფეხბურთელისგან შემდგარ სტაბილურ გუნდს მივიღებთ", - აცხადებს ქეცბაია.

ამასთან, მწვრთნელმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ალბანეთთან დაგეგმილ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ზურაბ ხიზანიშვილი იქნება.

interpressnews.ge

დევიდ აირონს
მაგარი სურათია! მრავლისმეტყველი და ამავე დროს სევდიანიც, მიუხედავად იმისა, რომ ორივე გოლს და გამარჯვებას ზეიმობენ... კალაძეს მადლობა, ისევ და ისევ გაწეული შრომისათვის, მართლაც ღირსეული კაპიტანი იყო ჩვენ ნაკრების! ხიზანაზე კი რა ვთქვა, რახან მწვრთნელმა და გუნდმა ასე გადაწყვიტა, ე.ი. ასე იყო საჭირო... წარმატებები ხიზანას და საქარველოს ნაკრებს!!!
rezo
არა მგონია ხიზანიშვილმა კაპიტნად ივარგოს რაღაცნაირი რბილი მასტია, ჩვენ ნაკრებს უნდა ცოტა ძარღვიანი კაპიტანი
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!