ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლიგის თასი. გამოხმაურება: ეიფორია მერსისაიდელთა ბანაკში

ლიგის თასი. გამოხმაურება: ეიფორია მერსისაიდელთა ბანაკში

როგორც იქნა 6-წლიანი მოლოდინი დასრულდა, "ლივერპულმა" ნავსი გატეხა და ინგლისის ლიგის თასს მერვედ დაეუფლა
როგორც იქნა 6-წლიანი მოლოდინი დასრულდა. "ლივერპულმა" ნავსი გატეხა და ინგლისის ლიგის თასს მერვედ დაეუფლა. თუმცა "წითლების" ბანაკში ყველას ესმის, რომ ეს არ არის პიკი და მიმდინარე სეზონში გუნდს კიდევ უფრო მეტის მიღწევა შეუძლია.

მერსისაიდელებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი, რათა ჩემპიონთა ლიგის საგზურს ხელი შეავლონ და გარდა ამისა ასოციაციის თასისთვისაც იბრძოლონ. გთავაზობთ ლივერპულელთა მატჩის შემდგომ კომენტარებს.

კენი დალგლიში (მთავარი მწვრთნელი)

- ლიგის თასის მოსაგებად ჩვენ გრძელი და რთული გზა გავიარეთ. ფინალში "კარდიფმა" სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა. ჩვენ გვყავდა მოწინააღმდეგე, რომელიც არასდროს ნებდება.

სწორედ ამიტომ მივიდა საქმე პენალტების სერიამდე. პენალტები საუკეთესო გზა ნამდვილად არ არის ტიტულის მოსაგებად, მაგრამ ახლა მთავარი ის არის, რომ თასი ჩვენია. წარმატების მიუხედავად ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი. ნამდვილად არ გვინდა მიღწეულით დაკმაყოფილება.

"ლივერპული" ძალიან ბევრისთვის ნიშნავს საფეხბურთო კლუბზე მეტს და სწორედ ამ ადამიანებისთვის ვართ ვალდებულნი მაქსიმალურად ვიმუშაოთ. დღეს ჩვენ ეს მოვახერხეთ. იმედი მაქვს, რომ ამით გამოვისყიდეთ იმ დანაშაულები, როცა ეს არ გამოგვდიოდა.

ტომ ვერნერი (თანამესაკუთრე)

- მთავარია, რომ ტიტული მოვიგეთ და ეს კლუბისა და გულშემატკივრებისთვის გავაკეთეთ. დღეს ამით ძალიან ამაყი ვარ. იმედი მაქვს, ლიგის თასი მხოლოდ პირველი ნაბიჯი იქნება. მოუთმენლად ველით მომავალ წარმატებებსაც. გულშემატკივრები საოცარი სანახაობის მომსწრენი გახდნენ.

ვფიქრობ, დღესაც და მთელი ტურნირის განმავლობაშიც საუკეთესოები ვიყავით. ბედნიერი ვარ იმითაც, რომ ჩვენი ფანები საყვარელი გუნდის ტრიუმფის მოწმენი გახდნენ მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა ეს დიდი მიღწევაა. არასოდეს დამავიწყდება ის სიხარული, რომლის მოწმეც ფეხბურთელებთან ერთად გასახდელში გავხდი. ეს ის შეგრძნებაა, რომლის გაზიარება მინდა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც "ლივერპული" სულ ერთი არ არის.

ჯონ ჰენრი (თანამესაკუთრე)

- ბედნიერი ვარ, რომ ტომისგან განსხვავებით, რომელიც დაძაბულობის გამო ლამის სავარძლის ქვეშ შეძვრა, ყოველივეს, რაც პენალტების სერიაში ხდებოდა, თვალს ვადევნებდი. ეს პირველი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია დიდი კლუბისთვის მომდევნო წარმატებების გზაზე.

ჩვენ წლების განმავლობაში არ ვიცოდით ტიტულის გემო და ამიტომაც ვიყავი დარწმუნებული, რომ ზუსტად დიდი თამაშების მოგების დრო იყო.

იმისთვის, რომ "უემბლიზე" მოვხვედრილიყავით, "ჩელსის" "სტემფორდ ბრიჯზე" მოვუგეთ. შემდეგ ნახევარფინალში "მანჩესტერ სიტი" გამოვაგდეთ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს დიდი მიღწევაა. რომც წაგვაგო, იმედგაცრუება არ დამეუფლებოდა, რადგან საამისოდ მეტისმეტად ვამაყობ "ლივერპულით". მთავარია, რომ მოვიგეთ და როგორ ჩავატარეთ მატჩი, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. გამარჯვება ყველაზე მნიშვნელოვანია. კლუბი ბოლო პერიოდში დიდი ზეწოლის ქვეშ იყო, მაგრამ კენი დიდებულად გაუმკლავდა მას".

სტივენ ჯერარდი (კაპიტანი)

- პენალტების სერია უმკაცრესი გამოცდაა. რაც შეეხება ენტონის მიერ გაფუჭებულ დარტყმას (მოგეხსენებათ, "კარდიფის" მხრიდან ბოლო დარტყმა სტივის ბიძაშვილმა ენტონი ჯერარდმა ააცილა. რედ), ვიტყვი, რომ ეს ფეხბურთია და აქ ყოველთვის არის მოგებული და წაგებული მხარე, მიუხედავად იმისა, იმსახურებდა თუ არა ერთი გამარჯვებას და მეორე - მარცხს. ამ წუთას გაორებული შეგრძნება მაქვს.

მესმის "კარდიფის" ფეხბურთელებისა და ენტონის განცდები. არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რას ვეტყვი მე მას. ეს ვერ დაეხმარება მას დაკარგული თასის დაბრუნებაში, თუმცა აუცილებლად მხარში დავუდგები, რადგან ის ჩემი ოჯახის წევრია.

"ლივერპულზე" კი იმას ვიტყვი, რომ უმნიშვნელოვანესია, დიდი გამარჯვებების გემო კარგად შევიგრძნოთ და საკუთარი პოტენციალის გამოყენებას შევუდგეთ. ჩვენი მხრიდან სისულელე იქნებოდა, მხოლოდ ამ ტიტულის მოგებით ტკბობა. ჩვენ მეტი გვინდა.

უელსური და ინგლისური კლუბების დაპირისპირებისას მოედანზე მხოლოდ ერთი ვალიელი ფეხბურთელი კრეიგ ბელამი იდგა. კიდევ ერთი უელსელი რობერტ ერნშოუ ბოლომდე "კარდიფის" სკამზე დარჩა.

კრეიგ ბელამი (თავდამსხმელი)

- წარმოუდგენლად რთული მატჩი გამოვიდა. არადა თამაში კარგად დავიწყეთ. დარწმუნებული ვიყავი, რომ გოლი დროის საკითხი იყო. მერე არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ "კარდიფმა" აქეთ გაგვიტანა, რისთვისაც ის მხოლოდ ქებას იმსახურებს. ტიტულის მიუხედავად, ჩვენთვის ჯერ კიდევ არაფერი დამთავრებულა.

"ლივერპულის" ფეხბურთელი ყოველთვის ბოლომდე უნდა დაიხარჯოს და მუდამ პროგრესზე ფიქრობდეს. სწორედ ამით ვიქნებით დაკავებულნი უახლოეს პერიოდში. ჩვენ ვალდებულები ვართ, ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ.

ვიმსახურებთ თუ არა ამას, ეს გამარჯვებებით უნდა დავამტკიცოთ. წარმომიდგენია, რა ხდება ახლა ჩვენი მეტოქე ფეხბურთელების გულებში.

მათ უნდა იამაყონ იმით, რასაც მიაღწიეს და თავაწეულებმა იარონ. ეს მხოლოდ "კარდიფ სიტის" კი არა, მთელი უელსისთვის უდიდესი მიღწევაა.

ისიც მესმის, რომ მათ მაინცდამაინც არ უხარიათ "სუონსის" პრემიერლიგური წარმატებები, მაგრამ გუშინდელს მერე მათაც აქვთ საამაყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"

ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად