ესპანურ "ვალენსიას" ჩემპიონთა ლიგაში სასტარტო მატჩი თურქეთის ჩემპიონ "ბურსასფორის" წინააღმდეგ ელის და ვინ, თუ არა "ღამურების" თურქმა ახალწვეულმა მეჰმეთ თოფალმა უნდა უამბოს თანაგუნდელებსა და მწვრთნელებს "ბურსას" შესახებ?..

ესპანურ "ვალენსიას" ჩემპიონთა ლიგაში სასტარტო მატჩი თურქეთის ჩემპიონ "ბურსასფორის" წინააღმდეგ ელის და ვინ, თუ არა "ღამურების" თურქმა ახალწვეულმა მეჰმეთ თოფალმა უნდა უამბოს თანაგუნდელებსა და მწვრთნელებს "ბურსას" შესახებ?..

24 წლის საყრდენი ნახევარმცველის აზრით, ხსენებული მატჩის მოგება რთული იქნება. "თუკი ვინმეს ჰგონია, რომ იოლად მოვიგებთ, ძალიან ცდება. სტადიონი გარანტირებულად გაივსება და თურქი ფანების ამბავი ყველას კარგად მოეხსენება – მათზე უკეთ საყვარელი გუნდის მხარდაჭერა მსოფლიოში ცოტა ვინმეს თუ შეუძლია, - თქვა მეჰმეთ თოფალმა, - თურქეთში ფეხბურთელებს ქომაგების მხარდაჭერის იმედი ყოველთვის აქვთ, ხოლო ფანებს ჩემპიონთა ლიგის მატჩები განსაკუთრებით იზიდავს".

თოფალმა განსაკუთრებით ორი ბურსელი ფეხბურთელი გამოყო. "სერქან ილდირიმი 20 წლისაა, მაგრამ "ბურსაში" 16 წლის ასაკიდან თამაშობს. ძალიან სწრაფი და სახიფათო თავდამსხმელია. ვოლქან შენიც სერქანივით სწრაფია და ორივე ბომბარდირული თვისებებით გამოირევა", - აღნიშნა თურქმა.

სხვათა შორის, მეჰმეთ თოფალი ჯერაც მოლოდინშია – მას "ვალენსიაში" სადებიუტო მატჩი ჯერჯერობით არ ჩაუტარებია.

"დიდი სურვილი კი მაქვს, მაგრამ თამაშის საშუალება ჯერჯერობით არ მომცემია. იმედია, უნაი ემერი უახლოეს მატჩებში მომცემს ესპანურ ფეხბურთში უშუალოდ ჩარევის შანსს. კლუბში კარგად დამხვდნენ და ზოგიერთ ფეხბურთელს უკვე დავუმეგობრდი კიდეც. ვალენსია სტამბოლზე პატარა ქალაქია, მაგრამ აქ საუკეთესო კლიმატია და ქუჩებში საცობები პრაქტიკულად არ შეგხვდებათ. არ ველოდი, რომ აქაურობა ასე მომეწონებოდა", - დასძინა "ვალენსიას" თურქმა ახალწვეულმა.

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო