ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ხუან დელ პოტროს პირველი დახურული

ხუან დელ პოტროს პირველი დახურული

აშშ-ის ღია პირველობის ყოფილმა ჩემპიონმა ნახევარფინალში დაამარცხა ჟო-ვილფრიდ ცონგა და ფინალში კიდევ ერთ მასპინძელს მიკაელ ლოდრას შეხვდა
ჩოგბურთელები თანდათან ამერიკაში გადადიან, სადაც სულ მალე ორი სუპერტურნირი გაიმართება ინდიან უელსსა და მაიამიში.

გასულ კვირას, მემფისის ტურნირის ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ავსტრიელი იურგენ მელცერი და კანადელი მილოშ რაონიჩი.

ამ უკანაკნელმა წინა კვირას სან ხოსეს ტურნირი მოიგო და კარიერაში პირველად მიეცა ზედიზედ ორი შეჯიბრის მოგების საშუალება, მაგრამ კანადელმა ვერ შეძლო ამ შანსის გამოყენება.

პირველ სეტში ყველაფერი ერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა - მე-11 გეიმში მელცერმა ერთადერთი ბრეიკ-პოინტი მოგებულ ქულაში გარდასახა და შემდეგ სეტზე წარმატებით ჩააწოდა. ეს ამ ტურნირზე რაონიჩის მხოლოდ მეორე წაგებული საკუთარი გეიმი იყო.

მეორე სეტში კიდევ უფრო დრამატულად განვითარდა მოვლენები. რაონიჩმა 4:1 წაიყვანა ანგარიში, მაგრამ მელცერმა დაიბრუნა დაკარგული ბრეიკი და თანაფარდობა აღადგინა - 4:4. ამის შემდეგ ბრეიკი აღარ შემდგარა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. მელცერმა მინი-ბრეიკით წინ გასვლა შეძლო და 6:4-ზე გამოიყენა მატჩბოლი.

ავსტრიელმა კარიერაში მეოთხე ტიტული მოიგო და პირველი 2010 წლის შემდეგ, როცა ვენაში მოიპოვა მთავარი პრიზი.

მარსელში არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ ხელი შეუშალა ფრანგული ფინალის ჩატარებას. აშშ-ის ღია პირველობის ყოფილმა ჩემპიონმა ნახევარფინალში დაამარცხა ჟო-ვილფრიდ ცონგა და ფინალში კიდევ ერთ მასპინძელს მიკაელ ლოდრას შეხვდა.

გადამწყვეტ მატჩში ხუან მარტინს სერიოზული წინააღმდეგობა არ შეხვედრია. არგენტინელი პირველ ბურთს 73 პროცენტის სიზუსტით ურტყამდა და პირველ მოწოდებაზე მხოლოდ ოთხი გათამაშება წააგო. ლოდრამ მიღებაზე ვერაფერი გააწყო, თავად კი ორი საკუთარი მოწოდება წააგო. საბოლოოდ, 6:4, 6:4 და დელ პოტრომ პირველად მოიგო ტურნირი დახურულ არენაზე, სულ კი მის აქტივში ათი ტიტული მოდის.

რაც შეეხება ბუენოს აირესის ტურნირს, აქ პირველ ორ ნომრად განთესილი ჩოგბურთელი შეხვდა ერთმანეთს. ესპანელების - დავიდ ფერერისა და ნიკოლას ალმაგროს პირად შეხვედრებში ანგარიში 8:0 იყო ფერერის სასარგებლოდ. დავიდმა ტრადიცია გააგრძელა, თუმცა გაუჭირდა ამის გაკეთება - 4:6, 6:3, 6:2.

გასულ კვირას ქალების მთავარ ტურნირზე - დუბაის ჩემპიონატტის შესახებ გუშინდელ ნომერში მოგიყევით. კიდევ ორი, ნაკლებად წარმომადგენლობითი შეჯიბრებები გაიმართა მემფისსა და მონტერეიში.

მემფისში შვედი სოფია არვიდსონი ზელანდიელ ერაკოვიჩს ხვდებოდა. სკანდინავიელისთვის ეს ამერიკული ქალაქი მშობლიურია, რადგან ერთადერთი ტიტული კარიერაში 2006 წელს სწორედ აქ მოიპოვა. ახლა, შვედისთვის მემფისი ორმაგად საყვარელი ქალაქი გახდა, რადგან ფინალში ერაკოვიჩს ორ სეტში - 6:3, 6:4 მოიგო.

მონტერეის ტურნირის სენსაცია გახდა რუმინელი ალექსანდრა კადანტუ, რომელიც კარიერაში მხოლოდ მეხუთე შეხვედრას ატარებდა და მხოლოდ ერთი მოგება ჰქონდა.

რუმინელი ფინალში გავიდა, სადაც უნგრელ ტიმეა ბაბოშს ხვდებოდა. ეს უკანასკნელი უკეთ მოემზადა გადამწყვეტი მატჩისთვის, პრაქტიკულად იდეალურად აწვდიდა და პირველ მოწოდებაზე მხოლოდ სამი ქულა დათმო. კადანტუს არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია და 4:6, 4:6 წააგო. ბაბოშმა, რომელმაც ერთი კვირის წინ ბოგოტაში ნახევარფინალს მიაღწია, კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა