ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი
"ოტავა სენატორზმა" ისარგებლა "ტამპა ბეისთან" "ნიუ ჯერსის" წაგებით და დაეწია "ეშმაკებს" ქულების რაოდენობით, თუმცა კონკურენტებს სამი თამაში აქვთ თადარიგში.

"სენატორებმა" "აილენდერსს" 5:2 მოუგეს. და ისევ მოწოდების სიმაღლეზე იყო მცველი ერიკ კარლსონი, რომელიც აგრძელებს ქულების დაგროვებას. მეორე პერიოდში, როცა მასპინძლები 0:1-ს აგებდნენ, შვედმა ორი შედეგიანი პასი შეასრულა რიცხობრივი უპირატესობის დროს და მიხალეკსა და სპეცას 28-ე გოლის გატანაში დაეხმარა. მესამე პერიოდში ფოლინომაც ორი ქულით შეავსო თავისი მარაგი, "კუნძულელები" კი თანდათან კარგავენ კონფერენციაში მერვე ადგილზე გასვლის შანსს. აღსანიშნავია, რომ მეშვიდე "ოტავასა" და მერვე "ვინიპეგს" შორის სხვაობა უკვე ექვს ქულას შეადგენს.

მნიშვნელოვანი მატჩის გადარჩენა შეძლო "ფლორიდამ", რომელიც დივიზიონში ლიდერობისთვის ებრძვის "ვაშინგტონსა" და "ვინიპეგს". "მონრეალმა" შეხვედრის სტარტზე სწრაფად გაიტანა ორი გოლი, მაგრამ "ფლორიდამ" საპასუხოდ ოთხი შაიბა შეაგდო და 4:2 გაიმარჯვა. მატჩს ორი გმირი ჰყავდა - ვაისი და ბერგენჰაიმი, რომლებმაც 3-3 ქულა დააგროვეს. "პანტერები" აგრძელებენ ლიდერობას დივიზიონში.

დასავლეთში დიდი ბრძოლაა გაჩაღებული პლეი ოფის საგზურისთვის. "დალასი" საკუთარ მოედანზე იღებდა "ვანკუვერს" და მანაც გამოიჩინა ხასიათის სიმტკიცე, როცა 0:2-დან გადაარჩინა შეხვედრა.

მეორე პერიოდში ჰიგინსის პასებით კესლერი და რეიმონდი გაიტანეს, მაგრამ ჯერ რაიდერმა, ძირითადი დროის ბოლო წუთზე კი რიბეირომ ანგარიში გაათანაბრეს, ოვერტაიმში "ვარსკვლავებს" გამარჯვება ლუის ერიქსონმა მოუტანა. გადამწყვეტი შაიბის შემდეგ დალასელები ისე ხარობდნენ, თითქოს გარანტირებული ჰქონდათ პლეი ოფის საგზური, სინამდვილეში კი ტექსასური კლუბის მხოლოდ მერვეა თავის კონფერენციაში.

თუმცა "დალასი" დივიზიონის ლიდერთან მხოლოდ სამ ქულას აგებს, მის გვერდით კი "სან ხოსე" აღმოჩნდა. "ზვიგენებმა" დაკარგეს დივიზიონში ლიდერობა და მეშვიდე ადგილზე აღმოჩნდნენ. გუშინ მათ ჰქონდათ დასავლეთის სამეულში დაბრუნების შესაძლებლობა - ამისთვის საჭირო იყო "მინესოტას" დამარცხება. მაგრამ "შარქსს" დაღლილობა ეტყობოდა.

მატჩის მსვლელობისას "სან ხოსე" 2:0-სა და 3:2-ს იგებდა, მაგრამ "ველურებმა" ორჯერ გაათანაბრეს ანგარიში და 4:3 გაიმარჯვეს! თანაც, გადამწყვეტი შაიბა ფორვარდმა ჯედ ორტმაიერმა გაიტანა, რომელიც სეზონის მსვლელობისას ტრანსფერზე დააყენეს და რომელმაც ბოლო გოლი 2009-10 წლების სეზონში გაიტანა, როცა "შარქსის" რიგებში თამაშობდა. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, "ზვიგენებს" გამართლება აქვთ იმ მხრივ, რომ ბოლო 16 დღეში გასვლაზე ცხრა მატჩი ჩაატარეს. "სან ხოსემ" შვიდი შეხვედრა წააგო, მაგრამ ახლა შინ ბრუნდება და "ფილადელფიას" დაელოდება.

დიდი ბრძოლა აქვს გამართული პლეი ოფში მოსახვედრად "ანაჰაიმს", რომელიც "ჩიკაგოს" გაუსწორდა - 3:1. "იხვები" არ აძლევენ თავიანთ კონკურენტებს მოდუნების საშუალებას და თანდათან უახლოვდებიან მერვე ადგილს. ბუდროს გუნდმა კოლიანოს, ბრუკბანკისა და სელიანეს გოლებით ბოლო 11 მატჩში მერვე მოიგო, რითაც პლეი ოფის ზონას ექვს ქულამდე მიუახლოვდა.

"ჩიკაგო" კი ისევ დაუბრუნდა წაგებების სერიას - "ბლეკჰოქსი" ზედიზედ მესამე მატჩში დამარცხდა და მხოლოდ სამი ქულით არის დაშორებული მერვე პოზიციისგან. ამასთან, კინევილის გუნდმა 64 მატჩი ჩაატარა - ყველაზე მეტი ლიგაში.

ნიუ ჯერსი-ტამპა ბეი 3:4

1:0, 0:2, 2:2

გოლები: 1:0 პონიკაროვსკი-12, 1:1 სან ლუი-20 (სტემკოსი-31, გერონი-2), 1:2 სან ლუი-21 (პურსელი-27, სტემკოსი-32), 2:2 სიკორა-15 (ბერნიე-3, ზუბრუსი-21), 2:3 გილროი-2 (სან ლუი-36, პურსელი-28), 2:4 სან ლუი-22 (პურსელი-29, ბრიუერი-14), 3:4 პარიზე-23 (კოვალჩუკი-35, ელიაში-39).

პიტსბურგი-კოლამბუსი 4:2

0:0, 1:1, 3:1

გოლები: 0:1 ნეში-21 (ნიკიტინი-18), 1:1 მალკინი-37 (ჯ. ნილი-31, სალივანი-22), 2:1 დუპუი-15 (სალივანი-23, ჯ. სტაალი-10), 3:1 ლეტანგი-9 (პარკი-7, მ. კუკი-14), 4:1 ვიტალე-4 (ტანგრადი-1, მ. კუკი-15), 4:2 პროსპალი-11 (ატკინსონი-1).

დალასი-ვანკუვერი 3:2 (ო)

0:0, 1:2, 1:0, 1:0

გოლები: 0:1 კესლერი-19 (ჰიგინსი-19, ჰამჰუისი-25), 0:2 რეიმონდი-8 (ჰიგინსი-20, რომი-6), 1:2 რაიდერი-25 (რიბეირო-33, ლ. ერიქსონი-34), 2:2 რიბეირო-14 (გოლიგოსკი-18, სურეი-14), 3:2 ლ. ერიქსონი-21 (დელეი-17, ოტი-20).

ოტავა-აილენდერსი 5:2

0:1, 2:0, 3:1

გოლები: 0:1 ტავარესი-25 (პარენტო-43, ჰამონიკი-13), 1:1 მ. მიხალეკი-28 (ე. კარლსონი-50, ტარისი-11), 2:1 სპეცა-28 (ე. კარლსონი-51, კუბა-18), 3:1 ო'ბრაიენი-2 (კ. ნილი-13), 3:2 პარენტო-15 (ჰამონიკი-14, მოულსონი-27), 4:2 კ. ნილი-10 (ფოლინო-24), 5:2 ტარისი-6 (ფოლინო-25, გრინინგი-16).

ფლორიდა-მონრეალი 4:2

1:2, 2:0, 1:0

გოლები: 0:1 დეშარნე-12 (ე. კოული-23), 0:2 სუბანი-4 (ტ. კაბერლე-25, დეშარნე-34), 1:2 ვაისი-14 (ელერბი-4), 2:2 ბერგენჰაიმი-14 (სამუელსონი-11, კლემენსენი-1), 3:2 ვაისი-15 (სამუელსონი-12, ბერგენჰაიმი-3), 4:2 ბ. კემპბელი-4 (ვაისი-30, ბერგენჰაიმი-4).

მინესოტა-სან ხოსე 4:3

1:2, 1:0, 2:1

გოლები: 0:1 უინგელსი-3 (მაკგინი-12, მარლო-25), 0:2 ჯ. ტორნტონი-14 (ტ. მიტჩელი-10, ბერნსი-20), 1:2 კლატერბეკი-14, 2:2 შულტცი-1 (ბროძიაკი-15), 2:3 ბერნსი-10 (ჯ. ტორნტონი-44, მარლო-26), 3:3 კულენი-14 (სკანდელა-5), 4:3 ორტმაიერი-1 (სპარჯონი-19).

ანაჰაიმი-ჩიკაგო 3:1

1:1, 1:0, 1:0

გოლები: 0:1 პ. კეინი-14 (ლედი-25, მარიან ჰოსა-36), 2:1 კოლიანი-12 (ბონინო-8), 2:1 ბრუკბანკი-2 (სელიანე-34, ბოშემენი-13), 3:1 სელიანე-21 (გეტცლაფი-35, პერი-20).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
მბაპე ტრავმირებულია - "რეალს" მორიგი პრობლემა აქვს
დაბრუნება "რეალში" თუ კვლავ "ბენფიკაში" მუშაობა - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
0:3-დან - "ლანსმა" "ბრესტთან" თითქმის წაგებულ მატჩში ქულა მოიპოვა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!