19-წლამდელთა ნაკრებიდან წამოსულ მწვრთნელს თბილისის "დინამო" კონტრაქტს უხანგრძლივებს
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი იანვარში თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად რომ დაინიშნა, ერთ-ერთი უმთავრესი კითხვა სწორედ ნაკრებს შეეხებოდა - შეძლებდა ორი გუნდის ერთად გაწვრთნას, როდესაც თბილისელები ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ, 19-წლამდელები კი ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში სწორედ მისი ხელმძღვანელობით გავიდნენ?

ევრო 2012-ის ელიტრაუნდზე ჩვენი ჯგუფის მატჩებს ხორვატია უმასპინძლებს და ბალკანელებთან და საქართველოსთან ერთად, ბოსნია და ავსტრიაც ითამაშებენ, ტურნირი კი 25-30 მაისს ჩატარდება. მანამდე გუნდს მოსამზადებელი ეტაპი და შეკრებები ელოდა. ანუ ზუსტად იმ დროს, როდესაც "დინამოს" ჩემპიონატში გადამწყვეტი მატჩების ჩატარება მოუწევდა.

მაშინ ამ კითხვაზე დევდარიანის პასუხი ასეთი იყო:

"ნაკრებს ელიტ-რაუნდზეც მე გავწვრთნი. საქმე ისაა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ამ საკითხს გაგებით მოეკიდა და ზაფხულამდე 19-წლამდელების მწვრთნელიც ვიქნები".

თუმცა, როდესაც ახალგაზრდა სპეციალისტმა თბილისის "დინამო" გადაიბარა, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ზედიზედ სამი მატჩი მოიგო და ნაკრების დატოვება გადაწყვიტა.

27 თებერვალს გიორგი დევდარიანმა ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან საგანგებო განცხადება გააკეთა:

"ხანგრძლივი ფიქრისა და ანალიზის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ ორივე საქმის ერთად კეთება - თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელობა და საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ხელმძღვანელობა ჩემს ძალებს აღემატება.

ძალიან მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი საკუთარი ნებით დავტოვო. ამიტომ, არ მინდა შევირცხვინო თავი, შევარცხვინო ჩემი ფეხბურთელები და ქართველი გულშემატკივრები. მაისში, ელიტრაუნდზე მე ჩემი სახსრებით გავყვები გუნდს ხორვატიაში და მათ გვერდით ვიქნები, თუ ეს რამეში დაეხმარებათ.

მთელი ეს წლები, ვეცადე, ჩემი სამუშაო პირნათლად შემესრულებინა. გუნდი აწყობილი და ჩამოყალიბებულია და მგონია, რომ ჩემს გარეშეც დიდ წარმატებას მიაღწევენ ელიტრაუნდში".

ამის შემდეგ გიორგი დევდარიანს უშუალოდ დაველაპარაკეთ:

"მოსვენება არ მომცა იმაზე ფიქრმა, რომ ორი კურდღლის მადევარი ვერც ერთს დაიჭერს. ნამუსიანად გაწეული შრომის მიფუჩეჩება არ მსურდა. განვითარებულმა მოვლენებმა გამოაჩინა, რომ ორივე საქმის ერთად კეთება შეუძლებელია. 19-წლამდელების თამაშები უეფას მიერ უქმად გამოცხადებულ დღეებში რომ ყოფილიყო, საქმე კიდევ გაადვილდებოდა, მაგრამ ტურნირი არაკალენდარულ დღეებში იმართება...

ელიტ რაუნდზე კი ჩემი სახსრებით აუცილებლად გავემგზავრები და ვიდგები იქ, სადაც უნდა ვმდგარიყავი და 19-წლამდელებს მთელი ჩემი არსებით ვუქომაგებ. თუ გუნდში დანიშნული მწვრთნელთა შტაბი რამეს მკითხავს, აუცილებლად გავუზიარებ იმ ინფორმაციებს, რაც მე საკმაოდ დამიგროვდა. საკუთარ ვალდებულებადაც ვთვლი, ჩემს შემცვლელს ყველანაირი ინფორმაცია რომ მივაწოდო".

დევდარიანის ხელმძღვანელობით "დინამომ" 100-პროცენტიანი შედეგი აჩვენა, 9-დან 9 ქულა მოიპოვა და ჩემპიონობის მოპოვების იმედი დაიბრუნა. როგორც გავარკვიეთ, წარმატებული მუშაობის გამო, გიორგის კლუბმა კონტრაქტი გაუხანგრძლივა და ნაკრებიდან მისი წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ესეც გახდა:

"ვეცადე, ნაკრებში მემუშავა ისე, როგორც საქმე ითხოვდა. რა გამოვიდა აქედან, გულშემატკივარმა განსაჯოს. თუმცა ახლა "დინამოს" ხელმძღვანელობამ ჩემთან ახალი კონტრაქტის გაფორმების სურვილი გამოთქვა, ჩემს თავს კი ამ გამოწვევაზე უარის თქმის უფლებას ვერ მივცემდი".

19-წლამდელთა ეს თაობა სწორედ დევდარიანმა წარმოაჩინა, ამ "ვაზის" გაზრდას წლები შეალია, მაგრამ ნაყოფის მოწევის მისია სხვას მოუწევს.

თუმცა დევდარიანი სხვაგვარად ფიქრობს:

"შედეგი მე კი არა, ქართულმა ფეხბურთმა უნდა მიიღოს. და თუ ნაყოფი იქნება, მე მოვიწევ თუ სხვა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ფეხბურთელები გაიზარდონ და საქართველოს ღირსეული მოქალაქეები და შვილები გახდნენ. თანაც, 19-წლამდელების დიდი ნაწილი "დინამოშია", ბიჭებთან ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს და ვეცდები, ახალ მწვრთნელთან კარგად მომზადებულები გავუშვა.

ასე რომ, ერთმანეთისგან შორს მაინც არ ვიქნებით და კიდევ ვიტოვებ იმედს, რომ ქართული ფეხბურთის სასიკეთოდ ადრე თუ გვიან, ერთმანეთს აუცილებლად გადავეყრებით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"