ჩვენებურმა 12 წუთი ითამაშა, ამ მონაკვეთში მან 4 ქულა, 2 მოხსნა და 2 გადაცემა მოაგროვა
აღმოსავლეთ აზიის საკლუბო ჩემპიონატში ნიკა ცქიტიშვილის "მაჰრამმა" ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალი ორ მოგებამდე იყო. მაჰრამელებმა ჯერ სტუმრად აჯობეს იორდანიულ "არამექსს", შემდეგ - შინ. განმეორებითი მატჩი, რომელიც ირანში გაიმართა "მაჰრამმა" 91:55 მოიგო.

ნიკა ცქიტიშვილს მეტად შეზღუდული სათამაშო დრო ერგო: 12 წუთი ითამაშა. ამ მონაკვეთში მან 4 ქულა, 2 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

ალბათ, მკითხველსაც აინტერესებს, რატომ ითამაშა ნიკამ მხოლოდ 12 წუთი. პასუხს მატჩის ოქმიდანვე მივიღებთ: სკიტამ მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და "მაჰრამმა" პირველივე ათწუთეულში გადაწყვიტა გამარჯვებულის ბედი - მეოთხედი სარკისებური ანგარიშით, 31:13 მოიგო.

მეორე ტაიმში მწვრთნელს გუნდის ლიდერების დახმარება აღარ დასჭირვებია.

ჩემპიონატის ნახევარფინალში "მაჰრამს" კარგად ნაცნობი "ზობ აჰანი" დაუპირისპირდება, რომელმაც მეოთხედფინალიდან ლიბანური "ალ მუტაჰედი" გამოაგდო.

"აჰანს" "კარგად ნაცნობი"'იმ მარტივი მიზეზით ვუწოდეთ, რომ ისიც ირანული კლუბია. მიმდინარე ჩემპიონატში, ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა "მაჰრამის" მხარესაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად