საქართველოს ნაკრებმა სტრანჟას საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზა, რომელიც სოფიაში გაიმართა
წელულს 13-23 აპრილს ტრაბზონი მოკრივეთა სალიცენზიო საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. ამ შეჯიბრებისთვის მონდომებით ემზადება საქართველოს მოკრივეთა ნაკრები მთავარი მწვრთნელის - რამაზ ფალიანის ხელმძღვანელობით.

ბიჭებმა ჯერ ბაკურიანში გაიარეს საერთო-ფიზიკური მომზადება, შემდეგ ორკვირიან საწვრთნელ შეკრებაზე იყვნენ აბოვიანში სომხეთის ეროვნულ გუნდთან ერთად, მერე ბულგარეთს ესტუმრნენ სტრანჟას საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც სოფიაში გაიმართა.

რინგზე 35 ქვეყნის 150-მდე მოკრივე გამოვიდა. ჩვენები რვა წონით კატეგორიაში ცდიდნენ ძალებს. განსაკუთრებით იყოჩაღა შარშანდელი ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორმა მიხეილ ბახტიძემ (მძიმე წონა), რომელმაც სტარტზე გამოცდილ სერბ მეტოქეს - მილუტინ სტანკოვიჩს სძლია, ნახევარფინალში კი რუსი ანდრეი აფონინი 6 ქულით დაამარცხა. გადამწყვეტ პაექრობაში კუბელ სავონს უნდა შეხვედროდა, მაგრამ მწვრთნელებმა იგი შეჯიბრებიდან მოხსნეს.

- წინ მნიშვნელოვანი სალიცენზიო ტურნირი გველის, ამიტომ ზედმეტ რისკს მოვერიდეთ, - გვითხრა რამაზ ფალიანმა. - ბახტიძე გამოცდილი მებრძოლია, თუმცა მოულოდნელობისგან დაზღვეული არავინაა. ამიტომ გადავწყვიტეთ, იგი ბაქოს საერთაშორისო ტურნირზეც არ წავიყვანოთ.

ტრაბზონისთვის სპეციალური პროგრამით მოემზადება.

- დანარჩენ მოკრივეთა გამოსვლაზე რას იტყვით?

- 91 კილოში რევაზ ქარელიშვილმა, რომელიც საქართველოს ჩემპიონია, ნახევარფინალური პაექრობა კუბელ გომესთან დათმო და ბრინჯაოს დასჯერდა. 52 კილოში სევერიან ჭილაძემ 5 ქულით აჯობა აზერბაიჯანელ თურალ ახმედოვს, მეორე წრეში კი უელსელ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტსა და ევროპის ჩემპიონ სელბის დანებდა.

გუნდის დანარჩენმა წევრებმა - მიხეილ კაზანჯიანმა (49), კობა ფხაკაძემ (60), დემნა კოტუამ (64), რომან თავაძემ (75) და იაგო კიზირიამ (81) პირველივე ორთაბრძოლები წააგეს, თუმცა ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ. შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ჩვენი ბიჭები აგერ სამ თვეზე მეტია რინგზე არ გამოსულან და საშეჯიბრო გამოცდილება დააკლდათ. 56 კილოში მერაბ თურქაძემ ვარჯიშისას ტრავმა მიიღო და ტურნირზე არ გამოგვიყვანია. არც 69 კილოში გვყოლია წარმომადგენელი.

- ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორ ზაალ კვაჭატაძისა და ჯაბა ხოსიტაშვილს შესახებ არაფერი გითქვამთ.

- ორივე პროფესიონალ მოკრივეთა საკლუბო პირველობაზე იყო წასული. კვაჭატაძე - ამერიკაში და იქიდან დაბრუნებულმა ბულგარეთის ვიზის აღება ვერ მოასწრო, რაც შეეხება ხოსიტაშვილს ის თურქეთში გახლდათ და ხუთიდან ოთხი შეხვედრა მოიგო, ბოლო თანაც იმ დროს, როცა ჩვენ უკვე სოფიაში ვიყავით.

75 კილოში საქართველოს ჩემპიონმა რომან თავაძემ იასპარეზა, ბაქოს საერთაშორისო ტურნირზეც ("აბრეშუმის გზა"), რომელიც 5 მარტიდან დაიწყება, თავაძეს წავიყვანთ. იქიდან დაბრუნების შემდეგ რომანს და ჯაბას სპარინგშეხვედრას მოვუწყობთ ნაკრებში ადგილის დასამკვიდრებლად.

აზერბაიჯანში 69 კილოში 2 მონაწილე გვეყოლება - კვაჭატაძე და გოგა ზარქუა. 91-ში კი ქარელიშვილის ნაცვლად ალეკო კარტოზია მოსინჯავს ძალებს. სოფიის საერთაშორისო ტურნირზე ყოფნისას თურქეთის ნაკრების ხელმძღვანელობასთან შევთანხმდით, რომ ტრაბზონის სალიცენზიო ტურნირამდე ორი კვირით ადრე ვესტუმრებით მასპინძლებს და პასუხსაგები შეჯიბრებისთვის მათთან ერთად მოვემზადებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად