ალბანეთის ნაკრებთან მატჩში ეროვნულ გუნდს მხოლოდ ლევან მჭედლიძე დააკლდება
საქართველოს ნაკრებმა 27 თებერვალს საღამოს "ბასაზე" ივარჯიშა. მედიისთვის ვარჯიში მხოლოდ პირველი 15 წუთის განმავლობაში იყო ღია, თუმცა სიახლეების გაგება დროის ამ მონაკვეთშიც შევძელით.

27 თებერვალს ნაკრებს სრული შემადგენლობით არ უვარჯიშია - იმ დროისთვის თბილისში ჯერ კიდევ არ იყვნენ ჩამოსულები ლევან ყენია და დავით კვირკველია, დანარჩენებმა კი სრული დატვირთვით ივარჯიშეს.

როგორც თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ალბანეთთან საქართველოს ნაკრებს ზურაბ ხიზანიშვილი უკაპიტნებს, რაც შეეხება 28 თებერვლის განრიგს, საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებები "მიხეილ მესხზე" ივარჯიშებენ. ცნობისთვის, ალბანელები უკვე თბილისში არიან.

ლევან მჭედლიძის გამოკლების შემდეგ ჩვენი ეროვნული გუნდის სადღეისო შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), გიორგი ლორია (დინამო, თბილისი), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი);

მცველები: ზურაბ ხიზანიშვილი (ქაისერისფორი, თურქეთი), უჩა ლობჟანიძე (კრივბასი, უკრაინა), ალექსანდრე ამისულაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), გია გრიგალავა (ვოლგა, რუსეთი), აკაკი ხუბუტია (სამსუნსფორი, თურქეთი), დავით კვირკველია (ანორთოსისი, კვიპროსი), მამუკა კობახიძე (ზესტაფონი);

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (კარპატი, უკრაინა), ჯანო ანანიძე (სპარტაკი მ, რუსეთი), დავით თარგამაძე (ილიჩევეცი, უკრაინა), სანდრო კობახიძე (არსენალი, უკრაინა), შოთა გრიგალაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი (ორივე - ზესტაფონი), ლევან ყენია (შალკე, გერმანია), ირაკლი ძარია (დინამო, თბილისი), ჯაბა კანკავა (კრივბასი, უკრაინა);

თავდამსხმელები: ოთარ მარცვალაძე (კრასნოდარი, რუსეთი), ვლადიმერ დვალიშვილი (პოლონია, პოლონეთი), ნიკოლოზ გელაშვილი (ბოხუმი, გერმანია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად