"სპორტის დედოფალს" საქართველოში ასეთი დატვირთული და ნაყოფიერი სეზონის დასაწყისი კარგა ხანია, არ ჰქონია
ორიოდე კვირის წინათ მოგილიოვში მძლეოსანთა ბელარუსის ზამთრის ღია ჩემპიონატში რამდენიმე ქართველმა სპორტსმენმა საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა, ნიკა კარტავცევი (400მ) და მაიკო გოგოლაძე (სიგრძეზე ხტომა) სულაც საპრიზო ადგილებზე გავიდნენ.

წარმატების უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ ექვსმა ჩვენებურმა ამ შეჯიბრებამდე ბელარუსშივე მასპინძლებთან ერთობლივი საწვრთნელი შეკრება გაიარა.

და აი, გასულ შაბათ-კვირას მათ საქართველოს ზამთრის ჩემპონატშიც იყოჩაღეს: ზურაბ გოგოჭურმა სიმაღლეზე ხტომაში 213 სანტიმეტრით დაიკავა პირველი ადგილი, ბორისლავ სხირტლაძემ სიგრძეზე ხტომაში 7,72, ხოლო მაიკო გოგოლაძემ 6,12 მეტრი დაძლია. სამივე სპორტსმენმა მოგილიოვში ნაჩვენები შედეგები გააუმჯობესა, ნიკა კარტავცევმა კი 200 და 400 მეტრზე რბენაში მოიპოვა ჩემპიონობა.

ალექსი ახვლედიანი (საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი): - "სპორტის დედოფალს" საქართველოში ასეთი დატვირთული და ნაყოფიერი სეზონის დასაწყისი კარგა ხანია, არ ჰქონია.

ნაკრების წევრებმა, რომლებიც ლონდონის ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირებისთვის ემზადებიან, უკვე ორი საწვრთნელი შეკრება გაიარეს და მაჩვენებლებიც ბევრად უკეთესი აქვთ. განსაკუთრებით ზურაბ გოგოჭური მინდა გამოვყო. წელიწადზე მეტია, იგი 205 სანტიმეტრს ვერ ასცდა, არადა, მისი სპორტული მონაცემებით უცხოელი სპეციალისტებიც კი არიან მოხიბლული. დიდუბის მანეჟში იგი 216 სანტიმეტრზე გადებულ თამასასაც გადაევლო, მაგრამ ტექნიკური ხარვეზის გამო ცდა არ ჩაეთვალა.

გოგოჭურმა თუ ასე წინსვლა განაგრძო, მაის-ივნისის სალიცენზიო ტურნირებზე, მას საოლიმპიადე ნორმატივის (228 სმ) დაძლევა არ უნდა გაუჭირდეს. ზურაბი შეჯიბრების დამთავრებისთანავე სალომე რიგიშვილთან ერთად მოგილიოვში გაემგზავრა და იქიური მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით მოემზადება.

ბელარუსში გავლილი შეკრება ნაყოფიერად გამოიყენეს ბორისლავ სხირტლაძემ და მაიკო გოგოლაძემ, რომლებმაც, გოგოჭურის მსგავსად, საქართველოს ზამთრის პირველობა პირადი რეკორდებით მოიგეს. 9-11 მარტს სტამბოლი მძლეოსანთა ზამთრის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩვენგან იქ ოზურგეთელი ნიკა კარტავცევი და ახალციხელი გაიანე უსტიანი გამოვლენ.

საქართველოს სპორტის სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანადგომით საინტერესო და ღონისძიებებით დახუნძლული იქნება არა მარტო უფროსებისთვის, არამედ 1998-2000 წლებში დაბადებული გოგო-ბიჭებისთვის, რომლებსაც 2015 წელს თბილისში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალზე მოუწევთ გამოსვლა. მათთვის უკვე ჩავატარეთ თითო შეკრება და შეჯიბრება. მომავალ შაბათ-კვირას მათგან რვა საუკეთესო ლიკა დვალიშვილის ხელმძღვანელობით მოგილიოვში გაემგზავრება და ბელარუს, უკრაინელ, რუს და ბალტიისპირელ თანატოლებთან ერთად პირველ საერთაშორისო ტურნირში მოსინჯავენ ძალებს.

სტამბოლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ აპრილის ბოლომდე ჩვენი სპორტსმენები ზაფხულის სეზონისთვის მოემზადებიან და ყველაფერს გააკეთებენ საიმისოდ, რომ ლონდონის ოლიმპიადამ ქართველი მძლეოსნების გარეშე არ ჩაიაროს.

კვარცხლბეკი

ქალები. 60 მ. 1. სალომე სირაძე (ქუთაისი, 8,08), 2. სოფო ჩალაშვილი (თბილისი, 8,24), 3. სალომე აბშილავა (ზუგდიდი-თბილისი, 8,25). 60მ/თარჯებით. 1. მაიკო გოგოლაძე (თბილისი, 9,21), 2. თამარ ხაჟალია (ქუთაისი, 10,06), 3. თამარ ჯალაღანია (ფოთი, 10,62). 200 მ. 1. სალომე სირაძე (ქუთაისი, 26,68), 2. მარიამ ბედუკაძე (28,27), 3. ალექსანდრა მშვიდობაძე (ორივე - თბილისი, 28,57). 400 მ. 1. გაიანე უსტიანი (ახალციხე, 1.01,32), 2. თამარ ხაჟალია (ქუთაისი, 1.03,84), 3. მარიამ ბედუკაძე (თბილისი, 1.04,78). 800 მ. 1. გაიანე უსტიანი (ახალციხე, 2.20,0), 2. მარიამ ჭეიძე (თბილისი, 2.42,0), 3. გაიანე გაბრიელიანი (ახალციხე, 2.45,0). 1500 მ. 1. გიული დეკანაძე (ვანი, 5.08,05), 2. დიანა ჯინისიანი (5.24,46), 3. ნინა პაპიკიანი (ორივე - ახალციხე, 5.37,11). 3000 მ. 1. გიული დეკანაძე (ვანი, 10.36,56), 2. თამარ შამოევა (თბილისი, 12.08,65). სიგრძეზე ხტომა. 1. მაიკო გოგოლაძე (თბილისი, 6,12), 2. თათია პაიკიძე (ვანი, 5,54), 3. ნანი სირაძე (ქუთაისი, 5,22). ბირთვის კვრა. 1. სალომე რიგიშვილი (თიანეთი, 13,80), 2. ნათია ნაჭყებია (ფოთი, 9,70), 3. ალბინა არუთუნიანი (აჭარა, 8,70). სიმაღლეზე ხტომა. 1. თამარ გელეიშვილი (ქუთაისი, 1,45). სამხტომი. 1. თათია პაიკიძე (ვანი, 12,24), 2. თამარ გელეიშვილი (12,02), 3. ანი სირაძე (ორივე - ქუთაისი, 10,87). ურო. 1. სოფო მათიაშვილი (თბილისი, 39,60). ბადრო. 1. ნინო წიქვაძე (თბილისი, 28,92), 2. ნათელა უშიკიშვილი (თიანეთი, 25,10), 3. მარიამ სიდამონიძე (???? 24,55).

კაცები. 60 მ. 1. ბაჩანა ხორავა (ზუგდიდი-ჩხოროწყუ, 7,12), 2. დავით ილარიანი (თბილისი, 7,19), 3. ირაკლი აშორდია (ზუგდიდი, 7,20). 60 მ/თარჯებით. 1. დავით ილარიანი (თბილისი, 8,03), 2. თემურ ცირამუა (ზუგდიდი, 8,77), 3. ლაშა ნუცუბიძე (ქუთაისი, 9,43). 200 მ. 1. ნიკა კარტავცევი (ოზურგეთი, 22,24), 2. ენდრიკ ზილბერშტეინი (ახალციხე, 22,48), 3. ბაჩანა ხორავა (ზუგდიდი-ჩხოროწყუ, 22,53). 400 მ. 1. ნიკა კარტავცევი (თბილისი, 49,72), 2. ენდრიკ ზილბერშტეინი (ახალციხე, 50,17), 3. დენის ჟვანია (თბილისი, 50,98). 800 მ. 1. ანდრანიკ მატინიანი (1.57,79), 2. გიგლა ზილბერშტეინი (1.58,53), 3. გიორგი ზილბერშტეინი (სამივე - ახალციხე, 2.03,80). 1500 მ. 1. ანდრანიკ მატინიანი (4.06,84), 2. გიგლა ზილბერშტეინი (ორივე - ახალციხე, 4.07,50), 3. ჯეირან ხოფერია (ფოთი, 4.08,59). 3000 მ. 1. ჯეირან ხოფერია (ფოთი, 9.02,17), 2. დავით ხარაზიშვილი (თბილისი, 9.04,32), 3. ოლეგ ოლეინიკოვი (ლაგოდეხი, 9.08,71). 5000 მ. 1. თემურ ბაიკეევი (თბილისი, 15.59,80), 2. ოლეგ ოლეინიკოვი (ლაგოდეხი, 16.02,93), 3. დავით ხარაზიშვილი (თბილისი, 16.29,00). სიგრძეზე ხტომა. 1. ბოლესლავ სხირტლაძე (თბილისი, 7,72), 2. ლაშა ღულელაური (ახმეტა, 7,48), 3. გიორგი გურეშიძე (მარტვილი, 6.90). ბირთვის კვრა. 1. დავით შონია (ფოთი, 12,20), 2. გოგა ჭიხვარია (ოზურგეთი, 12,05), 3. ზაზა გიგაია (მარტვილი, 11,36). სიმაღლეზე ხტომა. 1. ზურაბ გოგოჭური (თბილისი, 2,13), 2. ირაკლი ხაჭაპურიძე (1,75), 3. ლაშა ნუცუბიძე (ორივე - ქუთაისი, 1,75). სამხტომი. 1. ოთარ ხაჭაპურიძე (თბილისი, 14,53), 2. გოგა მაღლაკელიძე (13,44), 3. ბექა ჯიშკარიანი (ორივე - ქუთაისი, 13,25). უროს ტყორცნა. 1. გურამ სამხარაძე (40,70), 2. გიორგი ონიანი (ორივე - თბილისი, 40,70), 3. მიხეილ კალაძე (რუსთავი, 32,73). ბადრო. 1. დავით შონია (ფოთი, 33,0), 2. ბესიკ წიკლაური (თიანეთი, 30,46), 3. გიორგი კორტავა (ხობი, 22,60).

საერთო გუნდური. I ჯგუფი. 1. თბილისი (382), 2. ქუთაისი (359), 3. ახალციხე (322). II ჯგუფი. 1. ოზურგეთი (108), 2. აჭარა (84), 3. მარტვილი (60).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...