ჩემპიონატი 19 მაისს დასრულდება. მონაწილეობას კი მასში რვა გუნდი მიიღებს, რომლებიც ორ წრედ ითამაშებენ
ფუტსალში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი სექტემბერში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ თებერვლის ბოლო იწურება და დღემდე მატჩიც არ ჩატარებულა. მიზეზი ცნობილია - ამ სახეობაში არსებული დაპირისპირება.

ჩემპიონატს ჩაშლა ემუქრებოდა, რის გამოც, მისი ჩატარება საკუთარ თავზე ფეხბურთის ფედერაციამ აიღო.

”გადაწყდა, რომ ჩემპიონატი 11 მარტს დაიწყება და 19 მაისს დასრულდება. მონაწილეობას რვა გუნდი მიიღებს, რომლებიც ორ წრედ ითამაშებენ.

სხვათა შორის, ბევრად მეტი მსურველი იყო: როდესაც ფუტსალში დატრიალებული მოვლენების გამო, საქმეში ფეხბურთის ფედერაცია ჩაერია და მისი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა კლუბებს ფინანსურ დახმარებას, გადასახადისგან გათავისუფლებასა და ტრანსპორტირების საკითხების მოგვარებას დაჰპირდა, გუნდები შეგულიანდნენ, მაგრამ ჩემპიონი 19 მაისისთვის უნდა გამოვლინდეს, დრო არასაკმარისი იყო და ამჯერად 8 გუნდს დავჯერდით.

მათგან 6 თბილისური კლუბია, ორიც რეგიონიდან - ქუთაისისა და თელავის.

თასის გათამაშებას კი ქუთაისი უმასპინძლებს, მაგრამ მისი ვადები ახლა ზუსტდება - ჯერ მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ფინალი 19 მაისის შემდეგ გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ ფუტსალის ასოციაციის ყრილობა 10 მარტს გაიმართება. გამგეობაზე დამტკიცდა დღის წესრიგი - ერთ-ერთი უმთავრესი პრეზიდენტის ანგარიშის დატკიცება იქნება", - ამბობს ფუტსალის ასოციაციის გამგეობის წევრი გიორგი დარჯანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"