ფინეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, ტურკუს ”ინტერში" მოთამაშე ქართველი ევროპის ლიგას უმიზნებს
ირაკლი სირბილაძე გასულ წელს ფინურმა კპვ-მ ამავე ქვეყნის უმაღლესლიგელ ”იაროში" გაანათხოვრა. ირაკლიმ 15 მატჩში 9 გოლი გაიტანა და სპეციალისტების ყურადღება მიიქცია. ამ ყველაფერს ლოგიკური გაგრძელება მოჰყვა: შარშან აგვისტოში ფინეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან, ტურკუს ”ინტერთან" წინასწარი ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

29 წლის თავდამსხმელმა ახალ გუნდში ფინეთის ლიგის თასზე ოფიციალური შეხვედრაც ჩაატარა - სამიოდე დღის წინ "ინტერმა" ტურკუში ჰაკა-ს 2:0 სძლია, სირბილაძემ შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ მოედანი უგოლოდ დატოვა.

”კლუბს ძალიან კარგად შევეწყვე, რადგან აქ მეგობრული სიტუაცია დამხვდა, კარგი ბიჭები არიან და ბევრს დავუახლოვდი. კარგი მწვრთნელები მყავს და ჩემით ისინიც კმაყოფილები არიან. ასე რომ, არჩევანში არ შევმცდარვარ.

ახლა ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს და ჩემპიონატისთვის ვემზადები. აქ იმდენად კარგი სავარჯიშო პირობებია, რომ თავს ფეხბურთელად ვგრძნობ, შეიძლება კარგად მომზადება და დარწმუნებული ვარ, ჩემპიონატს წარმატებით ჩავატარებთ. წლეულს კი ჩვენი მიზანი მინიმუმ ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებაა", - ამბობს ირაკლი სირბილაძე.

ირაკლი იმედოვნებს, რომ უკეთეს ლიგასა და გუნდში თამაშს ჯერ კიდევ შეძლებს:

”ფინეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდში ვარ. მაგრამ უფრო ძლიერ ჩემპიონატში თამაში მინდა. კარგად ვიცი, რომ ფეხბურთში მთავარია შრომა, მიზანმიმართული ვარჯიში და რეჟიმი. ამიტომ დამატებით ვვარჯიშობ.

ისე უნდა მოვემზადო, რომ შარშანდელ ჩემპიონატზე ბევრად უკეთესი შედეგი ვაჩვენო. მიმაჩნია, რომ ფინეთში ჩემპიონატსა და ევროპის ლიგაზე ამის შანსი მომეცემა. ფინეთიდან კი კარგ კლუბში გადასვლა საკმაოდ რეალურია, ლამის ყველა მატჩს ევროპული კლუბების სელექციონერები ესწრებიან და მათ დასაინტერესებლად ყველაფერს გავაკეთებ.

სხვათა შორის, შესვენებისას თბილისში ავთო ბერიძესთან ვვარჯიშობდი. ამ პიროვნების დამსახურებაა, ფიზიკურად რომ კარგად მომზადებული ვარ. ფინეთში ჩასულმა პირველივე სატესტო გარბენზე გუნდში მეორე შედეგი ვაჩვენე, რაც მწვრთნელებს ძალიან გაუკვირდათ. ვიმეორებ, ეს არის ავთო ბერიძის დამსახურება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა